deu/ქართული დამწერლობა

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელიც ქართული ენის ჩასაწერად გამოიყენება; ქართული ანბანი გამოიყენება სამწერლობო ტრადიციების არმქონე ქართველური ენებისა და დიალექტების ჩასაწერადაც; დროგამოშვებით ქართულ დამწერლობაზე დაფუძნებულ ანბანებს იყენებდნენ აგრეთვე კავკასიის არაქართველური ენებიც, მათ შორის აფხაზური და ოსური ენები.

ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი დღეს საკამათოა; არ არსებობს ერთიანი მოსაზრება შემქმნელისა და შექმნის თარიღის შესახებ. მკვლევართა ნაწილი ქართულ ანბანს წინაქრისტიანული, წარმართული ხანით ათარიღებს, ნაწილი კი მის ადრექრისტიანულ ხანაში შექმნის თეორიას ემხრობა. შექმნიდან დღემდე ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი საფეხური გამოიარა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. დადგენილია, რომ ნუსხური ასომთავრულის შემდგომი განვითარების შედეგია, მხედრული კი — ნუსხურისა. მხედრული დღეს საყოველთაო გამოყენებისაა, ასომთავრული და ნუსხური კი მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურის ჩასაწერად იხმარება.

ასომთავრულში 37 გრაფიკული სიმბოლო იყო, თუმცა ისინი ზუსტად ვერ ასახავდნენ ძველი ქართული ენის ბგერით შედგენილობას; ნუსხურში ანბანს „უ“ ბგერის აღმნიშვნელი ასო დაემატა, რამაც ნაწილობრივ შეავსო ასომთავრულის ეს ხარვეზი. მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ოცდათვრამეტნიშნიანი ქართული ანბანიდან ამოიღეს ის ხუთი ასო, რომელთა შესაბამისი ბგერები თანამედროვე მეტყველებაში აღარ გამოიყენებოდა. დღევანდელი ქართული ანბანი შეიცავს 33 ასოს და სრულად შეესაბამება ქართული ენის ფონეტიკურ სისტემას. ქართველური მეტყველებებისა და კავკასიის არაქართული ენებისათვის დამახასიათებელი ბგერების ჩასაწერად გამოიყენება აგრეთვე დამატებითი ასო-ნიშნებიც.

ისტორია

წარმოშობა

ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი მეცნიერთა შორის დღემდე დავის საგანია; კერძოდ, არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ანბანის შემქმნელსა და შექმნის თარიღთან დაკავშირებით.

ისტორიული წყაროები

ქართლის ცხოვრება

„ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.“

ლეონტი მროველი

ქართული ისტორიული წერილობითი ძგლებიდან ერთადერთი წყარო, რომელიც ქართული მწიგნობრობის შემოღებას უკავშირდება, XI საუკუნის ქართველ მწერალ ლეონტი მროველს ეკუთვნის, დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“. ლეონტი ქართლში მწიგნობრობის შემქმნელად ძვ. წ. III საუკუნის იბერიის პირველ მეფე ფარნავაზ I-ს თვლიდა. ქართლის ცხოვრების ეს ცნობა მეცნიერთა მიერ არაერთგვაროვნადაა შეფასებული; ზოგიერთი მას სარწმუნო წყაროდ მიიჩნევს, თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას გამორიცხავს. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფარნავაზის შესახებ ცნობის თავისებურ ინტერპრეტაციას იძლევა; მაგალითად, რამაზ პატარიძემ ფარნავაზ I მანამდე უკვე არსებული ქართული დამწერლობის რეფორმატორად მიიჩნია; თამაზ ჩხენკელმა მართალია უარყო ფარნავაზის მიერ ანბანის შექმნა, მაგრამ გამოთქვა აზრი, რომ შესაძლოა ლეონტის ცნობა ნართაულად მიუთითებდეს ქრისტიანობის ხანაში შექმნილი ქართული დამწერლობის ნამდვილი ავტორის ვინაობაზე; ჩხენკელის აზრი მოგვიანებით განავითარა და კიდევ უფრო დააკონკრეტა ბესიკ ხურცილავამ, რომელმაც ანბანის შემქმნელად ორი პირი — ბაკურ მეფე და გრი ორმიზდი დაასახელა; თამაზ გამყრელიძე, რომელიც ქართული ანბანის ქრისტიანულ ეპოქაში შექმნის იდეას უჭერს მხარს, ფიქრობს, რომ ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შემოღება შესაძლოა გულისხმობდეს ქართლში ალოგლოტოგრაფიის წესის შემოღებას, რაც ქართული ზეპირი ტექსტის ჩაწერას ნიშნავს უცხო დამწერლობისა და ენის გამოყენებით.

ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ ცნობებს იძლევიან ასევე V საუკუნის სომეხი მწერლები, კორიუნი და მოვსეს ხორენაცი, თუმცა მათი თხზულებები გვიანდელი ხელნაწერის სახითაა მოღწეული. ორივე მათგანი ქართული ანბანის ავტორად სომხურ და ალბანურ დამწერლობებთან ერთად IV-V საუკუნეების სომეხ მოღვაწეს მესროპ მაშტოცს ასახელეს, თუმცა კორიუნისა და ხორენაცის ცნობები ერთმანეთის საწინააღმდეგო მონაცემებსაც შეიცავენ; მაგალითად, ხორენაცის ცნობით, მაშტოცმა ქართული ანბანი ვინმე ქართველ ჯალისთან ერთად შექმნა, კორიუნი კი მესროპს ანბანის ერთადერთ ავტორად თვლის. სომეხ ავტორთა ცნობების კრიტიკული ანალიზი მოახდინა ივანე ჯავახიშვილმა, მოგვიანებით ზაზა ალექსიძემ, ბესიკ ხურცილავამ; ყველა მათგანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცნობები მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ თავდაპირველ ტექსტში არ არსებობდა და გვიანდელი ჩანართებია. გარდა ამისა, მეცნიერთა დიდი ნაწილი ქართული და სომხური დამწერლობების საერთო ავტორის არსებობას გამორიცხავს ამ ორი ანბანის განსხვავებული გრაფიკული სისტემისა და ანბანის წყობის გამო, მიუთითებენ აგრეთვე იმ ფაქტზე, რომ მესროპ მაშტოცმა არ იცოდა ქართული ენა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესაძლებლობას. კორიუნისა და ხორენაცის ცნობათა თავისებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა კორნელი კეკელიძემ; მისი შეხედულებით, მესროპ მაშტოცი ქართული ანბანის შექმნის პროცესში „კონსტრუქტორის“ მოვალეობას ასრულებდა.

პროტოტიპი

არაერთგვაროვანი პოზიციებია მეცნიერთა შორის ქართული დამწერლობის პროტოტიპთან დაკავშირებითაც. გამოკვეთილია სამი პოზიცია, რომელთაგან ერთი ქართულ დამწერლობას სომხურ ანბანზე დამყარებულად მიიჩნევს, მეორე ძველ სემიტურ დამწერლობებს (ფინიკიური, არამეული) უკავშირდება, მესამე კი — ბერძნულს.

