Time წლის ადამიანი

„წლის ადამიანი“ (ინგლ.

ნომინაციის წარდგენა ხდება დეკემბრის თვის უკანასკნელ ნომერში. წლის ადამიანის ნომინაცია დაწესდა 1927 წელს როდესაც ეს წოდება მიენიჭა მფრინავს ჩარლზ ლინდბერგს, რომელმაც ისტორიაში პირველად, მარტო გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

წლის ადამიანი
Time წლის ადამიანი
წარადგენს Time
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
პირველად გადაეცა 1927
ბოლოს გადაეცა 2021
მიმდინარე მფლობელი ილონ მასკი
time.com/poy

შერჩევის კრიტერიუმები

წლის პიროვნებას ირჩევს აღმასრულებელი რედაქტორი. Time-ის სარედაქციო რუბრიკაში, სათაურით „თავისუფლებაზე წესრიგის დამყარება“, რიჩარდ სტენგელმა განმარტა პრინციპი, რომლითაც ჟურნალი ირჩევს ნომინანტს:

Time წლის ადამიანი 
„Time-ის წლის ადამიანის ჯილდო არ არის პატივი. ეს არ არის მოწონების ნიშანი და პოპულარობის აღიარება. ეს ნომინაცია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ლიდერის თვისებებთან - გაბედულებასთან, ჩვენი პლანეტის შეცვლასთან.“

სხვადასხვა დროს წლის ადამიანები იყვნენ: ფრანკლინ დელანო რუზველტი, ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, ჯონ კენედი, ჯორჯ უოკერ ბუში, ამერიკელი ჯარისკაცი და ასევე ინტერნეტის მომხმარებელი.

Time-ის წლის ადამიანის წოდება ორჯერ მიენიჭა 15 ადამიანს (დალაგებულია ქრონოლოგიურად): ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი, ჯორჯ მარშალი, ჰარი ტრუმენი, უინსტონ ჩერჩილი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, დენ სიაოპინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბილ კლინტონი, ამერიკელი ჯარისკაცი (აბსტრაქტული გაგება), ჯორჯ უოკერ ბუში, ბარაკ ობამა.

Time-ის წლის ადამიანის წოდება სამჯერ მიენიჭა ფრანკლინ დელანო რუზველტს.

