მიგრაცია

მიგრაცია (ლათ.

Migratio — გადასახლება) — ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ; ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ:

  • მუდმივ მიგრაციას, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან.
  • დროებით მიგრაციას, როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით.
  • სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით და სხვა სახის მიგრაციებს.
მიგრაცია
მიგრაციის სალდო (2008). დადებითი-ლურჯი, უარყოფითი-ყავისფერი, სტაბილური-მწვანე, მონაცემები არაა-ნაცრისფერი.

მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება სახელმწიფოებს შორის საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათს და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, სოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის, ეთნიკური წმენდა ან გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება), რელიგიური, სოციალ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა.

მიგრაცია ასევე ეწოდება ცხოველთა გადაადგილებას ცხოვრების პირობების შეცვლის ან განვითარების ციკლის გავლის გამო.

კაპიტალის მიგრაცია ეწოდება კაპიტალის გადასვლას ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ეკონომიკის ერთი დარგიდან მეორეში, უფრო დიდი მოგების მიზნით.

მიგრაციის სალდო

მიგრაციის სალდო ეწოდება სახელმწიფოდან გასული და შემოსული ადამიანების შეფარდებას. სალდო ნიშნავს ნაშთის მაჩვენებელს. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, სალდო დადებითია.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ლათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აღმოსავლეთი საქართველოარწივიფარავანიაფხაზეთირუსეთის იმპერიადედამიწის ისტორიანავთობიმონა ლიზარაინისალამურიწმინდა ნინოუფლისციხეიაკობ გოგებაშვილიმონღოლებისაქართველოს ქალაქები69 (სექსუალური პოზა)ბატონებიკვების ჯაჭვიიულიუს კეისარიაჭარის ისტორიავერის უბნის მელოდიებინოე ჟორდანიაშინაური ძაღლიავოკადოშრი-ლანკაზებულონიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიფეხბურთიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მთავარი გვერდიბესლანის ტერაქტიამეთვისტოოპერაკილოგრამიბორჯღალაბაროკოსაჭმლის მომნელებელი სისტემააკაკი წერეთელისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიააბო თბილელის წამებაMemento moriნოდარ დუმბაძეჟანა დ’არკიქალწული (ასტროლოგია)გასტრიტიდავით VI ნარინისილიციუმიქანი (გეოლოგია)აზიასაქართველო VI საუკუნეშიდიალიზიმარიამ მაგდალინელიმცენარეებითორნიკე ერისთავიეიფელის კოშკილევან საგინაშვილითეთნულდიკუნილინგუსიაზოკანადაქურციკიჰოლოკოსტიენგურის ჰიდროელექტროსადგურიჰიპერბოლა (ენა)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკონსტანტინოპოლიადამიანიალბერტ აინშტაინიმოწამეთადავით IV აღმაშენებელისაქართველოს დაცული ტერიტორიებიინფექციური დაავადებებიგიორგი VIIIსატაცურიჯრუჭის I ოთხთავიოქტავიანე ავგუსტუსიდაღესტანიშავი ზღვათავისუფლება (ფილოსოფია)🡆 More