სომხური ანბანის პროტოტიპობის იდეა ემყარება სომეხ ავტორთა ისტორიულ ცნობას მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე; ამ აზრის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტები, რომ სომხური და ქართული ანბანის წყობა ერთმანეთისაგან ძირეულად განსხვავებულია, არ ემთხვევა არც ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები და არც მათი დასახელებები, გარდა ამისა, განსხვავებულია ამ ორი ანბანის გრაფიკული საფუძვლები — ქართულისათვის დამახასიათებელი ე. წ. გეომეტრიული გრაფიკა სომხურისათვის უცხოა, შესაბამისად, ერთმანეთისაგან მოხაზულობითაც მკვეთრად განსხვავდება ერთნაირ ბგერათა აღმნიშვნელი ქართული და სომხური ასოები. ამ განსხვავებების გამო, ქართული ანბანის სომხურისაგან წარმოშობის თეორია მეცნიერთა დიდმა ნაწილმა უარყო. უფრო მეტიც, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სომხური დამწერლობის შექმნისას ქართული ანბანი უკვე არსებობდა; მაგალითად, რამაზ პატარიძის აზრით სომხურ ანბანში გამოიყოფა რამდენიმე გრაფიკული ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ქართული ანბანის ასოთა მოხაზულობებს ემყარება; თამაზ გამყრელიძეს მიაჩნია, რომ „კ“ ბგერის სომხური მოხაზულობა — Կ და „ი“ ბგერის აღმნიშვნელი ასოს სახელწოდება „ინი“ (Ի) სომხურში შესაძლოა ქართული ასომთავრულის გავლენა იყოს.

ქართული ანბანი ფინიკიურ ან მისგან წარმომდგარ რომელიმე სემიტურ დამწერლობაზე დაფუძნებულად მიიჩნია ივანე ჯავახიშვილმა. იგი ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხს გრაფიკული შედარების გზით იკვლევდა და გადამწყვეტ მნიშვნელობას ასოთა მოხაზულობების მსგავსებებს ანიჭებდა. ჯავახიშვილის აზრით, ზოგიერთი ასოს მოხაზულობა და მდებარეობა ქართულ ანბანს უახლოებს სემიტურ დამწერლობებს და აშორებს ბერძნულს. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას იზიარებს რამაზ პატარიძეც, თუმცა იგი არ გამორიცხავს ბერძნული დამწერლობის გავლენასაც ქართულის შექმნისას. ქართული ანბანის სემიტურ წარმომავლობას არ გამორიცხავდა მოსე ჯანაშვილიც.

არმაზის ბილინგვის გამოკვლევის შემდეგ გიორგი წერეთელმა ივარაუდა, რომ ბილინგვაზე მოცემულ ე. წ. „არმაზულ დამწერლობასა“ და ქართულ ანბანს საერთო ძირი უნდა ჰქონდეთ და არამეული დამწერლობიდან უნდა მომდინარეობდნენ. იგი ამ დასკვნამდე არმაზული დამწერლობისა და ქართული ნუსხურის ასოთა მოხაზულობების შდარების შედეგად მივიდა; რადგან დღეს დადგენილია, რომ ქართული დამწერლობის უძველესი სახეობა ასომთავრულია, ხოლო ნუსხური მისი შემდგომი განვითარებაა, გიორგი წერეთელის აზრი სხვა მკვლევართა მიერ არ იქნა გაზიარებული. ქართული დამწერლობის არამეულიდან მომდინარეობის აზრი უფრო ადრე გამოთქმული ჰქონდათ ფრიდრიხ მიულერს, ი. ტეილორსა და სერგი გორგაძეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ავტორების მიერ ქართული ანბანის პროტოტიპად სხვადასხვა დროს მიჩნეულია ეთიოპიური, ფალაური და ავესტური დამწერლობებიც.

დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ ქართული დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს. ეს აზრი პირველად 1876 წელს გერმანელმა პალეოგრაფმა ვიქტორ გარდტჰაუზენმა გამოთქვა. მოგვიანებით ქართული ანბანის ბერძნულისაგან წარმომავლობის თეორიას მიემხრნენ დიმიტრი ბაქრაძე, დავით კარიჭაშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ვინფრიდ ბედერი, ბესიკ ხურცილავა და სხვები.

ქართული დამწერლობის ბერძნულიდან მომდინარეობის სასარგებლოდ მეტყველებს არაერთი მსგავსება ქართულ და ბერძნულ დამწერლობებს შორის:

  1. წერის მიმართულება ორივე შემთხვევაში არის მარცხნიდან მარჯვნივ, განსხვავებით სემიტური დამწერლობებისაგან, სადაც ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იწერება;
  2. ქართულ ანბანში, ბერძნულის მსგავსად, არის ხმოვნის აღმნიშვნელი ასოებიც. ამგვარი ნიშნები უცხოა სემიტური დამწერლობებისათვის;
  3. ქართული ანბანის წყობა ანიდან ქანის ჩათვლით ზუსტად იმეორებს ბერძნული ანბანის წყობას, გამონაკლისია მხოლოდ ჟანი და იოტა;
  4. ქართულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები ასევე თითქმის ზუსტად ემთხვევა შესამაბის ბერძნულ ასოთა რიცხვით მნიშვნელობებს;
  5. ზოგიერთი ასოს მოხაზულობა ძალიან ჰგავს შესაბამისი ბერძნული ასოს მოხაზულობას; მაგალითად ქართული deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  და ბერძნული deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა , ასევე ასომთავრული deu/ქართული დამწერლობა  და ბერძნული deu/ქართული დამწერლობა . ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს აგრეთვე „უ“ ბგერის ორი ნიშნით ჩაწერის წესი ასომთავრულში: ქართული deu/ქართული დამწერლობა  და ბერძნული deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა ;
  6. ბერძნული დამწერლობის გავლენად მიიჩნევა ქართულ ანბანში „ჱ“, „ჳ“ და „ჵ“ ასოების არსებობა, რომლებიც ქართული ენის ბგერათა სრულყოფილად ჩაწერისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდნენ;
  7. მიუთითებენ აგრეთვე იმაზეც, რომ ქართულ ენაში ბერძნულიდანაა ნასესხები წერასთან დაკავშირებული არაერთი ტერმინი, მათ შორის მელანი, კალამი, წიგნი, ტომარი, ქარტა, ეტრატი და სხვა.

ქართული დამწერლობა ყველაზე მეტ თავისებურებას ავლენს ასოთა მოხაზულობებსა და გრაფიკულ სისტემაში. მიუხედავად რამდენიმე ნიშნის ბერძნულ მოხაზულობასთან მსგავსებისა, ქართული დამწერლობის გრაფიკული სისტემა მაინც დამოუკიდებლად ითვლება, რადგან ასოთა უმრავლესობის მოხაზულობები თვითმყოფადია და არ ეფუძნება რომელიმე სხვა დამწერლობათა ასოებს.

