თელა

თელა (ლათ.

თელა ტერმინს „თელა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თელა (მრავალმნიშვნელოვანი).

Ulmus) — მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხეებია, იშვიათად ბუჩქები. სიმაღლე 30-40 მ აღწევს. აქვთ წვრილი, კონებად შეკრებილი, უმეტესად ორსქესიანი ყვავილები, ფრთიანი კაკლუჭა ნაყოფი.

თელა
თელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  თელისებრნი
ლათინური სახელი
Ulmus

გვარი მოიცავს 50-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთებში. კავკასიაში იზრდება 9 სახეობა, საქართველოში — 5; მათგან ერთი — ქართული თელა (ლათ. Ulmus geogrica) საქართველოს ენდემია; იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში (სულ რამდენიმე ათეულია). თელის წმინდა კორომები (მცირეც კი) ძალზე იშვიათია.

საქართველოს ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში — ლათ. Ulmus elliptica), რომელიც აღწევს სუბალპურ სარტყელს და თელა („კარაღაჯი“ — ლათ. Ulmus minor, Ulmus foliacea), რომელიც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყლამდე. თელა ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანია, ეტანება ნოტიერ და ტენიან ნიადაგს, თუმცა ბევრი გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. ყვავილობს (ფოთლის გაშლამდე) და ნაყოფს ისხამს ადრე გაზაფხულზე, ზოგი აღმოსავლეთაზიური სახეობა — შემოდგომით. ცოცხლობს 200-400 წელს.

ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 15-40 წლის ასაკში. მრავლდება თესლით, მყრობითა და ფესვის ნაბარტყით. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს. ღრმად განვითარებული გვერდითი ფესვების გამო ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გვალვაგამძლე შუა აზიის ენდემი — „ლალბანდი“ (ლათ. Ulmus densa). თელის მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა (განსაკუთრებით ლამაზი ნუჟრების გამო). იყენებენ მშენებლობაშიც.

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)თელისებრნილათინური ენამეტრიმცენარეებინაყოფი (მცენარე)ოჯახი (ბიოლოგია)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერაბ დვალიშვილილომისაქართველოს სახელმწიფო გერბიბულგარეთიერთა ლიგადათვისისხლიუფლისციხერომის წესდებაევროპა-აზიის საზღვარიკონსტანტინოპოლიგიორგი V ბრწყინვალეოქროჭიანჭველასებრნიქვეყნების სატელეფონო კოდების სიაწყნარი ოკეანეგიორგი ნიკოლაძეერეკლე IIდავით სარაჯიშვილიმიხეილ ხერგიანიისააკ ნიუტონივიკიპედიალევან შენგელიადედამიწის დღეკვადრატიპოლონეთირაფაელიხელისუფლების დანაწილებამიხეილ ჯავახიშვილიმუსიკაკალათბურთიდედა ენაგიბრალტარის სრუტეამერიკის შეერთებული შტატებიბახტრიონი (პოემა)ძალაოთარ კაკაბაძეგეოგრაფიული გარემოჩრდილოეთ ამერიკამიგრაციააბსცისაპარხლის I ოთხთავიკოლხეთის ეროვნული პარკიმეტაფორარამაზ შენგელიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიიმპრესიონიზმი69 (სექსუალური პოზა)გლობალიზაციასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისამხრეთი კორეაილია IIიგლულითოსფერომურად IVსეფსისიფშავიფუტკრებისაქართველოტერენტი გრანელიჰაერიინტერნეტინიკოლოზ ბარათაშვილიალექსანდრე მაკედონელის ომებიწიგნი სიბრძნე სიცრუისააბსოლუტური მონარქიაწითელი წიგნიკონგოოპერახელოვნური ინტელექტიფილტვებიცენტრალური სტადიონი (თბილისი)რელიგიაგლობალური დათბობაარისტოტელეხემარწყვაფეხბურთი🡆 More