იტალია-ეთიოპიის მეორე ომი

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი, ასევე ცნობილი, როგორც იტალია-აბისინიის მეორე ომი — ფაშისტური იტალიის მიერ წარმოებული დაპყრობითი ომი ეთიოპიაში 1935-1937 წლებში.

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი
ომთაშორისი პერიოდის ნაწილი
იტალიური ჯარების მსვლელობა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში
იტალიური ჯარების მსვლელობა დედაქალაქ ადის-აბებაში
თარიღი 1935-1937
მდებარეობა ეთიოპია
შედეგი იტალიელთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ეთიოპიის იტალიური ოკუპაცია და იტალიური აღმოსავლეთ აფრიკის დაფუძნება
მხარეები
ეთიოპიის იმპერიის დროშა ეთიოპიის იმპერია
მატერიალური დახმარება:
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ფაშისტური იტალია
  • იტალია-ეთიოპიის მეორე ომი იტალიური ერიტრეა
  • იტალია-ეთიოპიის მეორე ომი იტალიური სომალი
მეთაურები
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ჰაილე სელასიე
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი იმრუ ჰაილე სელასიე
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი კასა ჰაილე დარჯე
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი სეიუმი მენგეშა
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი მულუგეტა იეგაზი
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი დესტა დემტიუ
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ნასიბუ ემანუელი
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ბენიტო მუსოლინი
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ემილიო დე ბონო
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი პიეტრო ბადოლიო
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი როდოლფო გრაციანი
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ჯოვანი მესე
ძალები
800,000
(330,000 მობილიზებული)
4 ტანკი
7 ჯავშანმანქანა
200 საარტილერიო დანადგარი
13 თვითმფრინავი
500,000
(100,000 მობილიზებული)
795 ტანკი
2,000 საარტილერიო დანადგარი
595 თვითმფრინავი
დანაკარგები
377,500 მოკლული
(1935–1941)
19,555 მოკლული
188,000 დაჭრილი და ავადმყოფი
382,800 დაღუპული სამოქალაქო პირი
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ვიკისაწყობში

ეთიოპიაში ამ ომს ხშირად უბრალოდ იტალიის შემოჭრას უწოდებენ, იტალიაში კი — ეთიოპიის ომს. იტალია-ეთიოპიის მეორე ომი განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაგალითი ღერძის ქვეყნების ექსპანსიონისტური პოლიტიკისა და ერთა ლიგის არაეფექტურობისა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ომის დასაწყისი

1935 წლის 3 ოქტომბერს იტალიური არმიის ორასი ათასმა ჯარისკაცმა მარშალ ემილიო დე ბონოს მეთაურობით იტალიის კოლონია ერიტრიიდან შეუტია ეთიოპიას ისე, რომ მას ომი ფორმალურადაც კი არ გამოუცხადა. ამავე დროს შედარებით მცირე ზომის იტალიურმა ჯარმა როდოლფო გრაციანის სარდლობით იერიში განახორციელა იტალიური სომალიდან. 6 ოქტომბერს იტალიელებმა ქალაქი ადუა აიღეს, მათთვის სიმბოლური ადგილი, ვინაიდან სწორედ აქ დამარცხდა იტალიური არმია ეთიოპელებთან ბრძოლაში იტალია-ეთიოპიის პირველი ომის დროს. 15 ოქტომბერს იტალიურმა ძალებმა ქალაქი აქსუმი დაიკავეს, მისი ცნობილი ობელისკი აიღეს და რომში გააგზავნეს, რათა ფაშისტური მთავრობის მიერ შექმნილი კოლონიათა სამინისტროს წინ დაედგათ.

ომის შემდგომი მიმდინარეობა

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი 
ეთიოპიელი მებრძოლები ფრონტზე მიემართებიან.
იტალია-ეთიოპიის მეორე ომი 
იტალიელები ამბა არადამის ბრძოლის დროს.