შექმნის თარიღი

სამეცნიერო ლიტერატურაში ერთიანი მოსაზრება არ არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის თარიღთან დაკავშირებითაც. ნაწილი მეცნიერებისა მის შექმნას წინაქრისტიანულ წარმართულ პერიოდში ვარაუდობს, ნაწილი კი ქართული ანბანის შემოღებას იბერიაში ქრისტიანობის დამკვიდრებას უკავშირებს.

ძველი წელთაღრიცხვით ათარიღებდნენ ქართულ დამწერლობას ძირითადად XIX და XX საუკუნის დასაწყისის ავტორები, ასევე მოგვაინებით რამდენიმე მკვლევარი. დიმიტრი ბაქრაძე მიიჩნევდა, რომ ქართული ანბანი დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში ჯერ კიდევ ბერძნული კოლონიების არსებობის დროს შეიქმნა. მოსე ჯანაშვილის აზრით, ანბანი არაუადრეს ძვ. წ. XIV საუკუნეშია შემოღებული. ივანე ჯავახიშვილი ქართული მწიგნობრობის შექმნას ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ვარაუდობდა. რამაზ პატარიძე და პავლე ინგოროყვა ქართულ დამწერლობას ძვ. წ. 284 წლით ათარიღებენ. წინაქრისტიანულ ხანაშია შექმნილი ქართული ანბანი გიორგი წერეთლის აზრითაც.

წარმართულ ხანაში ქართული დამწერლობის შექმნის თეორიას წინ ეღობება ის ფაქტი, რომ დღეისათვის აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები IV-V საუკუნეებით თარიღდება. იყო მცდელობა იმისა, რომ დღემდე მოღწეული ზოგიერთი ასომთავრული წარწერა ბართლში ქრისტიანობამდელი ხანით დათარიღებულიყო, თუმცა ამ დათარიღებებმა მკვლევართა შორის აღიარება ვერ მოიპოვა.

ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ვარაუდობენ ქართული დამწერლობის შექმნას კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ვინფრიდ ბედერი, ბესიკ ხურცილავა და სხვები. კეკელიძის აზრით, ქართული დამწერლობა V საუკუნეში შეიქმნა. აკაკი შანიძე თვლის, რომ ასომთავრული დღეისათვის ცნობილი ფორმით IV-V საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ამავე თარიღს ასახელებს თამაზ გამყრელიძეც და მიუთითებს, რომ ამ პერიოდში შეიქმნა სხვა არაერთი გაქრისტიანებული ხალხის დამწერლობაც. ამ აზრს იზიარებს ბესიკ ხურცილავაც და ასომთავრულის შემოღების თარიღად IV საუკუნის 80-იან—90-იან წლებს მიიჩნევს. ქრისტიანობას უკავშირებენ ქართული დამწერლობის შემოღებას კორნელი დანელია და ზურაბ სარჯველაძეც, თუმცა მათი აზრით იგი ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე, II-III საუკუნეებისათვის უნდა შექმნილიყო.

deu/ქართული დამწერლობა 
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ანის მოხაზულობა იესო ქრისტეს ინიციალების, ნისა და ანის გადაკვეთითაა მიღებული. ელენე მაჭავარიანი მიუთითებს, რომ ეს ყველაზე უკეთ მხატვრულ საზედაო ასოებში ჩანს. სურათზე მოცემულია მხატვრული საზედაო ასოები: ინი, ქანი და ჯანი.

ქართული დამწერლობის ქრისტიანობის ხანაში, ქრისტიანობის მიმდევართა მიერ შემოღების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ თავად ანბანშია გამოყენებული ქრისტიანული სიმბოლიკა. მაგალითად ქანის მოხაზულობა ზუსტად ემთხვევა ქრისტიანული ჯვრის ფორმას — deu/ქართული დამწერლობა ; ეს ნიშანი, თავისი მოხაზულობიდან და ფონეტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხშირად რისტეს აკროფონიულ ნიშნადაა მიჩნეული. ელენე მაჭავარიანის აზრით, იესო ქრისტეს მონოგრამაა ასო ჯანიცdeu/ქართული დამწერლობა , რომელიც ესო რისტეს ინიციალების, ასომთავრული ინისაdeu/ქართული დამწერლობა  და ქანისdeu/ქართული დამწერლობა  დიაგონალური გადაკვეთის შედეგადაა მიღებული. გარდა ამისა, ასო (ჰოე) არაერთი მკვლევარის აზრით ქართულ ანბანში ბერძნული ომეგას ზეგავლენითაა შემოღებული მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქართულად გადათარგმნილიყო იოანეს გამოცხადების ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკანაჲსკნელი“ — ბერძნულ ორიგინალში „ანისა და ჵ“-ს ნაცვლად გამოყენებულია ბერძნული ანბანის ასოები „ალფა“ და „ომეგა“.

შემქმნელი

დღემდე სადავოა ქართული დამწერლობის შემქმნელის ვინაობაც. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, შემქმნელი ფარნავაზია, სომეხი ავტორები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი კი მესროპ მაშტოცს ასახელებენ. ისტორიულ წყაროთა ამ მონაცემებს მეცნიერთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს დამაჯერებლად. ბესიკ ხურცილავას აზრით, ქართული დამწერლობის შემქმნელი არის არა ერთი პირი, არამედ ერთდროულად ორი, კერძოდ IV საუკუნის მიწურულის ქართლის მეფე ბაკურ III და მისი მეგობარი გრი ორმიზდი — ორივე მათგანი ერთად მოხსენიებულია პალესტინის ერთ-ერთ ქართულ წარწერაში, რომელიც დღეს ქართული დამწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლადაა მიჩნეული.

ქართული დამწერლობის აგებულების, გრაფიკისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ბესიკ ხურცილავამ ასევე ჩამოაყალიბა ის თვისებები, რომლებიც სავარაუდოდ ახასიათებდა ქართული ანბანის შემქმნელს; მისი აზრით,

  • ქართული დამწერლობის შემქმნელს კარგად უნდა სცოდნოდა ბერძნული ენა და გრამატიკა, რადგან ანბანის მეორე ნაწილში ასოთა რიგზე გაწყობისას გათვალისწინებულია ბერძნული გრამატიკის საფუძვლები. ეს აზრი უფრო ადრე სხვა მკვლევარებსაც აქვთ გამოთქმული.
  • ანმბანის შემქნელს უნდა ჰქონოდა ლინგვისტური ალღო, ასევე სრულყოფილად უნდა სცოდნოდა ქართული ენა, ვინაიდან მან ზუსტად გამოჰყო ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები.
  • ქართული ანბანის ე. წ. „გეომეტრიული გრაფიკა“ მიუთითებს იმაზე, რომ ავტორს ჰქონდა მათემატიკური ცოდნა და ერკვეოდა გეომეტრიის საფუძვლებში.
  • სარწმუნოებით ანბანის შემოქმედი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, რაზეც თავად ანბანში არსებული ქრისტიანული ნიშნები მიუთითებს.

