ინგუშეთი

ინგუშეთის რესპუბლიკა (რუს.

რესპუბლიკის დედაქალაქია მაგასი, უდიდესი ქალაქი კი — ნაზრანი.

ინგუშეთის რესპუბლიკა
ГIалгIай Мохк, ГIалгIайчен республик
Республика Ингушетия
ინგუშეთი
ინგუშეთი ინგუშეთის
დროშა
ინგუშეთი
ინგუშეთის მდებარეობა
დედაქალაქიმაგასი
უდიდესი ქალაქი ნაზრანი
ოფიციალური ენა ინგუშური, რუსული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  ინგუშეთის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი
ფართობი
 -  სულ 3 628 კმ2 (82-ე რუსეთში)
 -  წყალი (%) -
მოსახლეობა
 -  2018 აღწერა 488 043 
 -  სიმჭიდროვე 134,52 კაცი/კმ2 
ვალუტა რუსული რუბლი (RUB)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
ქვეყნის კოდი RU-IN
სატელეფონო კოდი 7
ინგუშეთი

ესაზღვრება ჩეჩნეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს. შეიქმნა 1992 წლის 4 ივნისს.

ისტორია

ინგუშეთი რუსეთის ნაწილია 1810 წლიდან. 1921-24 წლებში ის საბჭოთა მთიანი რესპუბლიკის ნაწილია, რომელიც კავკასიაში დაარსდა. ინგუშთა ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეიქმნა. 1934-1992 წლებში ის მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მცირე პერიოდის გარდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ინგუშებს ნაცისტებთან თანამშრომლობა დააბრალა და მთელი მოსახლეობა ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. მათი ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა და პრიგოროდნი რაიონი მეზობელ ოსეთს მიუერთდა. 1950-იან წლებში ინგუშებს ამნისტია გამოუცხადეს და დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა პრიგოროდნი რაიონი ისევ ოსეთის ნაწილად რჩებოდა და იქ გადმოსახლებული ოსები დაბრუნება-მოწადინებულ ინგუშებს ალმაცერად უყურებდნენ.

დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ; ჩრდილო კავკასია პირველი იყო სადაც მწვავე ინტერეთნიკური კონფლიქტები წამოიწყო რუსეთის ფედერაციაში. 1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ათობით ათასი ინგუში აიძულეს საკუთარი სახლებიდან აყრილიყვნენ პრიგოროდნი რაიონიდან, ერთ დღეში, მას შემდეგ რაც არაკონტროლირებადი ინგუშთა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება ნაზრანიდან ოსეთის ტერიტორიაზე აგრესიულ თავდასხმას ახორციელებს.

მას შემდეგ ლტოლვილთა განსახლება მწვავე პრობლემად აწევს ინგუშეთის მთავრობას, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს უკიდურესად მაღალი (50%) უმუშევრობა, ეკოლოგიური კრიზისი, რუსეთის ჯარების მაღალი კონცენტრაცია მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო და ყოველივე ამას დამატებული მეზობელი რაიონებიდან შემოხიზნული ჩეჩენი ლტოლვილები. ოსეთთან ლტოლვილების დაბრუნების საკითზე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

2002 წელს დედაქალაქი ნაზრანიდან მაგასში გადაიტანეს.

2004 წლის ივნისში შეიარაღებული დაჯგუფების 570 წევრი შეიჭრა ინგუშეთში და ნაზრანის აღება მოინდომა, შედეგად მოკლულ იქნა 90-მდე მოქალაქე. რუსეთმა თავდახმის ორგანიზაციაში ჩეჩენთა სამხედრო ლიდერი შამილ ბასაევი დაადანაშაულა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ინგუშეთი ადმინისტრაციულად იყოფა ოთხ რაიონად და ხუთ საქალაქო ოლქად.

სახელი ადმინისტრაციული
ცენტრი
1 ჯეირახის რაიონი სოფელი ჯეირახი
2 მალგობეკის რაიონი ქალაქი მალგობეკი
3 ნაზრანის რაიონი ქალაქი ნაზრანი
4 სუნჯის რაიონი ქალაქი სუნჯა
I ყარაბულაქის საქალაქო ოლქი ქალაქი ყარაბულაქი
II მაგასის საქალაქო ოლქი ქალაქი მაგასი
III მალგობეკის საქალაქო ოლქი ქალაქი მალგობეკი
IV ნაზრანის საქალაქო ოლქი ქალაქი ნაზრანი
V სუნჯის საქალაქო ოლქი ქალაქი სუნჯა

რესურსები ინტერნეტში

ინგუშეთი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ინგუშური ენამაგასინაზრანირუსეთის ფედერაციარუსული ენასამხრეთის ფედერალური ოკრუგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პუნიკური ომებიხინკალიდუბაიცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიგერმანიის გაერთიანება (1871)თრომბოციტებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)აშშ-ის სამოქალაქო ომიდიდი პარასკევითითაობაავტომობილისაქართველოს დიდი სოფლებიალკანიგეორგიევსკის ტრაქტატიზედსართავი სახელიარისტოტელეთედო ჯაფარიძეკონსერვატიზმიბირთვული იარაღიყივანახველაყვარყვარესაქართველოს სატელეფონო კოდებისარკაზმიძველი ეგვიპტესაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)საქართველოს დემოგრაფიასაქართველოალგეთის ეროვნული პარკირომიჰიპერბოლა (ენა)ქართული გვარიჰაერიკოპენჰაგენიაშშ-ის პრეზიდენტების სიადედამიწანათურაკუბური მეტრირომის იმპერიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიამფიბიებიპიერ პაოლო პაზოლინიმამუკა მდინარაძემასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაანანურის ციხერითმაივანე ჯავახიშვილიბენიტო მუსოლინიტუბერკულოზითეიმურაზ IIჯვაროსნული ლაშქრობებიედუარდ შევარდნაძეანა კალანდაძეზაქარია ფალიაშვილიბუნებრივი გადარჩევაპარიზის სამშვიდობო კონფერენციაკონცეფციაეროვნული პარკიმგელიშფოთვითი აშლილობებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჯემალ ქარჩხაძედიმიტრი ყიფიანიიმერეთიქეთევან დედოფალიენერგიასაქართველო VI საუკუნეშიანტარქტიდათაკო ჩხეიძეიგავ-არაკიელექტრული დენიბახტრიონი (პოემა)ლაშა შავდათუაშვილიპროპაგანდალაშა ბექაურიპირველი მსოფლიო ომიდენის ძალადუბაის საამიროთამარ მეფე🡆 More