ისტორია

ისტორია (ბერძ.

historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) — ისტორიას შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:

ისტორია
ისტორია - ნიკოლაოს გიზისი (1892)

1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.

2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტორიული მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

ისტორია
ისტორია - ფრედერიკ დილმანი (1896)

ეტიმოლოგია

ტერმინი ისტორია (ιστορία, historia ) ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მონათხრობს წარსულის შესახებ.

ისტორიულ მეცნიერებათა სისტემა

  • ისტორიის დარგები
  • მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

ისტორიული მეცნიერების ისტორია

თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია.

პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა „ისტორია“, რაც ძველბერძნულად „აღმოჩენას, გამოკვლევას“ ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს „ისტორიის მამა“ უწოდა.

ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინები

  • ისტორიული დროის აღრიცხვა
  • ისტორიული წყაროები
    ანალები – მატიანე – ქრონიკა – ხელნაწერი
  • საზოგადოებრივი ფორმაციები
  • სახელმწიფო და საზოგადოება
  • ტიტულები და თანამდებობები

გამოჩენილი ისტორიკოსები

ისტორიული დაწესებულებები

  • ისტორიის ინსტიტუტი
  • ისტორიული არქივი
  • ისტორიული მუზეუმი
  • ისტორიული სკოლა
  • საისტორიო საზოგადოება

ისტორიების კლასიფიკაცია

ისტორიული ხასიათის ინფორმაციას, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, ყოფენ მრავალი ასპექტის მიხედვით, როგორებიცაა: რეგიონები და ქვეყნები, კულტურები და ხალხები, მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგები, ქრონოლოგია და თემატიკა და სხვა. შესაბამისად, არსებობს მრავალი სხვადასხვა კლასიფიკაცია, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც აქ არის წარმოდგენილი.

  • საერთო კლასიფიკაცია
    უნივერსალური ისტორია - საზოგადოების ისტორია - ეკონომიკის ისტორია - მეცნიერების ისტორია - ტექნოლოგიის ისტორია - კულტურის ისტორია - ხელოვნების ისტორია - რელიგიის ისტორია – სამხედრო ისტორია

....

....

  • რეგიონული კლასიფიკაცია

....

  • სუბრეგიონული კლასიფიკაცია
    არაბული სამყაროს ისტორია - ბალკანეთის ისტორია - კავკასიის ისტორია

....

  • ნაციონალური კლასიფიკაცია

....

  • ეთნოკულტურული კლასიფიკაცია

....

  • დარგობრივი კლასიფიკაცია

....

  • თემატური კლასიფიკაცია
    ქართული ემიგრაციის ისტორია - ამერიკის კოლონიზაციის ისტორია - გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორია - კალენდრის ისტორია - მე-2 მსოფლიო ომის ისტორია - რენესანსის ისტორია - საფრანგეთის რევოლუციების ისტორია

....

რესურსები ინტერნეტში

ისტორია 
არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ისტორია ეტიმოლოგიაისტორია ისტორიულ მეცნიერებათა სისტემაისტორია ისტორიული მეცნიერების ისტორია ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინებიისტორია გამოჩენილი ისტორიკოსებიისტორია ისტორიული დაწესებულებებიისტორია ისტორიების კლასიფიკაციაისტორია რესურსები ინტერნეტშიისტორია იხილეთ აგრეთვეისტორია სქოლიოისტორიაბერძნული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მაიმუნებიიტალიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისაკუთარი და საზოგადო სახელებინაწლავებიქართველები რუსეთშიმონღოლებიიოჰან სებასტიან ბახიმორალიქართლის სამეფომყინვარწვერიქუნთრუშაწითელაბაგრატის ტაძარისალამურიანა კალანდაძეაღდგომადემარშიქართველური ენებისილიციუმიმთვარეშრი-ლანკასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ბერძნული მითოლოგიამიტოზიოქროს საწმისიაჭარაპოლონეთიანჩისხატიობობებიზმნიზედაკილომეტრიაფორიზმინაცვალსახელისაქართველო IX-X საუკუნეებშიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასალომე სამადაშვილიედუარდ შევარდნაძეტბასიონის ტაძარიბაქტერიებიბალდუინ IV იერუსალიმელიგრიგოლ ხანძთელიქრისტიანობაერთეულთა საერთაშორისო სისტემამსოფლიო მიზიდულობის კანონითუშეთიიუპიტერიბენიტო მუსოლინიმტკვარიბალისტიკური რაკეტაბოლნისის სიონისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაანგარიშთა გეგმაეკოლოგიადისლექსიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს თავდაცვის ძალებისაქართველოს მთებიარაბობა საქართველოშივარძიაეკვატორული კლიმატური სარტყელიალკანიპარტიკულარიზმიკილიან მბაპეFacebookემპათიასიყვარულის დღეუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაჩარლი ჩაპლინიზოდიაქოშიზოფრენიაადიშის ოთხთავიუკრაინარუსთავიხრესილის ბრძოლა🡆 More