პიროვნებების სია

წელი ფოტო ლაურეატი ცხოვრების წლები შენიშვნა
1927 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჩარლზ ლინდბერგი 1902—1974 პირველი და ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი, მფრინავი, რომელმაც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს ნიუ-იორკიდან პარიზამდე.
1928 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უოლტერ კრაისლერი 1875—1940 1928 წელს კრაისლერი აკვირდებოდა Chrysler Corporation-ს გავლენას Dodge-ზე კრაისლერ ბილდინგის მშენებლობის დაწყებამდე.
1929 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ოუენ იანგი 1874—1962 იანგი 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს, რომელმაც შეიმუშავა იანგის გეგმა, პროგრამა არეგულირებდა გერმანიის რეპარაციის საკითხებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
1930 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მაჰათმა განდი 1869—1948 განდი იყო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი. 1930 წელს ხელმძღვანელობდა მარილის მარშს, რომელიც იყო 390 კილომეტრიანი საპროტესტო მარში ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მარილზე გადასახადების დაწესების საწინააღმდეგოდ.
1931 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  პიერ ლავალი 1883—1945 1931 წელს ლავალი პირველად აირჩიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. ლავალი პოპულარული იყო ამერიკჯულ პრესაში, როდესაც გამოვიდა ჰუვერის მორატორიუმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ვალების გადახდის დროებით გაყინვას პირველ მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც არაპოპულარული იყო როგორც საფრანგეთში, ასევე შეერთებულ შტატებში.
1932 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 რუზველტმა დამაჯერებლად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი.
1933 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰიუ ჯონსონი 1882—1942 1933 წელს ჯონსონი დასახელდა აღდგენის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორად, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დაავალა შეექმნათ „კარგი პრაქტიკის“ კოდექსი და დაესტაბილურებინათ ფასები.
1934 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში. 1934 წელს რუზველტის ახალმა კურსმა თავისი დადებითი შედეგები გამოიღო.
1935 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰაილე სელასიე I 1892—1975 სელასიე იყო ეთიოპიის იმპერატორი 1935 წელს, როდესაც იტალიის არმია შეიჭრა ეთიოპიაში, რითაც დაიწყო იტალია-ეთიოპიის მეორე ომი.
1936 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უოლის სიმპსონი 1896—1986 პირველი ქალი წლის ადამიანი. 1936 წელს სიმპსონის ურთიერთობამ მეფე ედუარდ VIII-თან აიძულა მეფე დაეტოვებინა ტახტი, რათა დაქორწინებულიყო მასზე.
1937 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჩან კაიში 1887—1975 ჩან კაიში იყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრი 1937 წელს, როდესაც დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი.
Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  სუნ მეილინი 1897—2003 სუნ მეილინი იყო ჩან კაიშის ცოლი 1927 წლიდან 1975 წლამდე. ჟურნალმა ისინი წლის ადამიანად და ცოლად დაასახელეს.
1938 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ადოლფ ჰიტლერი 1889—1945 როგორც რაიხკანცლერი ჰიტლერი ხელმძღვანელობდა ავსტრიისა და სუდეტის ოლქის შეერთებას გერმანიასთან მიუნხენის შეთანხმების თანახმად.
1939 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  იოსებ სტალინი 1878—1953 1939 წელს სტალინი იყო სსკპ ცკ-ის გენერალური მდივანი, პრაქტიკულად კი საბჭოთა კავშირის ლიდერი.
1940 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უინსტონ ჩერჩილი 1874—1965 ჩერჩილი 1940 წელს იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, როდესაც გაიმართა დიუნკერკის ოპერაცია.
1941 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 1941 წელს რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი, მის დროს მოხდა თავდასხმა პერლ-ჰარბორზე, გამოუცხადა ომი იაპონიას, რომლის შედეგადაც აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებში. პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე ჟურნალმა დამბო აირჩია წლის ადამიანად, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს რუზველტის პერსონით.
1942 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  იოსებ სტალინი 1878—1953 1942 წელს სტალინი იყო საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი. ამ წელს მან მოიგო სტალინგრადის ბრძოლა.
1943 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯორჯ მარშალი 1880—1959 როგორც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი 1943 წელს, გენერალმა მარშალმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებში.
1944 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დუაიტ ეიზენჰაუერი 1890—1969 1944 წელს გენერალი ეიზენჰაუერი იყო მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ოპერაცია ოვერლორდის დროს.
1945 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰარი ტრუმენი 1884—1972 ტრუმენი გახდა პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ და გასცა ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის ბრძანება.
1946 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯეიმზ ბირნსი 1879—1972 1946 წელს, ირანის კრიზისის დროს ბირნსი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი და იდგა სტალინის მტკიცე ოპოზიციაში. მისმა სიტყვამ, „გერმანიის პოლიტიკის გადახედვა“, საფუძველი დაუდო აშშ-ს მომავალ პოლიტიკას, მიეტოვებინა მორგენთაუს გეგმის ეკონომიკური პოლიტიკა და გერმანელებს მომავლის იმედი მისცა.
1947 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯორჯ მარშალი 1880—1959 1947 წელს სახელმწიფო მდივნად დანიშნული ჯორჯ მარშალი გახდა მარშალის გეგმის შემოქმედი.
1948 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰარი ტრუმენი 1884—1972 ტრუმენი 1948 წელს აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საარჩევნო მოულოდნელობად ითვლება.
1949 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უინსტონ ჩერჩილი 1874—1965 „ნახევარი საუკუნის კაცად“ დასახელებულმა ჩერჩილმა დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამდე მიიყვანა. 1949 წელს ჩერჩილი ოპოზიციის ლიდერი იყო.
1950 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ამერიკელი ჯარისკაცი წარმოადგენდნენ აშშ-ს ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ კორეის ომში (1950-1953 წწ.).
1951 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მოჰამედ მოსადიკი 1882—1967 1951 წელს მოჰამედ მოსადიკი აირჩიეს ირანის პრემიერ-მინისტრად და განდევნა დასავლური ნავთობკომპანიები, რამაც საფუძველი დაუდო აბადანის კრიზისს.
1952 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ელისაბედ II დ. 1926 1952 წელს ელისაბედ II ავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ.
1953 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  კონრად ადენაუერი 1876—1967 1953 წელს ადენაუერი ხელახლა აირჩიეს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე.
1954 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯონ ფოსტერ დალესი 1888—1959 1954 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დალესი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციის შემოქმედი.
1955 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰარლოუ კარტისი 1893—1962 კარტისი იყო General Motors-ის პრეზიდენტი 1953-1958 წლებში. 1955 წელს General Motors-მა გაყიდა 5 მლნ ავტომობილია და გახდა პირველი კორპორაცია, რომელმაც გამოიმუშავა 1 მლრდ აშშ დოლარი წელიწადში.
1956 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უნგრული წინააღმდეგობა წარმოადგენს უნგრელ რევოლუციონერებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1956 წლის წარუმატებელ აჯანყებაში.
1957 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ნიკიტა ხრუშჩოვი 1894—1971 1957 წელს ხრუშჩოვმა გააძლიერა თავისი ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირში, პრეზიდიუმის წევრების მიერ მისი გათავისუფლების შესახებ შეთქმულების გამოვლენით და ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს კოსმოსურ რბოლაში Sputnik 1-ის გაშვებით.
1958 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  შარლ დე გოლი 1890—1970 1958 წლის მაისში დე გოლი დანიშნეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად და საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის დაცემისა და მეხუთე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, დეკემბერში აირჩიეს მეხუთე რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.
1959 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დუაიტ ეიზენჰაუერი 1890—1969 ეიზენჰაუერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი 1953-1961 წლებში.