ისტორიული სახეები

დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქართულმა დამწერლობამ შექმნიდან დღემდე განვითარების სამი ძირითადი საფეხური გამოიარა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ნუსხურით ნაწერ ტექსტებში გვხვდება ასომთავრულიც, სათაურებისა და ასოები საზედაო ასოების დასაწერად; ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად ხუცური ეწოდება — მეცნიერთა მცირე ნაწილი ქართული ანბანის ისტორიული სახეებიდან მხოლოდ ორს, ხუცურსა და მხედრულს გამოყოფს, ასომთავრული და ნუსხური კი ხუცურის ქვესახეობებადაა განხილული. არსებობს აგრეთვე გარდამავალი საფეხურები ასომთავრულსა და ნუსხურს, ნუსხურსა და მხედრულს შორის.

ასომთავრული

deu/ქართული დამწერლობა 
ბოლნისის სიონის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც V საუკუნის მიწურულით თარიღდება და დღეისათვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ძეგლია ქართული დამწერლობისა.
deu/ქართული დამწერლობა 
ხანმეტი ოთხთავი, პალიმფსესტის ქვედა ფენა, რომელიც ასომთავრულითაა შესრულებული, VI-VII საუკუნეებით თარიღდება
deu/ქართული დამწერლობა 
დავითგარეჯის წარწერა, დეკორატიული, თხზული ასომთავრულის ერთ-ერთი მაგალითი.

ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეა. თავად სიტყვა „ასომთავრული“ გვიანდელია და XVI საუკუნიდან გვხვდება, უფრო ადრეულ ძეგლებში იგი „მრგლოვანის“ სახელწოდებითაა ცნობილი — ეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობებზე მიუთითებს.

ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები V საუკუნიდან მოყოლებული; დღემდე უძველესად მიიჩნევა პალესტინის და ბოლნისის სიონის წარწერები V და VI საუკუნეებიდან. ასომთავრულადაა შესრულებული აგრეთვე VI-დან IX საუკუნემდე დათარიღებული მცხეთის, უკანგორის, წყისის, ურბნისის წარწერები, აგრეთვე ამ პერიოდში გადაწერილი ქართული ხელნაწერები, მათ შორის უძველესი ქართული პალიმფსესტები, ხანმეტი და ჰაემეტი ძეგლები, სინური მრავალთავი, ადიშის ოთხთავი და სხვა.

IX საუკუნის შემდეგ, როდესაც თანდათან ნუსხური იკიდებს ფეხს და ბატონობს, ასომთავრული დამწერლობის როლი მცირდება, თუმცა იგი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. კერძოდ, X—XVIII საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ძირითადად კვლავ ასომთავრულითაა შესრულებული. გვიანდელი პერიოდის ასომთავრულს გრაფიკული თავისებურებები ახასიათებს და ხშირად დეკორატიულ დატვირთვასაც იძენს. IX საუკუნის შემდგომი პერიოდის ქართულ ხელნაწერებში, რომლთა ძირითადი ტექსტი ნუსხურადაა გადაწერილი, ასომთავრულით შესრულებულია საზედაო ასოები და სათაურები. მთლიანად ასომთავრული ანბანით გადაწერილი ცალკეული ხელნაწერები XI საუკუნემდეც გვხვდება.

ასომთავრულის გრაფიკა

ადრეულ ასომთავრულში ასოები თანაბარი სიმაღლისაა და თავსდება ორხაზოვან სისტემაში. წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივაა, არცერთ წარწერასა და ხელნაწერში არ დასტურდება წერის სხვაგვარი მიმართულება, თუმცა, ამის მიუხედავად, პავლე ინგოროყვა მაინც მიიჩნევს, რომ ქართულ ანბანში ბერძნულის მსგავსად თავდაპირველად ბუსტროფედონული წერის წესი იყო გავრცელებული, რაც ხაზებში წერის მიმართულების მორიგეობით ცვლილებას გულისხმობს.

ასომთავრული დამწერლობის ასოები აგებულია გეომეტრიული გრაფიკული ელემენტებით — სხვადასხვა სიგრძის სწორი ხაზებით, სხვადასხვა რადიუსის წრეწირებითა და ნახევარწრეხაზებით. ასომთავრული ასოების ეს გრაფიკული ელემენტები ერთმანეთს ყოველთვის მართი კუთხეებით უკავშირდებიან. ამ თავისებურების გამო ქართული ასომთავრულის გრაფიკას ხშირად გეომეტრიულს ან მონუმენტურს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გამოკვეთილი კონკრეტული გრაფიკული ელემენტები და მათი ყოველთვის მართი კუთხით დაკავშირების კანონზომიერება უცნობია სხვა ყველა დამწერლობისათვის, მათ შორის ბერძნულისათვის, რომელიც სავარაუდოდ საფუძვლად დაედო ქართულ ასომთავრულს. მკვლევართა უმრავლესობა ამგვარი მკაცრი კანონზომიერი გრაფიკიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ქართული ასოების მოხაზულობები იშვიათი გამონაკლისების გარდა ხელოვნურადაა შექმნილი და არაა მიღებული რომელიმე უცხოური დამწერლობისა ასოთა ევოლუციის გზით.

გრაფიკულ ელემენტთა მართი კუთხეებით დაკავშირების წესს არღვევს ასომთავრულის ერთადერთი ასო — deu/ქართული დამწერლობა  ჯანი, რომლის შემადგენელი ელემენტებია მახვილი კუთხეებით დაკავშირებული გადაჯვარედინებული სწორი ხაზები. ამ გამონაკლისს სხვადასხვა ახსნას უძებნიან მეცნიერები; ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯანის მოხაზულობა იესო ქრისტეს ინიციალების, ინისა და ქანის ჯვარედინად გადაკვეთის შედეგადაა მიღებული და ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს (იხ. აგრეთვე ზემოთ, სექციაში „შექმნის თარიღი“), რამაზ პატარიძის მოსაზრებით კი, ჯანის ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელია და იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც მსგავსი მოხაზულობების ფინიკიური თავ – deu/ქართული დამწერლობა , ბერძნული ხიdeu/ქართული დამწერლობა  და ლათინური იქსიdeu/ქართული დამწერლობა . რამაზ პატარიძემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ასომთავრულ ასოთა დიდ ნაწილს ზედა ჰორიზონტალური ხაზი აქვს, რაც ასოს ზედა ზღვარია, გაბმულ ნაწერში კი ამგვარი ხაზები ორი პწკარის გამყოფი ჰორიზონტალის ფუნქციასაც ასრულებენ; მისი თქმით, ამავე ფუნქციას ასრულებს ჯანის ზედა ჰორიზონტალური ხაზიც.

