იტალიური ენა (თვითსახელრქმევა lingua italiana, ან italiano) — იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა.
გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე) და კუნძულ კორსიკაზე.
იტალიური ენა italiano, lingua italiana | |
გავრცელებულია | იტალია შვეიცარია სან-მარინო ვატიკანი აშშ გერმანია არგენტინა საფრანგეთი ბელგია ეთიოპია სომალი ლიბია მალტა როგორც რეგიონალური სლოვენია ხორვატია მონაკო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 60 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | ევროპის კავშირი იტალია შვეიცარია სან-მარინო ვატიკანი მალტა ხორვატია სლოვენია |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (იტალიური ვარიანტი) |
ენის კოდები | ISO1: it ISO2: ita ISO3: ita |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-it}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — იტალიური ენა |
იტალიური ენა მიეკუთვნება რომანულ ენებს, რომელშიც აგრეთვე შედის ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული და ზოგი სხვა ნაკლებადგავრცელებული ენა.
რომანული ენები არის ერთ-ერთი შტო ინდოევროპული ენების ოჯახისა.
რომანულ ენებში იტალიური განეკუთვნება იტალურ-რომანულ ენების ჯგუფს.
რომანული ენების ჯგუფი თავის დასამაბს იღებს ხალხური ლათინურიდან, ანუ იმ ენიდან, რომელზედაც ლაპარაკობდნენ რომის იმპერიაში შემავალი ხალხები.
იტალიური ენის ფორმირების პროცესი დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებში დასრულდა. ისტორიულად იტალიურის ენად ჩამოყალიბების პროცესი იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი ცენტრალური იტალია, კერძოდ კი უპირატესად ტოსკანის მთავარი ქალაქი, - ფლორენცია გახდა. ფლორენცია არის მშობლიური კუთხე დანტე ალიგიერის, ფრანჩესკო პეტრარკასა და ჯოვანი ბოკაჩოსი. სწორედ ამ მწერლების შემოქმედებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იტალიის საერთო ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებაში, ანუ იტალიური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ტოსკანური დიალექტის, კერძოდ ფლორენციის კილო-კავის საფუძველზე.
იტალიაში არსებობს ბევრი ადგილობრივი დიალექტი, რომლებიც ისე ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ იტალიურის, როგორც საერთოსახელმწიფოებრივი ენის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იტალიის რესპუბლიკის ერთიანი და გამართული ფუნქციონირება. ადგილობრივ დიალექტებზე საუბრობენ გლეხები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნაკლებად მობილურნი არიან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დიალექტების გავლენა იგრძნობა განათლებული იტალიელების მეტყველებაში, უმთავრესად კი წარმოთქმაში.
რიგი დიალექტებისა, როგორებიცაა რომის, ვენეციის, ნეაპოლის დიალექტები უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბდნენ ლიტერატურულ დიალექტებად, ან ენებად. მათზე წერენ რომანებს, ლექსებს, გამოდის პერიოდიკა. ასე მაგალითად XVIII საუკუნის იტალიელი მწერლის, დრამატურგისა და ლიბრეტისტის კარლო გოლდონის პიესები დაწერილია ვენეციის დიალექტზე, ხოლო ნეაპოლიტანურ დიალექტზე წერს თანამედროვე დრამატურგი, რეჟისორი, იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდო დი ფილიპო.
იტალიური ენის გარდა ლიტერატურა გამოდის მის ცალკეულ დიალექტებზეც, რაც არანაირად არ უშლის ხელს იტალიურ ენას იტალიის საერთო სახელმწიფოებრივ ენად ფუნქციონირებაში.
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
იტალია, შვეიცარია, სან-მარინო, ვატიკანი, აშშ, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, ეთიოპია, სომალი, ლიბია, მალტა .
ბილაბიალი წყვილტუჩისმიერები | ლაბიოდენტალი ტუჩკბილისმიერები | ალვეოლარი | პოსტალვეოლარი | პალატალი შუაენისმიერები | ველარი უკანაენისმიერები | |
---|---|---|---|---|---|---|
ნაზალი ცხვირისმიერები | m | n | ɲ | |||
პლოზივი | p, b | t̪, d̪ | k, ɡ | |||
აფრიკატი | t̪s̪, d̪z̪ | tʃ, dʒ | ||||
ფრიკატი | f, v | s, z | ʃ | |||
ტრელი | r | |||||
ლატერალი | l | ʎ | ||||
აპროქსიმანტი | j | w |
იტალიურ ენაში არსებითი სახელის წინ ყოველთვის დგას ერთგვარი დამხმარე სიტყვა, რომელიც ამ არსებითისავე ნაწილს წარმოადგენს, და მიუთითებს მის გრამატიკულ სქესსა და რიცხვზე.
არტიკლის გარეშე მდგარი არსებითის სახელი ხშირ შემთხვევაში გაუგებარს ხდის წინადადების აზრს, და პირიქით უარსებითოდ არტიკლს არანაირი ფუნქცია არ ექნებოდა.
მხოლობითი რიცხვი singolare | მრავლობითი რიცხვი plurale | |
---|---|---|
მამრობითი სქესი maschile | il | i |
მდედრობითი სქესი femminile | la | le |
მხოლობითი რიცხვი singolare | მრავლობითი რიცხვი plurale | |
---|---|---|
მამრობითი სქესი maschile | un | (déi) |
მდედრობითი სქესი femminile | una | (délle) |
ფრაზები და სიტყვები
რიცხვები
This article uses material from the Wikipedia ქართული article იტალიური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.