რაჭველები

რაჭველები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. რაჭის გარდა მათი კომპაქტური დასახლებებია ქვემო ქართლშიც - თეთრი წყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე.

რაჭველები
რაჭული სამოსი

ანთროპოლოგიურად (ქვემო) რაჭველები დასავლურ ქართულ ტიპს განეკუთვნებიან, რომელიც შავი ზღვის პირის ქართველებისგან ოდნავ ფართო სახით, შედარებით მსხვილი აღნაგობით გამოირჩევიან. ქვემო რაჭველები ხასიათდებიან საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ღია ფერის (ქერა, ძალიან ღია წაბლისფერი) თმითა და ღია და საშუალოზე ღია ფერის თვალებით (ცისფერიდან მუქ თაფლისფრამდე) ზემო რაჭველები განეკუთვნებიან კავკასიონის ქართულ ტიპს და გამოირჩევიან მკვეთრი ბრაქიკეფალიით, შედარებით დიდი ზომის თავით, მაღალი და ფართო ცხვირით, თხელი ტუჩებით, საშუალო შეფერილობის (მუქი ქერა, ღია წაბლისფერი) თმით და საშუალოზე ღია ფერის (ცისფერი, ლურჯი, მწვანე, მუქი მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.

ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს: „კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი.“

ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, ტ.IV. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გვ.770. თბილისი, 1973

Tags:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტიბოლნისის მუნიციპალიტეტითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიონის მუნიციპალიტეტირაჭარიონიქართველებიქართული ენაქვემო ქართლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიზანტიის იმპერიაილია IIმონა ლიზაოსმალეთის იმპერიაჯონჯოლიდინოზავრებიპარიზიპლებისციტიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიათბოგამტარობასვეტიცხოველიბელგიაძალადუბაის საამიროსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდემაგოგიამღრღნელებიედუარდ შევარდნაძეკრიშტიანუ რონალდუჰეკლათურქეთიმარკ ტვენირუსუდანიანტარქტიდამიხეილ ლომონოსოვიასომთავრულისასანიანთა იმპერიაოქსიდისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიქართველებისაქართველოს სატელეფონო კოდებიმარო მაყაშვილიალჟირივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმელაეგვიპტესაქართველოს მუნიციპალიტეტებიკარლო ანჩელოტიბახტრიონის ბრძოლადეციმეტრიკვადრატული მეტრისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდევი ჭანკოტაძესოციალიზმიქართველი მწერლების სიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსუფრის მარილიპოლიტიკამაიმუნებივლადიმერ პუტინისაქართველოს სახელმწიფო გერბითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიბზობალანა როუდსისიყვარულის დღესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018ლიმფოციტებიდავით სარაჯიშვილიგიორგი VII (საქართველოს მეფე)პითაგორას თეორემატოტალიტარიზმიამფიბიებიმდგრადი განვითარება69 (სექსუალური პოზა)თხის რქა (ასტროლოგია)იოსებ სტალინიმანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)წმინდა სამების საკათედრო ტაძარიYouTubeრენესანსიჯაბა კანკავამე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიეოზონოფილებითამბაქოჰალოგენებიბორის აკუნინიკენგურუებიკონსტიტუცია🡆 More