VII საუკუნიდან ასომთავრულში იწყება ასოთა გრაფიკის გარკვეული ცვლილებები; კერძოდ შვიდ ასოში (, , , , , , ) შეკრული წრეხაზი მარტივდება და მის ადგილს ცალი მხრიდან გახსნილი რკალი იკავებს; დონი, რომელიც ადრეულ ძეგლებზე ყელის გარეშეა წარმოდგენილი, მოგვიანებით ზედა ჰორიზონტალურ ხაზსა და წრეს შორის პატარა ყელი უჩნდება — deu/ქართული დამწერლობა ; ირღვევა ასოთა თანაბარი სიმაღლეებიც — ზოგიერთ ასოს (, , , , , , , ) ასწვრივი ღერძი უგრძელდება და ვეღარ თავსდება ორხაზოვან სისტემაში.

საზედაო ასოები, დეკორატიული ასომთავრული
deu/ქართული დამწერლობა 
საზედაო ასო „მანი“ გელათის ოთხთავიდან, XII საუკუნე
deu/ქართული დამწერლობა 
საზედაო ასოები მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან (ბუბა კუდავას ფოტო)
deu/ქართული დამწერლობა 
თხზული დამწერლობის ნიმუში, მათეს სახარების სათაური მოქვის ოთხთავიდან: „ს[ა]ხ[ა]რ[ე]ბ[ა]ჲ ჻ მ[ა]თეს ჻ თ[ა]ვი

ნუსხური დამწერლობით ნაწერ ხელნაწერებში ასომთავრული ძირითადად სათაურებისა და საზედაო ასოების სახით გვხვდება. საზედაო ასოები აბზაცის თავში იწერებოდა და მკითხველისათვის ერთგვარ ორიენტირს ქმნიდა. წიგნის განვითარების ადრეულ ეტაპზე ისინი მოუხატავი იყო, ძირითადი ტექსტისაგან განირჩეოდა მხოლოდ მოზრდილი ზომით, ზოგჯერ კი ფერითაც — ასეთი საზედაო ასოები ხშირად სინგურითაა შესრულებული.

მოგვიანებით, X საუკუნიდან იწყება საზედაო ასოების მოხატვა, რის შედეგადაც ისინი ხელნაწერი წიგნის მხატვრულ გაფორმებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ორნამენტული შემკულობისა და მინიატიურების გვერდით. ხშირად საზედაო ასოები ლამაზად გადაწერილ ტექსტთან ერთად ეპოქის სტილს განსაზღვრავს. შედარებით მოგვიანო, ბიზანტიური მიმართულების ხელნაწერებში საზედაო ასოთა მხატვრობა გამდიდრებულია ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებით.

დეკორატიულად გაფორმებული ასომთავრული ასოები გარდა წიგნებისა გვხვდება აგრეთვე ლაპიდარულ, ჭედურ და ფრესკულ წარწერებშიც. XI საუკუნიდან გვხვდება ასომთავრულის ისეთი დეკორატიული სახეობები, როგორებიცაა კიდურყვავილოვანი, კიდურწაისრული და კიდურწერტილოვანი. პირველი ორი ძირითადად XI-XII საუკუნის ძეგლებზე დასტურდება, უკანასკნელი კი XVIII საუკუნის ჩათვლით განაგრძობს არსებობას.

დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა ე. წ. თხზულ ანუ ხვეულ დამწერლობას; ამგვარი დამწერლობის ნიმუშებზე ასოები ართმანეთზეა გადაწნული — გვერდით მდგომი ასოები ერთმანეთში გადახლართულია ან მომდევნო მომცრო ზომის ასო წინმდგომი ასოს შუაგულშია ჩაწერილი. თხზული დამწერლობით ძირითადად ხელნაწერ წიგნებში სათაურები იწერებოდა, თუმცა არსებობს მთლიანი წარწერებიც, რომლებიც მთლიანად თხზულადაა შესრულებული. თხზული დამწერლობა საკმაოდ იყო გავრცელებული აგრეთვე ოქრომკერდის ნაკერებში.

deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა              deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა 
თხზულად წერის ორი სახეობა: მომდევნო ასო წინა ასოს გულშია ჩაწერილი ან გვერდით მდგომი ასოები ერთმანეთზეა გადახლართული.

ნუსხური

deu/ქართული დამწერლობა 
ნუსხური დამწერლობის მაგალითი. ძირითადი ტექსტი შესრულებულია ნუსხურად, სათაური და საზედაო ასო კი ასომთავრულით
deu/ქართული დამწერლობა 
სვეტიცხოვლის გულანი, გადაწერილია ნუსხურად 1681 წელს.

ნუსხური დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხურია, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. „ნუსხური“ ნაწარმოებია სიტყვისაგან „ნუსხა“, რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ჩქარად ნაწერს ნიშნავს, გარდა ამისა ნუსხა ერქვა დედანსაც. „ნუსხური“, როგორც დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინი ძველ ხელნაწერებში არ ჩანს, იგი უფრო გვიან პერიოდში ჩნდება. ნუსხურ დამწერლობას ხშირად მოიხსენიებენ „ნუსხა-ხუცურის“ სახელწოდებით, როგორც ხუცურის (ასომთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება) ერთ-ერთ სახეობას.

ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX საუკუნიდან არსებობს. უძველესად ითვლება ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 835 წლით თარიღდება. ხელნაწერებში ნუსხური დამწერლობა პირველად გვხვდება 864 წლის სინური მრავალთავის ანდერძში; აღსანიშნავია, რომ ნუსხურად გადაწერილია ანდერძის მხოლოდ მცირე ნაწილი, უდიდესი ნაწილი კი ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. ნუსხურად გადაწერილ ხელნაწერ წიგნთა რაოდენობა მატულობს X საუკუნიდან, მაგალითად ამ დამწერლობითაა ნაწერი სინური ლექციონარი, სინური ოთხთავი (978 წელი), ოშკის ბიბლია (978 წელი), ჭილ-ეტრატის იადგარი და სხვა. არსებობს ხელნაწერები, რომლებშიც ტექსტის ნაწილი ნუსხურია, ნაწილი კი ასომთავრული (მაგალითად სვანური მრავალთავი), ზოგ შემთხვევაში ასომთავრულით გადაწერილ ხელნაწერ ტექსტებში ცალკეული გამორჩენილი ან დაზიანებული სიტყვები აღდგენილია ნუსხური დამწერლობით.

შემდგომ საუკუნეებში ნუსხური ბატონობს და ავიწროებს ასომთავრულს. XII საუკუნისათვის, როგორც ჩანს, ასომთავრული დამწერლობა უკვე გაუცხოებულია და მისი წაკითხვა ჭირს. ამას ადასტურებს ტბეთის ოთხთავის ანდერძი, სადაც პავლე მტბევარი განმარტავს, რომ სწორედ ასომთავრული დამწერლობის სირთულის გამო გადააწერინა სახარება ნუსხურად, რომლის წაკითხვაც უფრო მარტივი იყო.

