მარშალის გეგმა (ინგლ.
ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა.
რეკონსტრუქციის გეგმა დამუშავდა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე 1947 წლის ივლისში. შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა სტალინმა ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშროებად მიიჩნია, ამერიკის იმპერიალისტური გეგმა უწოდა და ამგვარად, საბჭოთა ბლოკის ქვეყნები შეხვედრაზე არ დაუშვა. გეგმა ხორციელდებოდა 1947 წლის ივლისიდან დაწყებული ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაღებულ იქნა $13 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება − რაც 2006 წლის კურსით $130 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტურია (ინფლაციის გათვალისწინებით). ეს თანხა მოხმარდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაერთიანდნენ.
გეგმის განხორციელების დასასრულს, მონაწილე ქვეყნების (გერმანიის გამოკლებით) ეკონომიკამ მათ ომამდელ დონეს გაუსწრო. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთ ევროპა განიცდიდა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას. მარშალის გეგმა მოიაზრება, როგორც ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთი უპირველესი ელემენტი, ვინაიდან მან მოხსნა ტარიფები და სავაჭრო ბარიერები და შექმნა ინსტიტუტები ეკონომიკის კოორდინაციისთვის კონტინენტურ დონეზე. მარშალის გეგმის შედეგი იყო ამერიკული მმართველობის ტექნიკის სისტემატური დანერგვა. ბოლო წლებში ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებს მარშალის გეგმის საერთო ეფექტურობას, თუმცა მაინც მოიაზრებს მას, როგორც პოზიტიურ და წარმატებულ სქემას, რომელმაც ევროპა ფეხზე დააყენა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ მიერ მარშალის გეგმის 25-ე წლისთავზე, 1972 წელს, დაფუძნდა მარშალის ფონდი. ფონდის დაარსებისას ჰარვარდში წარმოთქმულ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აღნიშნა, რომ „ჩემს მთავრობას სურდა მარშალის გეგმის დაწყების 25-ე წლისთავის აღნივნა უფრო მეტით, ვიდრე სიტყვებით. გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ნებართვით, გამოყო გარკვეული თანხები მარშალის მემორიალური ფონდის შესაქმნელად. ეს თანხა გამოყოფილია ამერიკა-ევროპის კვლევებისა და საკვლევი პროექტებისთვის.“
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარშალის გეგმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.