ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი (ინგლ.

26 ოქტომბერი 1947, ჩიკაგო) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 2008 წლის არჩევნებში. აშშ-ის პირველი ლედი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს.

ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი, 2009 – 1 თებერვალი, 2013
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედიკონდოლიზა რაისი
მემკვიდრეჯონ კერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2001 – 21 იანვარი, 2009
წინამორბედიდენიელ პატრიკ მონიჰენი
მემკვიდრეკრისტენ ჯელებრენდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1993 – 20 იანვარი, 2001
პრეზიდენტიბილ კლინტონი
წინამორბედიბარბარა ბუში
მემკვიდრელორა ბუში

დაბადებული26 ოქტომბერი, 1947 (1947-10-26) (76 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლებილ კლინტონი (1975–დღემდე)
შვილებიჩელსი კლინტონი
ხელმოწერაჰილარი კლინტონი

წარმოშობით ილინოისელმა ჰილარი როდჰემმა ქვეყნის ყურადღება 1969 წელს მიიპყრო კრიტიკული გამოსვლით უელესლის კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში. კარიერა დაიწყო, როგორც ადვოკატმა 1973 წელს იელის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ. 1975 წელს არკანზასში გადავიდა, სადაც ბილ კლინტონს გაყვა ცოლად და კარიერას კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად აგრძელებს. 1979 წელს ის პირველი ქალი პარტნიორი გახდა როუზის ადვოკატთა ფირმაში, ხოლო 1988-1991 წლებში ქვეყნის ას ყველაზე გავლენიან იურისტთა სიაში მოხვდა. 1979-81 და 1983-92 წლებში არკანზასის პირველი ლედი იყო, აქტიურობდა რამდენიმე ორგანიზციაში, რომელთა მიზანი ბავშვების კეთილდღეობის ამაღლება იყო, ასევე უოლ-მარტისა და სხვა კორპორაციული საბჭოების წევრი იყო.

აშშ-ის პირველი ლედის პერიოდში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარ ინიციატივა, კლინტონის ჯანდაცვის გეგმა, 1994 წელს კონგრესის მიერ არ დამტკიცდა, თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი. მისი ქორწინების სტატუსი ბილ კლინტონთან საზოგადოების განხილვის საგანი გახდა 1998 წელს ლევინსკის სკანდალის შემდეგ.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ კლინტონ აირჩიეს აშშ-ის სენატში 2000 წელს — პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პირველი ლედი საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგა და პირველი სენატორი ქალი ამ შტატიდან. აქ ის თავდაპირველად მხარს უჭერდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციაზე თანხმობას. შემდგომში ის განუდგა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის მსვლელობის გამო და ასევე მრავალი საშინაო საკითხების ირგვლივ. 2006 წელს ხელახლა აირჩიეს სენატში.

ჰილარი კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი ჰქონდა. 2007 წლის განმავლობაში სამოქალაქო გამოკითხვებში ის მუდამ წინ იყო დემოკრატთა ნომინანტთა შორის. მაგრამ 2008 წლის პრაიმერებში დაამარცხა ბარაკ ობამამ.

რესურსები ინტერნეტში

ჰილარი კლინტონი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

194719932001200826 ოქტომბერიამერიკელებიაშშ-ის სახელმწიფო მდივანიაშშ-ის სენატიბარაკ ობამაბილ კლინტონიდემოკრატიული პარტია (აშშ)ინგლისური ენანიუ-იორკი (შტატი)პირველი ლედიპოლიტიკოსიჩიკაგო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცილებიმთაწმინდადაცვის სიგელიჯემალ ქარჩხაძერენესანსიეგრისის სამეფოპოლიტიკური გეოგრაფიადავით გურამიშვილიდუბაიქართლ-კახეთის სამეფომეორე მსოფლიო ომიკატალიზატორიევროკომისიაცხოველებიარგონავტებიისრაელინოე ჟორდანიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაზმნიზედაფაშიზმიევროპაბუნებრივი რესურსებიყაზახეთილებომბოს მთებიორნელა მუტიარაბთა სახალიფოუდაბნოსაქართველოს კონსტიტუციათევდორე კველთელირელიეფის ფორმებიევროპა-აზიის საზღვარისაქართველოს ქალაქებინაცვალსახელიტოლგვერდა სამკუთხედიინდოეთიდავით კაკაბაძელომისიყვარულინიკო ნიკოლაძეილია IIშარკა ბლუკონვექციაიუდაიზმისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაწითელათბილისის მეტროპოლიტენიმარჯნის რიფიარაპენეტრაციული სექსიგიორგი V ბრწყინვალერუსეთის იმპერიაყირიმის ომიწითელი წიგნიჰორმონებითუთის აბრეშუმხვევიაერითროციტებიკახეთის აჯანყება (1659)რითმაკირჩხიბი (ასტროლოგია)აბსცისათემურლენგიდიდგორის ბრძოლაალკოჰოლიზმიზებულონიკურო (ასტროლოგია)ვეშაპისნაირნიკულტურაკილიმანჯაროკეთილშობილი ირემისოფლის მეურნეობათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიეგზისტენციალიზმიკალიებიბგერაალექსანდრე მაკედონელიანბანიმართკუთხედიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს მდინარეების სია🡆 More