კილოგრამი (აღნიშვნა: კგ, kg) — მასის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.
უდრის საერთაშორისო პროტოტიპის მასას, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვი, პარიზთან) და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს.
კილოგრამი | |
---|---|
პლატინა-ირიდიუმის შენადნობისგან დამზადებული კილოგრამის ეტალონი. | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული. |
სიდიდე: | მასა |
სიმბოლო (ქართ): | კგ |
სიმბოლო (საერთ): | kg |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში | 1000 გ. 0,001 ტ. |
იმპერიულ ერთეულებში | ≈ 2.204622622 გირვანქა |
სურათები ვიკისაწყობში |
საზომთა მეტრული სისტემის შექმნისას, XVIII საუკუნეში კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც 1 დმ³ გამოხდილი წყლის მასას უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (4°C), ხოლო 1799 წელს კილოგრამის პროტოტიპი დაამზადეს პლატინისაგან საწონის სახით. კილოგრამის პროტოტიპის მასა ≈ 0,028 გრამით მეტი აღმოჩნდა 1 დმ³ წყლის მასაზე. 1889 წელს მიიღეს კილოგრამის არსებული განსაზღვრა და კილოგრამის საერთაშორისო პროტოტიპად დაამტკიცეს პლატინა (90%) — ირიდიუმის (10%) შენადნობისაგან დამზადებული R-ნიშნიანი (გოთიკური მთავრული „კ“) საწონი, რომელსაც 39 მმ სიმაღლისა და დიამეტრის მქონე ცილინდრის ფორმა აქვს. პროტოტიპიდან დამზადებული 40 ასლიდან ორი (№12 და №26) გადაეცა რუსეთს. №12 ეტალონი სსრკ-ში მიღებული იყო მასის სახელმწიფო პირველად ეტალონად, ხოლო №26 — ეტალონ ასლად.
კილოგრამის ჯერადი და წილობითი ერთეულების დასახელების მისაღებად „გრამს“ უმატებენ თავსართებს: მეგაგრამი (მეგგ, Mg), მილიგრამი (მგ, mg) და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კილოგრამი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.