ქალაქი სოჭი

სოჭი — ზღვისპირა საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, საქართველოს საზღვარზე.

ქალაქი სოჭი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სოჭი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
სოჭი
რუს. Сочи
ადიღ. Шъачэ
ქალაქი სოჭი
სოჭი
დროშა გერბი
ქალაქი სოჭი ქალაქი სოჭი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მხარე კრასნოდარი
შიდა დაყოფა Tsentralny City District, Khostinsky City District, Lazarevsky City District, Adlersky City District და Dagomys
კოორდინატები 43°36′00″ ჩ. გ. 39°43′00″ ა. გ. / 43.60000° ჩ. გ. 39.71667° ა. გ. / 43.60000; 39.71667
მმართველი Anatoly Pakhomov[1]
დაარსდა 1838
ამჟამინდელი სტატუსი 1896
ფართობი 176,77 კმ²
ცენტრის სიმაღლე 65
მოსახლეობა 448 493 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 2537 კაცი/კმ²
აგლომერაცია 600 000
ეროვნული შემადგენლობა რუსები (69,9 %) სომხები (20,3 %) უკრაინელები (2,3 %) ქართველები (2 %)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8622
საფოსტო ინდექსი 354000-354999
ოფიციალური საიტი sochi.ru
სოჭი (ქალაქი) — რუსეთი
სოჭი (ქალაქი)
სოჭი (ქალაქი) — კრასნოდარის მხარე
სოჭი (ქალაქი)

გეოგრაფია

მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, კავკასიონის შტოქედების კალთებზე. სოჭი 147 კმ-ის სიგრძეზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს მდინარე შეფსიდან მდინარე ფსოუმდე. სოჭში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული და რბილი ზამთარი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 25-28 °C, ხოლო იანვრისა — 6 °C, ზღვის წყლის ტემპერატურა ზაფხულში 24-26 °C. ნალექები 1400 მმ წელიწადში.

სარკინიგზო ხაზით უკავშირდება დონის როსტოვს ხოლო საავტომობილო გზატკეცილით ნოვოროსიისკის, მოქმედებს საზღვაო ნავსადგური და სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. სოჭის ჩრდილოეთით მდებარეობს სოჭის ეროვნული პარკი, რომელიც ნაწილია დასავლეთ კავკასიონისა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა.

ისტორია

ქალაქი დაფუძნდა 1838 წელს, როგორც დასახლება სახელწოდებით ალექსანდრია (შემდგომში ნავაგინსკის სიმაგრე). 1854 წელს ყირიმის ომის დროს დასახლება რუსეთის იმპერიის ჯარებმა დატოვეს. 1864 წლის 25 მარტს ტერიტორიის თავიდან დაპყრობის შედეგ, დახოვსკის რაზმის საპატივცემულოდ ეწოდა დახოვსკი (პოსტ-დახოვსკი). 1866 წლიდან იწყება რეგიონში კოლონისტების ჩასახლება. თავიდან იმპერია ცდილობდა ადგილზე რუსებისა და კაზაკების ჩამოსახლებას, თუმცა უშედეგოდ. ტრამალებს შეჩვეული რუსები ძნელად სახლდებოდნენ ზღვისპირეთში. ამიტომ რუსეთი შეუდგა ამ ტერიტორიებზე უკრაინელების, ესტონელების, მოლდაველების ჩასახლებას. XIX საუკუნის მიწურულს აქ ქართველები ჩამოსახლდნენ, განსაკუთრებით მეგრელები და რაჭველები. რაჭველები ვერ შეეგუენ ზღვის სანაპიროს და მთაში დასახლდნენ სოფელ პლასტუნკაში. 1874 წლისათვის დახოვსკში 15 სამოქალაქო ოჯახი ცხოვრობდა, დანარჩენი სამხედროები იყვნენ. 1876 წლიდან აქ მრავლდება მოსახლეობა, თურქეთიდან გადმოდიან დევნილი ქრისტიანი ერები ბერძნები და სომხები. სწორედ მაშინ ეწოდა დახოვსკის სოჭი. დღევანდელი სოჭის მთავარი ქუჩა - გორკის ქუჩა ქართველებმა გაიყვანეს, დარგეს ჭადრები, ქუჩის გასწვრივ გახსნეს დუქნები და ა. შ. 1890 წელს აშენდა სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი, რომელიც რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 1896 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, ეწოდა სოჭი და გახდა შავიზღვისპირეთის გუბერნიაში შემავალი სოჭის ოკრუგის ცენტრი. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის 90 %-ზე მეტს ქართველები შეადგენდნენ. 1904 წელს ალექსანდრე ერმოლოვმა, რომელიც იყო მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრი სთხოვა რუს მეწარმეებს ჩაედოთ ინვესტიციები რეგიონის განვითარებაში. 1905 წლის 28 დეკემბრიდან 1906 წლის 5 იანვრამდე ქალაქ სოჭში ჩამოყალიბდა სოჭის რესპუბლიკა, რომლის ხელმძღვანელი ავქსენტი გვათუა იყო.