1960 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ამერიკელი მეცნიერები წარმომადგენლები: ლაინუს პოლინი, ისიდორ აიზეკი, ედვარდ ტელერი, ჯოშუა ლედერბერგი, დონალდ არტურ გლაზერი, უილარდ ლიბი, რობერტ ვუდვარდი, ჩარლზ სრტაკ დრეიპერი, უილიამ შოკლი, ემილიო სეგრე, ჯონ ენდერსი, ჩარლზ ტაუნზი, ჯორჯ ბიდლი, ჯეიმზ ვან ალენი და ედვარდ პიორსელი
1961 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1917—1963 კენედიმ თანამდებობა დაიკავა 1961 წელს, მოაწყო წარუმატებელი შეჭრა კუბაში, აშშ-ში გაწვრთნილი კუბელი დევნილების მიერ.
1962 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  იოანე XXIII 1881—1963 იოანე XXIII იყო რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური 1958-1963 წლებში. 1962 წელს იგი გახდა შუამავალი კარიბის კრიზისის დროს და ორივე დაპირისპირებული მხრიდან მიიღო დამსახურებული ქება. იმავე წელს მან ასევე მოიწვია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება.
1963 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მარტინ ლუთერ კინგი 1929—1968 აშშ-ში შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლთა ლიდერი. 1963 წელს მან წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“.
1964 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ლინდონ ჯონსონი 1908—1973 ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1964 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელმაც ომი გამოუცხადა სიღარიბეს და გააძლიერა აშშ-ის ძალები ვიეტნამის ომში.
1965 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  უილიამ უოსტმორლენდი 1914—2005 გენერალი უოსტმორლენდი იყო ამერიკის ძალების მეთაური სამხრეთ ვიიეტნამში.
1966 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  „ბეიბი ბუმერი“ წარმოადგენენ 25 წლამდე ასაკის ამერიკელი ქალებისა და მამაკაცების თაობას.
1967 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ლინდონ ჯონსონი 1908—1973 ლინდონ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1963-1969 წლებში.
1968 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  აპოლონ-8-ის ასტრონავტები 1968 წელს აპოლონ-8-ის ეკიპაჟი (უილიამ ელისონ ანდერსი, ფრენკ ბორმანი და ჯეიმზ ლოველი) გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც გასცდნენ დედამიწის ორბიტას, შემოუარეს მთვარეს და გზა გაუხსნეს 1969 წელს მთვარეზე დაშვებას.
1969 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  აშშ-ს საშუალო კლასი ასევე ცნობილია როგორც ჩუმი უმრავლესობა.
1970 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ვილი ბრანდტი 1913—1992 გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი ცნობილი იყო „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი ურთიერთობის დამყარების მცდელობით“ „საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთის ბლოკისადმი თამამი მიდგომის“ წყალობით.
1971 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  რიჩარდ ნიქსონი 1913—1994 რიჩარდ ნიქსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლებში.
1972 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  რიჩარდ ნიქსონი 1913—1994 1972 წელს რიჩარდ ნიქსონი პრეზიდენტის რანგში ესტუმრა ჩინეთს და გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია აღნიშნულ ქვეყანას. მოგვიანებით ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებას სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (SALT-I), რის შემდეგაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამაჯერებელი წარმატებით აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით.
Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჰენრი კისინჯერი დ. 1923 კისინჯერი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკიტხში თან ახლდა რიჩარდ ნიქსონს 1972 წელს ჩინეთში ვიზიტის დროს.
1973 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯონ სირიკა 1904—1992 1973 წელს, როგორც აშშ-ის რაიონული სასამართლოს კოლუმბიის ოლქის თავმჯდომარემ, უბრძანა პრეზიდენტ ნიქსონს გამოექვეყნებინა თეთრი სახლის ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია უოტერგეიტთან.
1974 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ფეისალი 1906—1975 ფაისალმა, საუდის არაბეთის მეფემ, აღიარება მოიპოვა 1973-1974 წლებში ნავთობის კრიზისის პერიოდში, როდესაც საუდის არაბეთმა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნავთობის გატანა შეწყვიტა იომ-ქიფურის ომის დროს ისრაელისადმი დასავლეთის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად.
1975 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ამერიკის ფემინისტური მოძრაობა წარმომადგენლები: სუსან ბროუნმილერი, კეტლინ ბერლი, ელისონ შიკი, ჯილ კონვეი, ბეტი ფორდი, ელა გრასო, კარლა ჰილზი, ბარბარა ჯორდანი, ბილი ჯეინ კინგი, კაროლ სატონი, სუზი შარფი და ედი უაიტი.
1976 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯიმი კარტერი დ. 1924 1976 წელს კარტერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდო.
1977 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ანვარ სადათი 1918—1981 სადათი 1977 წელს ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში და გახდა პირველი არაბი ლიდერი რომელიც ესტუმრა ისრაელს, რათა ემსჯელათ ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობებზე.
1978 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დენ სიაოპინი 1904—1997 ჩინეთის ვიცე-პრემიერი. დაამხო ხუა გოფენი და ჩინეთზე დაამყარა სრული კონტროლი.
1979 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  აიათოლა ხომეინი 1902—1989 ხომეინი ხელმძღვანელობდა ირანის ისლამურ რევოლუციას და გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.
1980 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  რონალდ რეიგანი 1911—2004 1980 წელს რეიგანი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი.
1981 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ლეხ ვალენსა დ. 1943 პოლონური პროფკავშირის „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი და გდანსკის შეთანხმების შემოქმედი.
1982 Time წლის ადამიანი  პერსონალური კომპიუტერი აღიარეს „წლის მანქანად“, დაიწყო საინფორმაციო ეპოქის გარიჟრაჟი.
1983 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  რონალდ რეიგანი 1911—2004 1983 წელს რეიგანმა გასცა გრენადაში შესვლის ბრძანება და მხარს უჭერდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას.
Time წლის ადამიანი  იური ანდროპოვი 1914—1984 ანდროპოვი, როგორც სკკპ ცკ-ის გენერალური მდივაი, აქტიურად აკრიტიკებდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას. 1983 წელს მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია და გარდაიცვალა 1984 წელს.
1984 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  პეტერ აბეროტი დ. 1937 აბეროტი ხელმძღვანელობდა1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, რომელსაც ბოიკიოტი გამოუცხადა საბჭოტა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა.
1985 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დენ სიაოპინი 1904—1997 ჩინეთის უზენაესი ლიდერის რანგში, მან თავი გამოიჩინა „რადიკალური ეკონომიკური რეფორმებით, რომლებიც დაუპირისპირდნენ ორთოდოქს მარქსისტებს“.
1986 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  კორასონ აკინო 1933—2009 1986 წელს აკინო გახდა ყვითელი რევოლუციის თვალსაჩინო ფიგურა, რომელიც აირჩიეს ფილიპინების პრეზიდენტად.
1987 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მიხეილ გორბაჩოვი დ. 1931 სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი 1987 წელს ხელმძღვანელობდა პერესტროიკას.
1988 Time წლის ადამიანი  გარემოს დაცვა წლის პლანეტა.
1989 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მიხეილ გორბაჩოვი დ. 1931 აღიარეს ათწლედის ადამიანად. გორბაჩოვმა როგორც სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა ჩაატარა პირველი თავისუფალი არჩევნები აღმოსავლეთის ბლოკის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე.
1990 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში 1924— 2018 ბუში, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა ომს სპარსეთის ყურეში (1990-1991).
1991 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ტედ ტარნერი დ. 1938 CNN-ის დამაარსებელი. კონკრეტულად, CNN-მა გააშუქა ოპერაცია ქარიშხალი უდაბნოში და სპარსეთის ყურის ომი.
1992 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ბილ კლინტონი დ. 1946 1992 წელს კლინტონი იყო აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში.
1993 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  «მშვიდობისმყოფელები» წარმომადგენლები: იასირ არაფატი, ფრედერიკ დე კლერკი, ნელსონ მანდელა და იცხაკ რაბინი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დე კლერკმა 1990 წელს მანდელას ციხიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა. დაასრულა აპარტეიდიа.
იასირ არაფატმა და იცხა რაბინმა 1993 წელს ხელი მოაწერეს ოსლოს შეთანხმებას, პირველ შეთანხმებას პირადად ისრაელსა და პალესტინას შორის.

