ვარდან მამიკონიანი

ვარდან მამიკონიანი (სომხ.

388 — გ. 26 მაისი, 451) — სომეხი სარდალი, სომხეთის ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელი ტარონიდან. მამიკონიანები მემკვიდრეობით სპასპეტები (მხედართმთავრები) იყვნენ.

ვარდან მამიკონიანი
ვარდან მამიკონიანის აკლდამა ქალაქ ხოისთან

სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის ცნობით, მამიკონიანები ჭენთა — ჩინეთის სამეფო გვარის შთამომავლები არიან. სხვა მოსაზრებით, „ჭენ“ აქ „ჭანს“ (ერთ-ერთ ქართველურ ტომს) უნდა ნიშნავდეს (ნიკოლოზ ადონცი, ნიკოლოზ ჯანაშია). მამა ვარდან მამიკონიანისა — სომხეთის სპასპეტი ამაზასპ მამიკონიანი, დედა — საკაჰანუში, სომეხთა კათალიკოსის საჰაკ დიდის ასული იყო.

432 წელს მამიკონიანი სომხეთის სპარაპეტი გახდა. იგი გაიწვიეს ირანში და მიაღებინეს სახელმწიფო რელიგია — ზოროასტრიზმი. მაგრამ სომხეთში დაბრუნების შემდეგ, 450-451 წლებში, სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენიმეჯერ დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა მთავრობის მეთაური გახდა. დაიღუპა 451 წლის 26 მაისს ავარაირის ბრძოლაში (მდინარე თხმუტის ნაპირზე, ნახიჩევანის დასავლეთით). მამიკონიანი როგორც ისტორიული პირი იხსენიება იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვარდან მამიკონიანი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

26 მაისი388451სომხებისომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნეპოტიზმიქართული გვარიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასაჰარარუსუდანიკანადალებომბოს მთებიქეთო და კოტე (ოპერა)სამეგრელოანდრია მოციქულიქვეწარმავლებითვითმფრინავის ბიჭების საქმეალეგორიამზებოშებისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ნაკიანი წელიწადიგასტრიტივენის კონგრესიძველი საბერძნეთიგრიგოლ ორბელიანიფემინიზმიჰიპოთეზახმოვანიწყნარი ოკეანეექსპრესიონიზმიალაზანიკილიმანჯაროდიდგორის ბრძოლაასტიგმატიზმიტოლგვერდა სამკუთხედითეატრიანდებიმაცივარივეფხვიტრეფიკინგირევაზ ინანიშვილიქართლიგაერთიანებული ერების ორგანიზაციათავისუფლების ქანდაკებარელიეფის ფორმებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალილოცვა ეფრემ ასურისამღრღნელებისოციალიზმიბახტრიონის ბრძოლაქართლ-კახეთის სამეფობეჰემოთიპოლიტიკური გეოგრაფიაგოდერძის ნამარხი ტყევეფხისტყაოსანი9 აპრილის ტრაგედიაოცდაათწლიანი ომიოქტავიანე ავგუსტუსიტუბერკულოზინატურალური რიცხვიქართველები რუსეთშითბილისის ისტორიაალექსანდრე ყაზბეგითახვისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიჰაერის დაბინძურებალურჯი ვეშაპისამანიშვილის დედინაცვალირეზოლუციაკონვექციასამკურნალო მცენარეებიჰოლოკოსტიაფხაზებიალექსანდრე მაკედონელიპოპ-მუსიკაგერმანიაინდუსტრიული რევოლუციაერთიანი ნაციონალური მოძრაობაკილომეტრისიმკვრივეხელოვნებაპოტსდამის კონფერენცია🡆 More