ხარება

ხარება — ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი) ქრისტიანულ ეკლესიაში.

აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით). ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.

ხარება
ხარების ბიზანტიური ხატი წმ. კლიმენტის ეკლესიიდან ქ. ოჰრიდში (მაკედონია, IV საუკუნის დასაწყისი)
ხარება
„ხარება“, სანდრო ბოტიჩელი (1489-1490, უფიცის გალერეა, ფლორენცია)

ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

ხარება იესოს შობის შესახებ

პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა მოკრძალებული ქალწული, მარიამი, რომელსაც უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის“. მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ღვთის მადლი იპოვე. დაორსულდები, გაგიჩნდება ვაჟი და სახელად იესოს დაარქმევ. ის იქნება დიდი პიროვნება და ღმერთის ძე ეწოდება. მისცემს მას უფალი მამამისის, დავითის, ტახტს და ქვეყნის აღსასრულამდე იმეფებს იგი იაკობის სახლზე, არ ექნება დასასრული მის მეფობას“.

იმ დროს მარიამი მხოლოდ დანიშნული იყო იოსებზე და ამიტომ გაუკვირდა: „ეს როგორ მოხდება, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“. (ლუკას სახარება 1,26-35; მათეს სახარება 1,20-21)

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 11, გვ. 437, თბ., 1987
  • საბავშვო ბიბლია, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1998 წ., გვ. 290

რესურსები ინტერნეტში

Tags:

12 საუფლო დღესასწაული25 მარტი7 აპრილიგაბრიელ მთავარანგელოზიიესო ქრისტემარიამ ღვთისმშობელისახარებაქრისტიანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ივანე ჯავახიშვილიდედამიწის დღეარაპენეტრაციული სექსიშამქორის ბრძოლა (1195)არსებითი სახელისულხან-საბა ორბელიანიაბსტრაქციაოგანესონიჟანრი ლოლაშვილიივანე მაჩაბელისაქართველოს გეოგრაფიაელინიზმიმეჰმედ IIბეჰემოთითბილისიინგლისური ენაავსტრალია (კონტინენტი)ლამპრობადათა თუთაშხიაბახტრიონი (პოემა)ლიეტუვარომიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)თითაობალუი XIVკარტოფილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაერთა ლიგასაქართველოს დემოგრაფიაკეთილშობილი ირემიკულტურაროდოსის კოლოსიწითელასაქართველოს სახელმწიფო დროშაახალქალაქიმიხეილ ჯავახიშვილიარაბობა საქართველოშითამარ გვერდწითელიევოლუციაიაკობ გოგებაშვილიბაზალეთის ტბავენის კონგრესიუკრაინაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024კურო (ასტროლოგია)კლიმატირელიგიადინოზავრებისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაSWOT-ანალიზიბესლანის ტერაქტიირემისაქართველოს პრემიერ-მინისტრიფემინიზმიჭიამაიასებრნისვეტიცხოველისიმონ Iმღრღნელებიებრაული დღესასწაულებიჩრდილოეთი ამერიკაჩვეულებრივი სელაპილითიუმიკუნილინგუსისაქართველოს დიდი სოფლებიანანურის ციხედელფინებიწრეწირიკათოლიციზმივირუსებიბორჯომიშუშანიკის წამებაორალური სექსიაპენდიციტივიტამინებიხეოფსის პირამიდათახვიჰემოგლობინიმონა ლიზასომხების გენოციდი🡆 More