1994 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  იოანე-პავლე II 1920—2005 რომის პაპი 1978-2005 წლებში.
1995 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ნიუტ გინგრიჩი დ. 1943 ე. წ. რესპუბლიკური რევოლუციის ანუ რესპუბლიკური პარტიის ტრიუმფის ლიდერი, რამაც გამოიწვია გინგრიჩის არჩევა წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.
1996 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დევიდ ჰო დ. 1952 დევიდ ჰომ პირველად ჩაატარა შიდსის კვლევა.
1997 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ენდი გროვი 1936—2016 1997 წელს იყო კომპანია Intel-ის ხელმძღვანელი.
1998 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ბილ კლინტონი დ. 1946 1998 წელს მის წინააღმდეგ ლევინსკის სკანდალის გამო დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. სენატმა არ აღიარა მისი დანაშაული.
Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  კენეთ სტარი დ. 1946 იურისტი, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში, რასაც მოჰყვა კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურა.
1999 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯეფ ბეზოსი დ. 1964 Amazon-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი.
2000 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯორჯ უოკერ ბუში დ. 1946 2000 წელს გახდა პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი.
2001 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  რუდოლფ ჯულიანი დ. 1944 რუდოლფ ჯულიანი იყო ნუ-იორკის მერი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დროს.
2002 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  „ინფორმატორები“ წარმომადგენლები: სინტია კუპერი, კოლინ როული და შერონ უოტკინსი.