სოჭის რეგიონში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ არამდგრადი ვითარება სუფევდა. 1918 წლის 17 მაისამდე სოხუმში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს. რის შემდეგაც ამიერკავკასიის სეიმმა გამოგზავნა სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით და გაანთავისუფლა სოხუმი. ამის შემდეგ 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის ივნისის თვეში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთი სოჭიდან ბოლშევიკების მხარდაჭერით კვავ დაიკავეს გუდაუთა, გაგრა. იმავე წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებისაგან გასათავისუფლებლად გზავნის გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც 28 ივნისს გაგრას ათავისუფლებს ბოლშევიკებისაგან. აღნიშნულიდან რამდენიმე დღით ადრე 24 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავჯდომარემ ვარლამ შერვაშიძემ მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რათა მათ გაენთავისუფლებინათ სოჭის რეგიონი ტუაფსეს ჩათლით, რადგანაც აღნიშნული უკონტროლო რეგიონიდან მოდიოდა მუდმივი საფრთხე უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფებისაგან. 1918 წლის 7 ივლისიდან 1919 წლის 6 თებერვლამდე სოჭის ოლქი და ქალაქ სოჭი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. სოჭის კონფლიქტის შედეგად საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ. 1920 წლის 29 აპრილს ქალაქში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

საბჭოთა კავშირის პერიოდში სოჭში აშენდა მრავალი შენობა: კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტი (1931, არქიტ: ა. შჩუსევი), სანატორიუმი „ზარია“ (1931, არქიტ: ა. და ლ. ვესნინები), სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი (1931, არქიტ: მ. მერჟანოვი), ორჯონიკიძის სახ. სანატორიუმი (1931-1933, არქიტ: ი. კუზნეცოვი), სანატორიუმი „პრავდა“ (1936, არქიტ: პ. ესკოვი), თეატრი (1939, არქიტ: კ. ჩერნოპიატოვი) რკინიგზის სადგური (1952, არქიტ: ა. დუშკინი), საზღვაო ვაგზალი (1955, არქიტ: კ. ალაბიანი), სანატორიუმი „მეტალურგი“ (1956, არქიტ: ი. სვირსკი), ბანაკი „სპუტნიკი“ (1960, არქიტ: ნ. მილოვა, გ. რჟევსკაია და სხვები), სასტუმრო „კავკაზი“ (1964), სასტუმრო „მაგნოლია“ (1965), სასტუმრო „ლენინგრადი“ (1966, სამივეს არქიტ: ლ. გალპერინი), სანატორიუმი „პრიმორიე“ (1975, არქიტ: ი. ვონოგრადსკი), სასტუმრო „ჟემჩუჟინა“ (1979, არქიტ: ო. გორიაჩევი, ტ. პანკოვა).

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო კვების მრეწველობა, მოქმედებდა რძის, ხორცის, საკონსერვო და ლუდის ქარხნები, მეფრინველეობის ფაბრიკა. სოჭში მოქმედებდა პოლიტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, მუზეუმები, დენდრარიუმი, ცირკი, საგამოფენო დარბაზი, ფუნქციონირებდა 60 სანატორიუმი, 82 პანსიონატი, 7 სააბაზანო, 5 პოლიკლინიკა, ტურბაზები და კემპინგები.

1992 წელს სოჭში გაფორმდა დაგომისის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების შესახებ.