დე ბონოს ნელი და ფრთხილი წინსვლით გაღიზიანებულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მუსოლინიმ ის გენერალი პიეტრო ბადოლიოთი ჩაანაცვლა. ეთიოპიურმა ძალებმა 1935 წლის დეკემბერში კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა მათ ძველებურ და ჩამორჩენილ არმიას უჭირდა იტალიელთა თანამედროვე იარაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეთიოპიური არმია იმდენად ჩამორჩენილი იყო იმდროინდელ ტექნოლოგიებს, რომ რადიოს არქონის გამო, ისინი კომუნიკაციისთვის ქვეითად მოძრავ შიკრიკებს იყენებდნენ. იტალიელები ეთიოპიურ ქვედანაყოფებს ალყაში აქცევდნენ, რის შედეგადაც ეთიპიური საჯარისო ნაწილები შიკრიკებს ვერ აგზავნიდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარს კარგავდნენ. იტალიის მხრიდან ნაცისტურ გერმანიასთან უთანხმოების გამო ავსტრიის თაობაზე, იმედგაცრუებულმა გერმანიამ ეთიოპიას შეიარაღება და ამუნიცია გაუგზავნა. ამან ომი გაახანგრძლივა და იტალიის ყურადღება ავსტრიიდან მთლიანად ეთიოპიაზე გადაიტანა. ეთიოპიელთა კონტრშეტევამ იტალიელთა იერიში რამდენიმე კვირით შეაჩერა, თუმცა იტალიური არმიის შეიარაღების აშკარა უპირატესობამ, განსაკუთრებით არტილერიამ და ავიაციამ, ეთიოპიელებს საშუალება არ მისცა, ეს წარმატება ბოლომდე გამოეყენებინათ.

იტალიამ შეტევა მარტში განაახლა, 1936 წლის 29 მარტს გრაციანიმ ქალაქი ჰარარი დაბომბა, ორი დღის შემდეგ კი იტალიელებმა მაიჩეუს ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს, რომელმაც, ფაქტობრივად, ეთიოპიელთა ორგანიზებული წინააღმდეგობის შესაძლებლობა საბოლოოდ მოსპო. იმპერატორი ჰაილე სელასიე I იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მან ეს 2 მაისს მოახერხა და ბადოლიოს ძალები დედაქალაქ ადის-აბებაში 5 მაისს შევიდნენ.

ეთიოპიის ანექსია

1936 წლის 7 მაისს იტალიამ ეთიოპიის ანექსია მოახდინა და იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელე III გამოცხადდა იმპერატორად. ერიტრეა, იტალიური სომალი და აბისინია (ეთიოპია) გაერთიანდა და ამ ტერიტორიებს ეწოდა იტალიის აღმოსავლეთი აფრიკა. თუმცა ბრძოლა იტალიელებსა და ეთიოპიელებს შორის 1937 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, ამბოხებულთა მოქმედებებს კი იტალიური არმია 1939 წლამდე ახშობდა.

ომის დანაშაულები

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი 
იტალია-ეთიოპიის ომის არაადამიანური მხარე:იტალიელი ჯარისკაცი და ეთიოპიელთა მოკვეთილი თავები.

იტალია-ეთიოპიის მეორე ომში დანაშაულები ორივე მხარემ ჩაიდინა. საჰაერო დაბომბვებისას იტალიელები იყენებდნენ აკრძალულ ქიმიურ იარაღს — იპრიტის გაზს, რომელიც ჟენევის კონვენციის დარღვევა იყო. ამ ქიმიური იარაღით იტალიელები ეთიოპიელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს წამლავდნენ, რათა მათი წინააღმდეგობა გაეტეხათ. ასევე არსებობს ცნობები იტალიელთა მიერ სასწრაფოებისა და წითელი ჯვრის ჰოსპიტალების გამიზნული დაბომბვის შესახებ. ყველა გაანგარიშებით ცხადია, რომ მთლიანობაში ასობით ათასი მშვიდობიანი ეთიოპიელი შეეწირა იტალიის იმპერიალისტულ ზრახვებს. მხოლოდ 1937 წელს, როდოლფო გრაციანის მკვლელობის მცდელობის შემდგომ მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში დედაქალაქ ადის-აბებაში, იტალიელებმა 30,000 მშვიდობიანი ეთიოპიელი მოკლეს. იტალიელთა მხრიდან ასეთი ქმედებები ზოგიერთი ისტორიკოსის მიერ ეთიოპიელთა გენოციდადაა მიჩნეული.