ნუსხურით გადაწერილ წიგნებში სათაურები და საზედაო ასოები ყოველთვის ასომთავრულითაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ უძველესი საისტორიო ან იურიდიული საბუთები ძირითადად ნუსხურადაა ნაწერი, თუკი ამ დოკუმენტის გამცემი სასულიერო პირია, საერო პირები კი ამ ფუნქციით მხედრულ დამწერლობას იყენებდნენ. საეკლესიო ხასიათის ხელნაწერები, როგორიცაა ბიბლია, ოთხთავი, ფსალმუნები და სხვა, როგორც წესი ნუსხურით, უფრო ადრე კი ასომთავრული დამწერლობით იწერებოდა, მხედრულით შესრულებული სასულიერო ხელნაწერები კი უფრო იშვიათია. ამ ფაქტის გამო ნუსხურსა და ასომთავრულს ხშირად ერთი და იმავე დამწერლობის, ხუცურის ორ ნაირსახეობად მიიჩნევენ და უპირისპირებენ მხედრულს, როგორც საერო დამწერლობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიტურგიკული წიგნებისათვის დღესაც ნუსხურ საბეჭდ შრიფტს იყენებს.

ნუსხურის გრაფიკა

ასომთავრული თანაბარი სიმაღლის ასოებისაგან განსხვავებით, ნუსხურში ასოები ოთხხაზოვან ბადეშია განაწილებული და სხვადასხვა სიმაღლისაა; კერძოდ ცხრა ასო (, , , , , , , , ) მეორე და მესამე, შუა ხაზებში მოთავსდნენ, თექვსმეტი ასო (, , , , , , , , , , , , , , , ), რომელთაც კიდური დაუგრძელდა, მეორე და მეოთხე ხაზებს შორის განაწილდნენ, შვიდი ასო (, , , , , , ) პირველსა და მესამე ხაზებს შორის იწერება, ერთდროულად ზედა და ქვედა დაგრძელებული კიდურები კი მხოლოდ ოთხ ასოს (, , , ) აქვს და ოთხხაზოვან ბადეს მთლიანად ავსებს.

ნუსხურისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისებაა ასოთა გადახრილობა მარჯვნივ. ზოგადად, ყოველი ასოს ტანი გადახრილია, მაგრამ დახრილობა ძლიერდება იმ ასოებში, რომელთაც ზედა ან ქვედა კიდურები აქვთ. გარდა ამისა, ნუსხური ასოები კუთხოვანი მოყვანილობისაა, რის გამოც მას „კუთხოვან დამწერლობასაც“ უწოდებენ. ასოები გაბმით იწერება. აღსანიშნავია, რომ ნუსხური დამწერლობის ასოთა მოხაზულობას გამარტივებისაკენ მიდრეკილება ემჩნევა; მაშინ, როცა ასომთავრული ასოები რთულად, ხელის რამდენიმე აღებით სრულდება, ნუსხრ ასოებში იგრძნობა ასოთა ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია ნუსხურის გამარტივებით მიღებულ მხედრულ დამწერლობაში. ასომთავრულისაგან ნუსხურის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ სწრაფი წერის მოთხოვნილებას. ნუსხურისათვის დამახასიათებელი გადაბმებისა და ერთიანი კონტურისაკენ სწრაფვის შედეგია ის, რომ „უ“ ბგერის აღსანიშნავად, რომლისთვისაც ასომთავრულში ცალკე სიმბოლო არ არსებობდა, „ონისა“ და „ჳეს“ გადაბმით ჩნდება ახალი ნიშანი, თავდაპირველად ლიგატურის სახით, მოგვიანებით კი ცალკე, დამოუკიდებელ გრაფემად ყალიბდება:

deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა deu/ქართული დამწერლობა 
ასომთავრული ონი და ჳიე, ნუსხური ონი და ჳიე და მათი შერწყმით მიღებული ახალი გრაფემა – უნი

მხედრული

deu/ქართული დამწერლობა 
მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი ადრეული ნიმუში, ბაგრატ IV–ის სიგელი, XI საუკუნე
deu/ქართული დამწერლობა 
ანასეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერი, მხედრული დამწერლობის ნიმუში

მხედრული დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების ბოლო საფეხურად ითვლება. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე X საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთ–ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც ზაზა ალექსიძე და გ. აბრამიშვილი 982–986 წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე ბაგრატ IV-ის ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) XI საუკუნიდან. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.

ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.

ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრულის გრაფიკა
deu/ქართული დამწერლობა 
მარიამისეული ქართლის ცხოვრება, XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრული ხელი

X-XI საუკუნეების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს ნუსხური კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს ალექსანდრე ცაგარელი და ივანე ჯავახიშვილი არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა XIV საუკუნისათვის ყალიბდება. დღეს მკვლევარები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის X-XI საუკუნეებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.

deu/ქართული დამწერლობა 

გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.

„გურგენ : მეფეთა : მეფისაი : პაპისა : ჩემისა : ბ~გტ კურაპალა ...“

მომდევნო პერიოდში მხედრულის გრაფიკამ განვითარების რთული გზა გამოიარა, რის შედეგადაც მან შეიძინა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ასოთა მოხაზულობები მკვეთრად დაშორდა ნუსხურს. შეიცვალა რამდენიმე ასოს განლაგება ოთხხაზოვან სისტემაში; მაგალითად, ანმა ზემოთ აიწია და პირველ–მესამე ხაზებს შორის მოთავსდა, ონმა პირიქით — ქვემოთ ჩამოიწია და მესამე–მეოთხე ხაზებში მოექცა, ინის სამი კბილი გაერთიანდა, ანს ზედა კიდური თანდათანობით დაუმოკლდა, ასს პირველი კბილი ქვემოთ ჩამოუგრძელდა, ნი კი 180°–ით ამოტრიალდა და სხვა.

მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები (მაგალითად deu/ქართული დამწერლობა  — „ეს“, deu/ქართული დამწერლობა  — „ელ“, deu/ქართული დამწერლობა  — „ყო“, deu/ქართული დამწერლობა  — „და“, deu/ქართული დამწერლობა  — „ვე“, deu/ქართული დამწერლობა  — „გა“). ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.

ქართული ანბანი დღეს

ასოთა რიგი

ასომთავრულში 37 ასოა; დამოუკიდებელი ნიშანი არ არსებობს „უ“ ბგერისათვის, იგი ნისა და ეს კომბინაციით ჩაიწერება. „უ“ ბგერის ჩაწერის ამგვარი ხერხი ბერძნულის გავლენად ითვლება. ნუსხურში ონისა და ჳე გადაბმის შედეგად თავდაპირველად ლიგატურის სახით შეიქმნა ახალი ნიშანი, რომელიც მოგვიანებით თანდათან დამოუკიდებელ, 38-ე ასო ნად ჩამოყალიბდა და ანბანის რიგში ჳესა და ფარს შორის მოთავსდა.