XXI საუკუნეში იქცა მნიშვნელოვან სპორტულ ცენტრად. 2014 წელს უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიური თამაშებს, რის გამოც აშენდა სოჭის ოლიმპიური პარკი. 2014-2019 წლებში სოჭის ავტოდრომი მასპინძლობდა ფორმულა 1-ის შეჯიბრებებს. 2017-2018 წლებში სოჭი იყო ფიფა-ს კონფედერაციათა თასისა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი. სოჭში მუნდიალის 6 შეხვედრა გაიმართა. ქალაქში ასევე მოქმედებს ცენტრალური სტადიონი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჟემჩუჟინა-სოჭის“ საშინაო მოედანია.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა რუსები ქართველები სომხები სხვა
1894 460 2,4% 95,6% 2%
1983 ქალაქი სოჭი  304 000
2002 ქალაქი სოჭი  328 809
2010 ქალაქი სოჭი  420 589 69,92% 2,03% 20,09% 2%
2020 ქალაქი სოჭი  448 493

ტურიზმი

სოჭი რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრია. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სოჭი იყო უდიდესი კლიმატური, ბალნეოლოგიური და ტალახით სამკურნალო კურორტი. სოჭში მოქმედებს მრავალი სანატორიუმი და მინერალური წყლის აბანო. სამკურნალო ფაქტორებია სულფიდურ, ჰიდროსულფიდურ-გოგირდწყალბადიანი, იოდ-ბრომიანი მინერალური წყლები (მაცესტა, ხოსტა, კუდეფსტა, მამაიკა), რომლებიც იხმარება აბაზანებისთვის, საინჰალაციოდ, შესასხურებლად და სხვა. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვტა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, გინეკოლოგიური, კანის დაავადებანი და სხვა. ადლერში სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი შლამიანი ტალახი, კლიმატო-თალასოთერაპია, ზღვაში ბანაობა; ადლერსა და ლაზარევსკაიაში: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური ხასიათის და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი.

ცნობილი ადამიანები

დაძმობილებული ქალაქები

ლიტერატურა

სქოლიო

-1'> https://ria.ru/society/20090120/159699891.html
  • ჩაჩხიანი ა., რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920), თბილისი: საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, 2014. — გვ. 35, ISBN 978-9941-0-5988-9.
  • Оценка численности населения на 1 января 2020 года по муниципальным образованиям Краснодарского края დაარქივებული 02.06.2021, საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  • KARDEŞ ŞEHİRLER" PROTOKOLÜ İMZALANAN ŞEHİRLER დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. (თურქული)
  • Tags:

    ქალაქი სოჭი გეოგრაფიაქალაქი სოჭი ისტორიაქალაქი სოჭი დემოგრაფიაქალაქი სოჭი ტურიზმიქალაქი სოჭი ცნობილი ადამიანებიქალაქი სოჭი დაძმობილებული ქალაქებიქალაქი სოჭი ლიტერატურაქალაქი სოჭი სქოლიოქალაქი სოჭიკრასნოდარის მხარერუსეთისაქართველო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    შოთა რუსთაველიპროტესტანტული რეფორმაციალეიშმანიოზიქართული გვარისაქართველოს სამოქალაქო ომიემპათიაბაგრატის ტაძარიიალბუზიგიგლა ბერბიჭაშვილიმოლდოვალეიკოციტოზიბაბუაწვერასტუმარ-მასპინძელილეონარდო და ვინჩიგიორგი მამარდაშვილიმარსიფილოსოფიაენერგიაელენე ახვლედიანინაკიანი წელიწადიმთავარი გვერდიირემიქვეყნების სიაარაბთა გაერთიანებული საამიროებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)გლობალური დათბობათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიზებრებისაქართველოს სახელმწიფო დროშაპეტრე I დიდიოკეანეზუგდიდისეკულარიზმილაზებიარწივიაბო თბილელის წამებაობობებივატიკანითვალიუქმე დღეები საქართველოშიწმინდა გიორგიტოტალიტარიზმიტიციან ტაბიძეპოლონეთიბატონებიკავკასიონიბარბიტურატებიბელგიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიხევისბერი გოჩასაქართველო XVII საუკუნეშიტერენტი გრანელიქვიშის კარიერის გენერლებიბარდა სკლიაროსისომხეთ-საქართველოს ომიბუნების დაცვაკანონიერი ქურდიოსმალეთის იმპერიატელეფონების ნომრები საქართველოშიტრეფიკინგიზმნიზედალეკიანობაჰაერიაზოტიგაერთიანებული სამეფოლავრენტი ბერიადაირარაჭაკუბური მეტრიMemento moriთბილისის მეტროპოლიტენიმინერალებივახტანგ I გორგასალიშაორის წყალსაცავიზაქარია ფალიაშვილიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა🡆 More