ლეონტი მროველი

ლეონტი მროველი — „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებული პირი, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: „მეფეთა ცხოვრება“, „არჩილის წამება“ და „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“.

ზოგი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს ლეონტი რუისის ეპისკოპოსთან. იგი იხსენიება 1066 წლით დათარიღებულ წარწერაში, რომელიც 1957 წელს ქარელის მახლობლად, სოფ. თრეხვში აღმოაჩინეს, აგრეთვე მოიხსენიება როგორც მთავარეპისკოპოსი, ათონის ერთ-ერთ ხელნაწერში და ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ XI საუკუნის ხელნაწერში.

ლეონტი მროველი
პროფესია ქართველი მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი.

იმავე „ქართლის ცხოვრების“ სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დამოწმებული ტექსტიდან. „მეფეთა ცხოვრება“, თვით „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად „ჟამითი ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების XII საუკუნის მეტაფრასტული რედაქციის უცნობი აგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ (VIII საუკუნის მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს. უკანასკნელი გამოკვლევებითაც დასტურდება, რომ დასახელებული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი.

ლიტერატურა

  • გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების მოამბე», 1961, № 1;
  • ინგოროყვა პ., ლეონტი მროველი, ქართველი ისტორიკოსი, „პამბავთა მწერალი“ მე-8 საუკუნისა, «ენიმკის მოამბე», 1941, ტ. 10;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

10661957XI საუკუნეათონითრეხვიმეფეთა ცხოვრებამთავარეპისკოპოსინინოს ცხოვრების რედაქციებირუისიქარელიქართლის ცხოვრება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პირველი მსოფლიო ომიეკვატორული კლიმატური სარტყელიბაში-აჩუკი (ფილმი)ფილტვებიაქლემილომი (ასტროლოგია)სულხან-საბა ორბელიანიქართული სამზარეულოალცჰაიმერის დაავადებამართლმადიდებლობაამერიკატურიზმიმიხეილ ჯავახიშვილიკანონი (ნორმატიული აქტი)ნოდარ დუმბაძესაქართველოს მდინარეების სიაჰალოგენებისლოვენიაკონსტანტინოპოლის დაცემანატურალური რიცხვიისრაელიზღარბისებრნიგიორგი I (საქართველოს მეფე)ფარავანიბაყაყიტოლგვერდა სამკუთხედირაგბისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაჭიანჭველასებრნიალკოჰოლური სასმელივულკანიპითაგორას თეორემასაქართველოს დაცული ტერიტორიებითეთრი დათვილიონელ მესისაქართველოს დამოუკიდებლობის დღებიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიძალაპანკრეასიმუსიკალეგიტიმაციააღმოსავლეთი საქართველოსაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქვეყნების სიაავსტრალია (კონტინენტი)წელიწადის დროებიმონღოლებიუფლისციხესაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიქართლის ცხოვრებამცენარეებიქართული დამწერლობაანარქიზმიებრაელებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)სოკოებითბილისის ზღვადაუნის სინდრომიასკარიდისებრნისაქართველოს რევოლუციური კომიტეტისაქართველოს პრეზიდენტიკეთილშობილი ირემიკარლო ანჩელოტივერცხლიკარლეს პუჩდემონირაჭაატომისომხური სამოციქულო ეკლესიადავითგარეჯაჭიამაიასებრნიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშივოლფგანგ ამადეუს მოცარტილითიუმივერძი (ასტროლოგია)დავითი (მიქელანჯელო)დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი🡆 More