ასოთა თანმიმდევრობის მიხედვით ქართულ ანბანს პირობითად ორ ჯგუფად ყოფენ. პირველ ჯგუფში, რომელსაც ბერძნულ ჯგუფსაც უწოდებენ, მოთავსებულია ის 24 ასო, რომლებსაც ბერძნულ ანბანშიც აქვთ ანალოგი. ეს ჯგუფი ანიდან ქანამდე, ზოგი მკვლევარის აზრით კი შინამდე გრძელდება და ასოთა თანმიმდევრობა იმეორებს ბერძნული ანბანის წყობას, ერთმანეთს ზუსტად შეესაბამება ქართული და ბერძნული ანბანის ასოთა ბგერითი მნიშვნელობები. გამონაკლის ქმნის მხოლოდ ორი ასო — ჲოტა და ჟანი, რომელთა ადგილას ბერძნულ ანბანში ქართული ენისათვის უცხო ბგერების აღმნიშვნელი ასოები — ქსი (Ξ) და ქოპაა (Ϙ) მოთავსებული. ამის მიზეზად მეცნიერები ასახელებენ ქართული ანბანის შემქმნელის ტენდენციას, ბერძნულთან საერთო ნიშნებს აუცილებლად შეუნარჩუნოს ბერძნულისთვის დამახასიათებელი რიცხვითი მნიშვნელობები — ბერძნული ანბანის რიგიდან ქართულისათვის გამოუსადეგარი ასოების ამოგდების შემთხვევაში ქართული და ბერძნული ანბანების ასოთა წყობა ერთმანეთს აცდებოდა, რაც რიცხვითი მნიშვნელობების აცდენასაც გამოიწვევდა.

ქართული ანბანის მეორე პირობითი ჯგუფი, რომელიც ბერძნულ ჯგუფს მოსდევს და დანართ ნაწილს უწოდებენ, შინიდან იწყება და ანბანის უკანასკნელ თორმეტ ასოს მოიცავს. ამ ჯგუფში თავმოყრილია ის ასოები, რომლებიც ბერძნული ენისათვის უცხო და ქართულისათვის დამახასიათებელ ბგერებს გადმოსცემენ — , , , , , , , , , , , . ამ ჯგუფის ასოთა თანმიმდევრობა არ იმეორებს დღეს ცნობილი რომელიმე სხვა დამწერლობის ანბანურ რიგს, იგი საკუთრივ ქართული ანბანის შემქმნელის ორიგინალურ შემოქმედებად მიიჩნევა. გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა პრინციპითაა დალაგებული ასოები მეორე ჯგუფში; გერმანელი პალეოგრაფი ვინფრიდ ბედერის მოსაზრებით, ქართულისათვის სპეციფიკურ ფონემათა გამომხატველი ნიშნები ანბანში ბერძნული კლასიკური ფონეტიკური მოძღვრების გათვალისწინებითაა განლაგებული; ამ მოძღვრების მიხედვით ხსნის ბედერი –ძ–წ წინანუნისმიერი ფრიკატების მიმდევრობას. თამაზ გამყრელიძემ მიუთითა, რომ ქართული ანბანის დანართი ნაწილის ცენტრალური წევრია მჟღერი აფრიკატი, რომლის მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებულია სიმეტრიულად განლაგებული ბგერები, შესაბამისად ყრუ და გლოტალიზებული აფრიკატები.

რამაზ პატარიძის აზრით, ქართული ანბანის უკანასკნელი სიმბოლო თავდაპირველად ჯანი იყო, ჰაე და ჰოე კი, რომლებიც ქართული ენისათვის უცხო ბგერებს გადმოსცემენ, მხოლოდ მოგვიანებით დაემატა ქართულ ანბანს. თამაზ გამყრელიძე თვლის, რომ ჰაე თავდაპირველ ქართულ ანბანში მხოლოდ რიცხვ–ნიშანი იყო და არ ჰქონდა საკუთარი ბგერითი მნიშვნელობა.

ასომთავრული ნუსხური მხედრული სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ან 1 ɑ A a A a A a
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ბან 2 b B b B b B b
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  გან 3 g G g G g G g
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  დონ 4 d D d D d D d
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ენ 5 ɛ E e E e E e
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ვინ 6 v V v V v V v
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ზენ 7 z Z z Z z Z z
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ეჲ 8 ɛj (E' e')
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  თან 9 T' t' T t T t
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ინ 10 ɪ I i I i I i
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  კან 20 k' K k K' k' K· k·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ლას 30 l L l L l L l
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  მან 40 m M m M m M m
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ნარ 50 n N n N n N n
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჲე 60 j (I' i')
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ონ 70 ɔ O o O o O o
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  პარ 80 p' P p P' p' P· p·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჟან 90 ʒ Ž ž Zh zh G'g'
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  რაე 100 r R r R r R r
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  სან 200 s S s S s S s
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ტარ 300 t' T t T' t' T· t·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჳე 400 wi (F' f')
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  უნ u U u U u U u
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ფარ 500 P' p' P p P p
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ქან 600 K' k' K k K k
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ღან 700 ɣ Ḡ ḡ Gh gh Q· q·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ყარ 800 q' Q q Q' q' Q q
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  შინ 900 ʃ Š š Sh sh X x
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჩინ 1000 Č' č' Ch ch C'c'
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ცან 2000 ts C' c' Ts ts C c
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ძილ 3000 dz J j Dz dz Z'z'
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  წილ 4000 tsʼ C c Ts' ts' C· c·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჭარ 5000 tʃʼ Č č Ch' ch' J· j·
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ხან 6000 x X x Kh kh K'k'
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჴარ 7000 q (Q' q')
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჯან 8000 J̌ ǰ J j J j
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჰაე 9000 h H h H h H h
deu/ქართული დამწერლობა  deu/ქართული დამწერლობა  ჰოე 10000 hɔɛ (H' h')

რიცხვითი მნიშვნელობები

ქართული დამწერლობის ასოებს გარდა ფონეტიკური მნიშვნელობისა, აქვს რიცხვითი მნიშვნელობებიც. არაბული ციფრების გამოყენბა ქართულ წერილობით ძეგლებში უკვე X საუკუნიდან გვხვდება, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში გვიან დამკვიდრდა. ქართული ანბანის ასოები რიცხვების ჩასაწერად XIX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა.

