ესტონელები (ესტ.
eestlased — ეესტლასედი) — ხალხი, ესტონეთის ძირითადი მოსახლენი (963 ათ.); ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (46,4 ათ.), აშშ-ში, კანადაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. წარმომავლობით განეკუთვნებიან ბალტიისპირა-ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. ესტონელების წინაპრები — ფინურენოვანი ტომები ესტონეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ. შემდეგ ათასწლეულებში მათ შემადგენლობაში შევიდნენ ბალტიისპირეთის, ნაწილობრივ ჩრდილოეთ-გერმანული (სკანდინავიური), ხოლო I ათასწლეულის დასასრულს აღმოსავლეთ სლავური ელემენტები. რუსულ მატიანეებში სხვა ბალტიისპირა ფინურ ტომებთან ერთად ჩუდებად იხსენიებიან, დასავლეთ ევროპულ წყაროებში — ესტებად. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII-XVI საუკუნეებში დასრულდა. XIII საუკუნეში მიიღეს კათოლიკობა, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო.
ესტონელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 1.1 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ესტონეთი | 924,100 |
ფინეთი | 29,080 |
აშშ | 25,000 |
კანადა | 23,930 |
რუსეთი | 24,000 |
შვედეთი | 23,000 |
გაერთიანებული სამეფო | 14,000 |
ავსტრალია | 7,543 |
გერმანია | 5,000 |
ნორვეგია | 2,871 |
უკრაინა | 2,868 |
ირლანდია | 2,373 |
ლატვია | 2,000 |
ბელგია | 2,000 |
ენები | ესტონური ვირუ სეტო |
რელიგიები | უმეტესობა: არარელიგიური და ლუთერანი ისტორიულად: ფინური კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრები |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ესტონელები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.