2001 წელს, უოტკინსმა გამოავლინა სააღრიცხვო შეცდომები Enron-ის ფინანსურ ანგარიშებში, რომელიც წარადგინა კონგრესის კომიტეტების წინაშე მომდევნო წელს. 2002 წელს კუპერმა გამოავლინა 3,8 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობა WorldCom-ში. იმ დროს, ეს იყო ყველაზე დიდი თაღლითობა აშშ-ს ისტორიაში. 2002 წელს, როულიმ, FBI-ის აგენტმა, ჩვენება მისცა FBI-ს მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შესახებ ინფორმაციის არასწორად გამოყენების შესახებ.

2003 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ამერიკელი ჯარისკაცი წარმოადგენდა აშშ-ის ძალებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ერაყის ომში (2003-2011).
2004 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯორჯ უოკერ ბუში დ. 1946 2004 წელს იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა აშშ-ს ერაყის ომის დროს.
2005 Time წლის ადამიანი 
Time წლის ადამიანი 
Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  კეთილი სამარიტელები წარმომადგენლები: ბონო, ბილ გეიტსი და მელინდა გეიტსი.

ბონო, როკ-ჯგუფ U2-ს წევრი, 2005 წელს დაეხმარა კონცერტების ორგანიზებაში Live 8-ს. ბილ გეიტსი Microsoft-ის დამაარსებელი და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, და მისი ცოლი მელინდა გეიტსი, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი.