ომის დანაშაულების ჩადენა ხდებოდა ეთიოპიელთა მხრიდანაც. ეთიოპიელები იყენებდნენ ფეთქებად ტყვიებს, რომელიც ჰააგის კონვენციის დარღვევა იყო. ომის დროს მოხდა ეთიოპიელთა მხრიდან სამოქალაქო პირების მასიური მკვლელობებიც, მათ შორის გონდრანდის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც ეთიოპიელებმა იტალიელი გზის მშენებლები დახოცეს. ასევე ხდებოდა დატყვევებული იტალიელი და ერიტრიელი ჯარისკაცების წამება-დასახიჩრება და ხშირ შემთხვევაში მათი კასტრაცია.

ლიტერატურა

  • Abbink, Gerrit Jan; De Bruijn, Mirjam; van Walraven, Klass, eds. (2003). Rethinking Resistance: Revolt and Violence in African History. African Dynamics. II (illus. ed.). Leiden, NL: Brill.
  • Antonicelli, Franco (1975). Trent'anni di storia italiana: dall'antifascismo alla Resistenza (1915–1945) lezioni con testimonianze [Thirty Years of Italian History: From Antifascism to the Resistance (1915–1945) Lessons with Testimonials]. Reprints Einaudi (იტალიურად). Torino: Giulio Einaudi Editore.
  • Baer, George W. (1976). Test Case: Italy, Ethiopia, and the League of Nations. Stanford, California: Hoover Institute Press, Stanford University.
  • Barker, A. J. (1968). The Civilising Mission: The Italo-Ethiopian War 1935–6. London: Cassell.
  • Baudendistel, Reiner (2006). Between Bombs and Good Intentions: The Red Cross and the Italo-Ethiopian War, 1935–1936. Human Rights in Context. I. Oxford: Berghahn.
  • Del Boca, A. (1965). La guerra d'Abissinia: 1935–1941 [The Ethiopian War 1935–1941] (იტალიურად). Milano: Feltrinelli.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი ომის დასაწყისიიტალია-ეთიოპიის მეორე ომი ომის შემდგომი მიმდინარეობაიტალია-ეთიოპიის მეორე ომი ეთიოპიის ანექსიაიტალია-ეთიოპიის მეორე ომი ომის დანაშაულებიიტალია-ეთიოპიის მეორე ომი ლიტერატურაიტალია-ეთიოპიის მეორე ომი რესურსები ინტერნეტშიიტალია-ეთიოპიის მეორე ომიაბისინიაერთა ლიგამეორე მსოფლიო ომიღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერითროციტებიგაერთიანებული სამეფოხევისბერი გოჩადიოკლეტიანეფუტკრებიკრიშტიანუ რონალდუთორნიკე ერისთავიმარსიგაერთიანებული ერების ორგანიზაციადავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმებირომის იმპერატორების სიაინგლისური ენაადიშის ოთხთავიისრაელისვანეთივერის უბნის მელოდიებიბიჭვინთალუდვიგ ვან ბეთჰოვენიჟანგბადიაჰმედ Iუდაბნონიკო ნიკოლაძედემეტრე II თავდადებულივარსკვლავიაფხაზეთის კულტურაადოლფ ჰიტლერილიონელ მესიაფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლებიპარიზიხვამლინაყოფი (მცენარე)ოლიმპიური თამაშებიხინკალიგარემოს დაცვაგიორგი (ჯამდელიანი)შავი ზღვის თევზების სიამუსონებინიდერლანდებიმდგრადი განვითარებაარჩვიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიკალათბურთისაქართველოს ბრძოლების სიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიფოთოლიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამამის დღეოაზისიმეგრელებიათონის ივერთა მონასტერიკოსმოპოლიტიზმიმეორე მსოფლიო ომიკარტოფილიანგსტრემიმცხეთის ჯვრის მონასტერივახტანგ I გორგასალიგივი სიხარულიძეკოკა-კოლასოკოებიგეოგრაფიული მდებარეობასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიცისფერყანწელებიირლანდიანატურალური რიცხვითვითმფრინავიმარო მაყაშვილიეგრისის დიდი ომიალავერდიეგზისტენციალიზმისაქართველოს სოფლებინავთობიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკანადაწყალირობერტ შუმანიენგურის ჰიდროელექტროსადგურინივთიერებათა ნარევი🡆 More