ქართული ანბანის რიცხვ–ნიშანთა სისტემა დამყარებულია ბერძნულ სისტემაზე, ისევე როგორც სხვა ევროპული დამწერლობების — სომხურის, კირილიცას შემთხვევაში. ეს სისტემა გულისხმობს პირველი ცხრა ასოსათვის ანბანური თანმიმდევრობით ერთეულების აღნიშვნას, შემდეგ ცხრა ასოს ათეულების მნიშვნელობები აქვს, შემდეგს — ასეულების და ა. შ. მაგალითად, რიცხვი 1852 ქართული ასოების გამოყენებით ამგვარად ჩაიწერება:

ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852

ანბანის პირველ ნაწილში მოთავსებულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის შესაბამის ასოთა მნიშვნელობებს. მიუთითებენ, რომ რიცხვითი მნიშვნელობები ქართულ ასოებს შექმნისას, ანბანის რიგზე გაწყობისთანავე უნდა მინიჭებოდათ, რადგან თვალშისაცემია ქართული დამწერლობის შემქმნელის სურვილი ბერძნულ და ქართულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობების დამთხვევისა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ დამწერლობაში მეტი გრაფიკული სიმბოლოა, ვიდრე ბერძნულში, ქართული რიცხვ–ნიშანთა სისტემა უფრო სრულყოფილია, ვიდრე ბერძნული; კერძოდ, 37 ასოს შემცველი ქართული სისტემის საშუალებით, განსხვავებით ბერძნულისაგან, შესაძლებელია არა მარტო ერთეულების, ათეულებისა და ასეულების ჩაწერა, არამედ ათასეულებისაც; უკანასკნელი ასო კი ათი ათასს აღნიშნავს.

ქართული ანბანის ასოთაგან უნი ერთადერთია, რომელსაც თავდაპირველად არ გააჩნდა რიცხვითი მნიშვნელობა, რადგან მისი აღმნიშვნელი დამოუკიდებელი ასო–ნიშანი გვიან ჩამოყალიბდა. უნის წინმდგომი ასო ჳე 400–ს აღნიშნავდა, მას შემდეგ კი, რაც ამ ასოს დანიშნულება ქართულ ანბანში გაუგებარი გახდა, ეს რიცხვითი მნიშვნელობა უნს მიენიჭა. სულხან-საბა ორბელიანი სიტყვის კონაში წერს: „შემდგომად ჳე ამოუღიათ და ოთხასად უნი დაუსვამთ.“ უნი და ჳე 400–ის აღსანიშნავად ალტერნატიული სიმბოლოებია ქართულ რიცხვ–ნიშანთა სისტემაში.

ასოთა სახელწოდებები

ქართულ ასოთა სახელწოდებები არ იმეორებენ რომელიმე სხვა დამწერლობის ნიშანთა სახელებს. ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს ზოგიერთი უცხოური ანბანის ასოს სახელწოდების გავლენას — მაგალითად, სემიტური šin და zajin შესაძლოა იყოს ქართული შინისა და ზენის პროტოტიპები, გუთური laaz და manna კი — ქართული ლასისა და მანის. თუმცა, საერთო ჯამში, ითვლება, რომ ქართულ ასოთა სახელწოდებები თავისუფალი თხზვის შედეგს წარმოადგენენ.

ხმოვანი ბგერების გამომხატველი ნიშნების სახელები იწარმოება შესაბამის ხმოვანზე – თანხმოვნის დართვით: ან, ენ, ინ, ონ, უნ. აგრეთვე ბოლოკიდური – თანხმოვნით დაბოლოებული ცალმარცვლიანი სიტყვების სახითაა წარმოდგენილი თანხმოვან ბგერათა აღმნიშვნელ ასოთა დიდი ნაწილი: ბან, გან, დონ, ვინ, ზენ, თან, კან, მან, ჟან, სან, ქან, ღან, შინ, ჩინ, ცან, ხან, ჯან. ამგვარად ნაწარმოებ სახელებში შესამჩნევია ხმოვანთა განსხვავებული ტემბრი. შვიდი ასოს სახელწოდება ბოლოვდება – თანხმოვნით: ნარ, პარ, ტარ, ფარ, ყარ, ჭარ, ჴარ; ამ სახელებში ხმოვანი სტაბილურადაა წარმოდგენილი. ძილი და წილი თანხმოვანზე ბოლოვდება, ბოლოკიდური – კი ერთადერთი ასოს სახელს — ლასს აქვს. თავისებურ, ორამრცვლიან სტრუქტურას ქმნიან სახელები რაე, ჰაე, აგრეთვე ჰე (იგივე ე-მერვე), ჲე (იგივე იოტა) და ვიე (ჳე).

ასოთა სახელები ანბანურ რიგში იმგვარადაა გაწყობილი, რომ იქმნება გარითმულობის შთაბეჭდილება, რაც ასოთა დამახსოვრების ხელშემწყობი პირობა უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქართულ ასოთა სახელწოდებები ბოლოვდებიან სონორ , და ბგერებზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში სპირანტ ბგერაზე — ეს ის ასოებია, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქართული ლექსის სარითმო კლაუზულაში.

დამატებითი ნიშნები

სქოლიო

Tags:

deu/ქართული დამწერლობა ისტორიაdeu/ქართული დამწერლობა ქართული ანბანი დღესdeu/ქართული დამწერლობა ასოთა რიგიdeu/ქართული დამწერლობა სქოლიოdeu/ქართული დამწერლობაანბანიაფხაზური ენაოსური ენაქართველური ენებიქართული დამწერლობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიოს მოსახლეობასამკუთხედიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვატიკანიბაში-აჩუკიგურამ დოჩანაშვილინიჰილიზმიალუდა ქეთელაურიილია IIდავით კაჭარავა1832 წლის შეთქმულებამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიცენტნერიშალვა პაპუაშვილიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმიხეილ სააკაშვილი9 აპრილის ტრაგედიაგველებიამირანი (მითოლოგია)დემოკრატიაკეთილშობილი ირემიპოლონეთიბახტრიონი (პოემა)ქართლის ცხოვრებაფსიქოლოგიაუდაბნოვერძი (ასტროლოგია)ცხოველებივიტამინებისაქართველო XII-XIII საუკუნეებშისაქართველოს ოქროს ხანავიქტორ ორბანიხვიჩა კვარაცხელიაჭიანჭველასებრნიბალდუინ IV იერუსალიმელიევოლუციავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმცენარეებიგანათლება საქართველოშისილიციუმიჩინეთიკონსტიტუციამღრღნელებიბრესტ-ლიტოვსკის ზავისალამურიეგვიპტეფაშიზმიგიორგი V ბრწყინვალეგიორგი ანწუხელიძეთამარ მეფეეგვიპტის პირამიდებიმტაცებელი ფრინველებისაქართველოს კონსტიტუციასატურნისაქართველოს სახელმწიფო გერბიკვადრატული მეტრიმგელიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიდანიასისხლის მიმოქცევის სისტემადიდი სამამულო ომიკილომეტრიადამიანიიგინაპოლეონ ბონაპარტივიკისაწყობიბასიანის ბრძოლაავტორიტარიზმიქუნთრუშათრომბოციტებიფოლკლორითვალიბერლინის კედელიამეთვისტოეროზიაკატალიზატორიფარსმან II ქველიპელოპონესის ომივულკანი🡆 More