ყური

ყური — ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების სმენისა და წონასწორობის ორგანო, სმენის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი.

არჩევენ შიგნითა, შუა და გარეთა ყურს. შიგნითა ყურს, რომელიც დამახასიათებელია ხერხემლიანთა ყველა კლასის წარმომადგენელისათვის, აქვს რთული აპკოვანი ლაბირინთის აგებულება. იგი ამოფენილია ბეწვიანი რეცეპტორული უჯრედების მქონე მგრძნობიარე ეპითელიუმით, შეიცავს ოტოლითებს და ამოვსებულია სითხით — ენდოლიმფით. აპკოვანი ლაბირინთი მოთავსებულია ხრტილოვან ან ძვლოვან ლაბირინთში. აპკოვან და ჩონჩხის ლაბირინთებს შორის მოთავსებული ნაპრალისებრი სივრცე ამოვსებულია პერილიმფით. შიგნითა ყური აღიქვამს საკუთრივ ბგერით რხევებსა და სივრცეში სხეულის მდებარეობის ცვლილებას. შიგნითა ყურში არის სმენისა და წონასწორობის აღმქმელი ორგანოები — ლოკოკინა და ვესტიბულური აპარატი.

ყური
ადამიანის ყური
ყური
ცხოველის ყურები

შუა ყური, რომელიც მხოლოდ ხმელეთის ხერხემლიანებს აქვთ, გადასცემს ბგერით რხევებს შიგნითა ყურს. შუა ყური შედგება ჰაერით ამოვსებული დაფის ღრუსაგან, მასში მოთავსებული სასმენი ძვლებისა და ხახის ღრუსთან დაკავშირებული ევსტაქის მილისაგან. დაფის ღრუს გარეთა კედელი თხელდება და გარდაიქმნება ელასტიკურ დაფის აპკად. ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და ფრინველების დაფის აპკზე დაცემული ბგერითი ტალღები შიგნითა ყურს გადაეცემა სასმენი ძვლის საშუალებით. ძუძუმწოვრების ყურის ბგერის გამტარი აპარატია სასმენი ძვლები: უზანგი, ჩაქუჩი და გრდემლი. ეკოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით, ცხოვრების ნირის სპეციალიზაციის გამო მრავალი ხერხემლიანი ცხოველის შუა ყურის აგებულება მკვეთრად შეიცვალა.

განსაკუთრებით ხშირად შეინიშნება შუა ყურის ღრუს მეორეული რედუქცია წყალში ცხოვრების ნირზე გადასვლასთან (დელფინები) და მიწაში ცხოვრებასთან დაკავშირებით (მთხრელი ცხოველები). იგივე მიუვიდათ ამჟამად მცხოვრებ ქვეწარმავლებსაც (ზოგი ხვლიკი, გველი). გარეთა ყური, რომელიც ჩანასახის სახით არის ქვეწარმავლებსა და ფრინველებში, კარგად აქვთ განვითარებული ძუძუმწოვრებს ყურის ნიჟარის ფორმით.

ყური ადამიანის გრძნობის ორგანოა. ახერხებს ჰაერის რხევების მექანიკური ენერგიის აღქმას, რის წყალობითაც სმენა ვითარდება. 16-დან 20 000 ჰერცის სიხშირის მქონე ბგერები ის რხევებია, რომლებსაც ადამიანის ყური აღიქვამს. ბევრ ცხოველს აღქმის ზედა ზღვარი ადამიანისაზე მაღალი აქვს, მაგალითად, ძაღლებისა 35000 ჰერცს აღწევს. ადამიანის ყური მაქსიმალურ მგრძნობელობას იჩენს 1000–3000 ჰერცის ფარგლებში.

ვესტიბულური აპარატი — ადამიანისა და ცხოველების შიგნითა ყურის ნაწილი, შედგება აპკოვანი ლაბირინთის პარკებისა და სამი ნახევარრკალური არხისაგან. წარმოადგენს წონასწორობის ორგანოს; მისი დახმარებით ხდება სხეულის ორიენტაცია სივრცეში.

ოტოლიტური აპარატი — აპკისებრი ლაბირინთის ორივე საკანში მოთავსებულია ე.წ. ოტოლიტური აპარატი — საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე წარმონაქმნი, რომელიც სხეულის მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • პაპიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 664.
  • Шмальгаузен И. И., Основы сравнительной анатомии позвоночных животных, 4 изд., М., 1947;
  • Проссер Л., Браун Ф., Сравнительная физиология животных, пер. с англ., М., 1967;
  • Привес М. Г., Лысенков Н. К., Бушкович В. И., Анатомия человека, Л., 1974;
  • Циммерман Г. С., Ухо и мозг, 2 изд., М., 1974.

Tags:

ადამიანიეპითელიუმიხერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელვააკროპოლისითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისერბეთიბიჭვინთის ტაძარიმუშთაიდის ბაღიინდოეთისვანეთიბათუმის ბოტანიკური ბაღიტელეფონების ნომრები საქართველოშივეფხვიდიმიტრი ყიფიანიფეხბურთის წესებინონა გაფრინდაშვილიმიტოზიალა პუგაჩოვააქონდროპლაზიაფიზიკახეგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაცივი ომიტოლგვერდა სამკუთხედინიკოლა ტესლამოსაზღვრე პიროვნების აშლილობასტუმარ-მასპინძელისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიპარალელოგრამიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაასურელი მამებიმერწყულიენდომეტრიოზიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამოსკოვირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეთელეთიხელოვნური ინტელექტიმურა დათვიიტალიაბათუმიგერმანიაფილტვებიირანიმენისკიგალაკტიონ ტაბიძეკუები2 მაისიზვიად გამსახურდიაჰემანგიომასისხლინოდარ დუმბაძესინონიმებიგეორგიევსკის ტრაქტატიოპერატიული მეხსიერებასაქართველოს პარლამენტისაქართველოს სახელმწიფო გერბიქართლის სამეფოFacebookპოლიმერებიორალური სექსიალუჩაჩერნობილის კატასტროფადისკრიმინაციაიერუსალიმის სამეფოსათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიზებულონიკაცია-ადამიანი?!ვენესუელაბისექსუალობაქუნთრუშაქართვლის დედასიტყვაანა კალანდაძედიდგორის ბრძოლაფსორიაზიმიგრაციაიუდაიზმიგელათის მონასტერი🡆 More