გელათის ოთხთავი

გელათის ოთხთავი ანუ სახარება — XII საუკუნის ქართული ხელნაწერი სახარება, საზეიმო ოთხთავი.

პირველი ნიმუშია, რომელიც ქართულენოვანი სახარების გიორგი მთაწმიდელისეულ რედაქციას შეიცავს. ძირითად ტექსტს დართული აქვს სადეკლამაციო-ლიტურგიკულ ნიშანთა განმარტებები ბერძნულ და ქართულ ენებზე და „ავგაროზის ეპისტოლე“.

გელათის ოთხთავი
გელათის ოთხთავი

საწერ მასალად გამოყენებულია საგანგებოდ დამუშავებული ეტრატი. ხელნაწერი 293 ფურცლისაგან შედგება, რომელთა ზომები 26X18.8 სანტიმეტრია. გადაწერილია ნუსხურით, ყავისფერი მელნით, სინგურითა და ოქრომელნით. გამორჩეულია თავისი მხატვრული გაფორმებით. შემკულია სვეტოვანი კამარებით, 254 მინიატიურით, დახვეწილი საზედაო ასოებით, რომლებიც ოქრომელნითაა შესრულებული. თითოეული მინიატიურის ფონად ფურცლოვანი ოქროა გამოყენებული. ოთხივე თავს წინ უძღვის მახარებელთა გამოსახულებები. ოთხივე თავის სათაური ჩასმულია ხალიჩისებური ორნამენტით შემკულ ჩარჩოში.

გელათის ოთხთავი ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში (Q-908).

ლიტერატურა

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 66


Tags:

XII საუკუნებერძნული ენაგიორგი მთაწმიდელიქართული ენაქართული ხელნაწერი სახარებები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ენგურითეატრიმადაგასკარიქართლიხევისბერი გოჩაძუძუმწოვრებინინო ზურიაშვილიკანე კორსოფილების ტექტონიკაევოლუციარომის დაარსებაჯრუჭის I ოთხთავიგრიგოლ ხანძთელისიტყვაგურამ დოჩანაშვილივულკანინატურალური რიცხვილეონიდ ბრეჟნევისაქართველოს ეროვნული პარკების სიათემურლენგილათინური ენააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითValve Corporationისრაელიშინაური კატაარალის ზღვათავისუფლების მოედანი (თბილისი)ვერის უბნის მელოდიებიგიორგი XIIთბილისის მეტროპოლიტენიბაგრატ III (საქართველოს მეფე)დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაგეოგრაფიაექვთიმე თაყაიშვილიქართლის სამეფოჰამლეტ გონაშვილიგუბაზ სანიკიძემთვარედავით VII ულუგანახლებადი ენერგიაჩუტყვავილაალექსანდრე მაკედონელის ომებითეთრი დათვიკვიპაროზიოპერასინგაპურიFacebookმეტყველების ნაწილებიოკეანექეთო და კოტე (ოპერა)ინფორმაციასფინქსირუსეთის ისტორიანაციონალ-სოციალიზმიაქლემითევზები (ასტროლოგია)ნავთობირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ხელოვნებასაქართველოს პრეზიდენტიფსიქოლოგიამსოფლიო მიზიდულობის კანონიკახეთის აჯანყება (1659)მგლების ხორუმიიანიგერიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღექარიმეჩეთინიუტონის კანონებინიამორიკავკასიონიკრიშტიანუ რონალდუსამკუთხედინიკეის პირველი საეკლესიო კრებამწერებიდიდი პანდამარინა კახიანივიკისაწყობი🡆 More