2006 შენ! You წარმოადგენს ცალკეულ კონტენტის შემქმნელებს მსოფლიო ქსელში.
2007 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ვლადიმირ პუტინი დ. 1952 რუსეთის პრეზიდენტი.
2008 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ბარაკ ობამა დ. 1961 2008 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჯონ მაკკეინი.
2009 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ბენ ბერნანკე დ. 1953 ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელი 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს.
2010 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  მარკ ცუკერბერგი დ. 1984 Facebook-ის დამაარსებელი.
2011 Time წლის ადამიანი  საპროტესტო აქციის მონაწილე რამდენიმე საპროტესტო აქციის მონაწილეები, მაგალითად — არაბული გაზაფხული, „აღშფოთებულთა მოძრაობა“ ესპანეთში, „უოლ-სტრიტის დაკავება“, ჩაის სმის მოძრაობა. ასევე ჩილეს, საბერძნეთის, ინდოეთის, ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საპროტესტო აქციების მონაწილეები.
2012 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ბარაკ ობამა დ. 1961 2012 წელს ხელმეორედ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად და დაამარცხა მიტ რომნი.
2013 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  პაპი ფრანცისკე დ. 1936 კონკლავმა 2013 წელს აირჩია რომის პაპად, მას შემდეგ რაც გადადგა ბენედიქტე XVI.
2014 Time წლის ადამიანი  ებოლასთან მებრძოლები ებოლას ვირუსთან მებრძოლი მედიცინის მუშაკები.
2015 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ანგელა მერკელი დ. 1954 გერმანიის კანცლერი 2005-2021 წლებში.
2016 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  დონალდ ტრამპი დ. 1946 2016 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჰილარი კლინტონი.
2017 Time წლის ადამიანი  „დუმილის დამრღვევები“ ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ.
2018 „მცველები“ ჟურნალისტები, რომლებსაც დევნიდნენ თავიანთი შეხედულებებისა და სიმართლის ძიების გამო. ეს ტიტული მსოფლიოს რამდენიმე ჟურნალისტს მიენიჭა. სიის სათავეში გარდაცვლილი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დგას.
2019 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  გრეტა ტუნბერგი დ. 2003 შვედი სკოლის მოსწავლე, ეკოლოგიის აქტივისტი, აქტიურად გამოდის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებებით.
2020 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ჯო ბაიდენი დ. 1942 2020 წელს ჯო ბაიდენი აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, დაამარცხა დონალდ ტრამპი.
Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  კამალა ჰარისი დ. 1964 2020 წელს კამალა ჰარისი აირჩიეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.
2021 Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  Time წლის ადამიანი  ილონ მასკი დ. 1971 ამერიკელი მეწარმე, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, Forbes-ის მიხედვით უმდიდრესი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Time წლის ადამიანი შერჩევის კრიტერიუმებიTime წლის ადამიანი პიროვნებების სიაTime წლის ადამიანი რესურსები ინტერნეტშიTime წლის ადამიანი სქოლიოTime წლის ადამიანი1927ატლანტის ოკეანეინგლისური ენატაიმი (ჟურნალი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაში-აჩუკიგიორგი გოჩოლეიშვილიისლამისამკურნალო მცენარეებიმარხვანარიყალასვეტიცხოველინიკა კვეკვესკირიალექსანდრე ყაზბეგისიურრეალიზმიაბსოლუტური მონარქიავარძიავიკიპედიანაღვლის ბუშტიერითროციტებიდედამიწის სტრუქტურამარიხუანამდგრადი განვითარებაიმერეთილესოთოშარკა ბლუეროზიაანგკორ-ვატიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიქართული მითოლოგიამონღოლებიბალტიმორიაპენდიციტიალუდა ქეთელაურიდემეტრე II თავდადებულიშხარაამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიპლანეტაპროტესტანტული რეფორმაციაAbbey Roadსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეკვადრატული კილომეტრიიგლუშოთა არველაძებორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიჰონგ-კონგიგიორგი მაზნიაშვილისაქართველო IV საუკუნეშიადოლფ ჰიტლერისასანიანთა იმპერიაგიორგი I (საქართველოს მეფე)ელექტრული დენიესპანეთივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისუვერენიტეტიაზერბაიჯანიკაცია-ადამიანი?!ფარსმან II ქველიSting in the Tailქისტებიქალწული (ასტროლოგია)ქვეყნების სიათეთრი დათვიავტორიტარიზმილონდონისიყვარულიკირიბატივიტალი დარასელიალიმფოციტებიდავითგარეჯაიესო ქრისტეკილოგრამიჯილიზატროპიკული ტყეებიქიზიყისიტყვარომის რესპუბლიკაკონსტანტინოპოლის დაცემაშოთა რუსთაველიკლასიციზმიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემა🡆 More