ოშკის ბიბლია

ოშკის ბიბლია, ათონის ბიბლია — ქართული ხელნაწერი, რომელიც ძველი აღთქმის წიგნებს შეიცავს.

გადაწერილია 978 წელს სამხრეთ საქართველოში, ოშკის ლავრაში, იოანე თორნიკ-ყოფილის დაკვეთით ათონის ქართველთა მონასტრისათვის. ნაწერია ეტრატზე, ნუსხური ხელით, დეკორისა და ილუსტრაციების გარეშე.

ხელნაწერი თავდაპირველად სამ ტომად ყოფილა აკინძული. მასში შედიოდა წიგნები: დაბადებისაჲ, გამოსვლათაჲ, ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ, მეორე სჯულისაჲ, ისუ ნავესი, რუთისი, იობისი (I ტ.); მფეთაჲ (I — IV წგნ.), იგავნი სოლომონისნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქებაჲ, სიბრძნე სოლომონისი, ისუ ზირაქისი და 12 მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები (II ტ.), დიდ წინასწარმეტყველთა წიგნები (ესაიასი, იერემიასი, ივდითისი და ტობისი (III ტ.). ხელნაწერში არ ყოფილა შეტანილი ფსალმუნი, ნეშტთა და მაკაბელთა წიგნები. ხელნაწერის სამივე ტომი შეიცავდა 1300-მდე ფურცელს. ამჟამად აკლია თითქმის 300 ფურცელი (აკლია უმთავრესად I ტომის ფურცლები; IV, V, VI წიგნები მთლიანად დაკარგულია). XI საუკუნის შემდეგ ხელნაწერი ხელახლა აუკინძავთ, შეუერთებიათ I ტომის დარჩენილი ნაწილი და II ტომი. ოშკის ბიბლია მუდმივად ათონზე იყო დაცული. XIX საუკუნის შუა წლებში იგი ცოტა ხნით საქართველოში ჩამოიტანეს და მისგან რამდენიმე პირი გადაწერეს (ეს პირები გამოიყენეს ძველი აღთქმის ტექსტის გამოსაცემად 1884 წელს). ამჟამად არსებობს მთლიანი ხელნაწერის ფოტოპირი, რომელიც 1913 წელს გაკეთდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისათვის. ტექსტის ნაწილი გამოცემულია ცალკე (აკაკი შანიძე) ან სხვა, უფრო გვიანდელ ხელნაწერებათან ერთად (რობერტ ბლეიკი, ც. ქურციკიძე, თ. ცქიტიშვილი).

ჩვენამდე მოღწეულია ბიბლიის მთლიან ხელნაწერთაგან ოშკის ბიბლია უძველესია, მაგრამ ბიბლიის ტექსტები (როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა) უფრო ადრეც არსებობდა ქართულ ენაზე; ამას მოწმობს ხანმეტი ფრაგმენტები, რომლებიც V—VII საუკუნეებს განეკუთვნება. ხანმეტი ტექსტები ზოგჯერ სულ სხვა რედაქციის ტექსტს გამოავლენენ, ვიდრე ოშკის ბიბლია; ამ უკანასკნელში შემავალი წიგნების მეტი წილი აგრეთვე შეიცავს ძველ თარგმნებს, რომლებიც უკვე შესწორებულია და რედაქტირებული. ოშკის ბიბლიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართულ მწერლობისა და ენის ისტორიის შესასწავლად.

ოშკის ბიბლია დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ კოლექციაში ინახება.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Blake R. P. The Athos#Codex of the Georgian Old Testament, «Harvard Theological Review», 1929, v. 22, № 1;
  • შანიძე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 620, თბ., 1984

Tags:

978ათონის ივერთა მონასტერინუსხური

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის იმპერიასაქართველოს კანონითევზებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ქართლის გაქრისტიანებაქართული დამწერლობაკრასუსიერთა ლიგაჯაყოს ხიზნებიგურიაბიზანტიის იმპერიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბიძინა ივანიშვილიგველებიქართველი მწერლების სიამელააზოტილიონელ მესისახელმწიფო საზღვარიზღარბისებრნირელიგიაიოსებ სტალინიფეხბურთიკოლოსეუმითანდებულიედუარდ შევარდნაძემიკროორგანიზმებისაჭმლის მომნელებელი სისტემარიცხვითი სახელიქართლის სამეფონიკო ნიკოლაძეჩრდილოეთი აფრიკაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომეორე მსოფლიო ომიჯონ მალკოვიჩიირაკლი ღარიბაშვილისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასოზარ სუბარისაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ჯვაროსნული ლაშქრობებისასწორი (ასტროლოგია)ბორის აკუნინიცივი ომიიუდაიზმიქართული ხალხური ცეკვებიშინაური კატაემპათიაკენგურუებიმზის სისტემაანტარქტიდაიგავ-არაკირუსეთის იმპერიაიურიდიული პირიქაშვეთის ეკლესიაოგანესონიკლიმატის ცვლილებაცხოველებისამკუთხედილეიკოციტოზიალავერდიდაცული ტერიტორიაკეთრინიჰილიზმიიგლუალაზანილუქსემბურგიუილიამ შექსპირიჰიმალაინუსხურისაქართველოს სახელმწიფო დროშაალპური დანაოჭებამონაკოქართული ვაზის ჯიშებიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშირენესანსიჯანსუღ ჩარკვიანიტროპიკული სარტყლებირომის დაარსება🡆 More