ხატი (არაბ.: ხაზი, ნაწერი) — ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულება.
მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიაში ხატი ტაძრის ძირითად შემადგენელ ნაწილს და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. კათოლიკურ ეკლესიაში ძირითადად სკულპტურული გამოსახულება ჭარბობს, მართლმადიდებელ ეკლესიაში - ხეზე შესრულებული ფერწერული ხატი. ქრისტიანულ ეკლესიაში უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის კატაკომბებში ხატს სიმბოლურად გამოსახავდნენ. მაგ., იესო ქრისტეს კრავის ან მწყემსის სახით. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, ხოლო IV საუკუნეში ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიურო მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი. თქმულების თანახმად, ტილოზე (უბრუსზე), რომელიც ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე.
ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ასლი ხელთუქმნელი ხატისა, „ანჩისხატის“ სახელწოდებით ცნობილი, ანჩისხატის ეკლესიაში იყო დასვენებული, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგიერთი ხატი სასწაულთმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია ივერიის ღვთისმშობელი ანუ „პორტაიტისა“, სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, სედნაიის ღვთისმშობელი, ილორის წმ. გიორგის ხატი და სხვა. ხატი გვხვდება ლამაისტურ რელიგიაშიც.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხატი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.