დამწერლობის სისტემების სია

ქვემოთ მოცემულია დამწერლობის სისტემების სია, რომელიც დალაგებულია სხვდასხვა საერთო ნიშნების მიხედვით.

დამწერლობის სისტემების სია
მსოფლიოს დამწერლობის სისტემები დღეს
დამწერლობის სისტემების სია

დასაწყისში მოცემულია დამწერლობის გავრცელებული სახელი, რომელსაც მოჰყვება (ფრჩხილებში) ენა (ენები) რომლებიც აღნიშნულ დამწერლობას იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ენის სახელი დამწერლობის დასახელებისგან განსხვავდება. ზოგჯერ, მოცემულია დამატებითი ინფორმაცია შენიშვნების სახით.

პიქტოგრაფიული/იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემები

იდეოგრაფიული დამწერლობები (რომლებშიც გრაფიკული ნიშნები იდეოგრამებია, ანუ გადმოსცემს იდეებს და კონცეფციებს ნაცვლად ენის სიტყვებისა) და პიქტოგრაფიული დამწერლობები (სადაც გრაფიკული ნიშნები სურათ-ხატოვანი ხასიათისაა), ჯონ დეფრანსისის და ჯ. მარშალ ანგერის მიხედვით, ვერ გადმოსცემენ ყველაფერს, რასაც ენა გამოხატავს, შესაბამისად, დამწერლობის სრულყოფილი სისტემა შეუძლებელია იყოს იდეოგრაფიული ან პიქტოგრაფიული, რადგან იგი კავშირში უნდა იყოს ენასთან, რათა ამ ენის გამომხატველობითი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.

მიუხედავად იმისა, რომ პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობები ახლაც არსებობს, არ არსებობს მათი წაკითხვის ერთი მეთოდი, რადგანაც არ არსებობს შესატყვისობა სიმბოლოებსა და ენას შორის. იეროგლიფები მათ გაშიფრვამდე ხშირად მიიჩნეოდა იდეოგრაფიულად და ჩინური დამწერლობა დღესაც, შეცდომით, ხშირად ითვლება იდეოგრაფიულად. ზოგიერთ შემთხვევაში იდეოგრაფიული დამწერლობით შესრულებული ტექსტის წაკითხვა მხოლოდ მის ავტორს შეუძლია, რის გამოც, ხშირად ითვლება, რომ იდეოგრაფიული ტექსტები წაკითხვის ნაცვლად ინტერპრეტაციას ექვემდებარება. მსგავსი სისტემები ხშირად ასრულებს მნემონიკური მინიშნებების როლს ზეპირი წაკითხვისთვის და მათზე შესრულებული ტექსტი ზეპირ საუბარში განივრცობა.

  • ადინკრა (განა)
  • აცტეკური დამწერლობა – ნაუატლი (შეიცავს მარცვლოვან და ლოგოგრაფიულ ელემენტებსაც)
  • ოჯიბვეს დამწერლობის სისტემები – ოჯიბვე (ენა)
  • დონგბა – ნასი – ხშირად გამოიყენება გებას მარცვლოვან დამწერლობასთან ერთად.
  • ემოჯი – გამოიყენება ელექტრონულ კომუნიკაციაში.
  • ერსუს დამწერლობა (შაბა 沙巴) – ერსუ
  • კაიდა
  • ლუსონა
  • ნსიბიდი – ეკოი, ეფიკი, იგბო
  • სიგლაშ პოვეირაში
  • მიკმაქი – მიკმაქი – გააჩნია ფონეტიკური კომპონენტებიც.
  • ტესტერიანი – გამოიყენებოდა მექსიკაში ქრისტიანი მისიონერების მიერ.

აგრეთვე, არსებობს სიმბოლოთა სისტემები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ენების, ან ენების გარდა სხვა სისტემების რეპრეზენტაციისთვის:

  • ბლისსიმბოლიკა (Blissymbols) – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემა, რომელიც, მეტწილად ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის (Augmentative and Alternative Communication, AAC) გამოიყენება.
  • iConji – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობა, გამოიყენება სოციალურ ქსელებში.
  • იზოტოპი (ხატოვანი ენა)
  • სხვადასხვა სახის ნოტაციის სისტემები

ხაზოვანი B ასევე მოიცავს იდეოგრამებს.

ლოგოგრაფიული დამწერლობის სისტემები

ლოგოგრაფიულ დამწერლობებში გლიფები წარმოადგენს სიტყვებს ან მორფემებს (სიტყვების ის ნაწილები, რომლებიც მნიშვნელობას ატარებს) და არა ფონეტიკურ ელემენტებს.

არცერთი ლოგოგრაფიული დამწერლობა არ შედგება მხოლოდ ლოგოგრამებისგან. ყველ ამათგანი შეიცავს ფონეტიკურ ელემენტებსაც. ეს ფონეტიკური ელემენტები შეიძლება გამოყენებული იყოს დამოკიდებლად, მაგალითად, გრამატიკული ფლექსიების ან უცხოური სიტყვების გადმოსაცემად, ან წარმოადგენდეს ლოგოგრამების ფონეტიკურ დამატებებს ისეთი ლოგოგრამის შინარსის დაზუსტების მიზნით, რომელსაც შესაძლოა, ერთზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩინურის შემთხვევაში, ფონეტიკური ელემენტი თავად ლოგოგრამაშია ჩაშენებული; ეგვიპტურ და მაიას დამწერლობაში ბევრი გლიფი (სიმბოლო) წმინდად ფონეტიკურია, ხოლო სხვები კონტექსტის მიხედვით ფონეტიკურ ან ლოგოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს. ამ მიზეზით სპეციალისტები მათ ზოგჯერ ლოგოსილაბურ (ერთდროულად ლოგოგრაფიულ და მარცვლოვან) დამწერლობებადაც მოიხსენიებენ.

თანხმოვნებზე დაფუძნებული ლოგოგრაფიული დამწერლობები

მარცვლოვანი ლოგოგრაფიული დამწერლობები

მარცვლოვანი დამწერლობები

მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაში სიმბოლოები მარცვლებს ან მორებს აღნიშნავენ.

  • აფაკა – ნდიუკა
  • იუგტუნი (ალასკური დამწერლობა) – იუპიკური ენა
  • ბეტე (დამწერლობა)
  • ჩეროკი – ჩეროკი (ენა)
  • კვიპროსული დამწერლობა – ბერძნულის არკადოკვიპროსული დიალექტი
  • გება – ნასი
  • იბანი, იგივე დუნგინგი – იბანი
  • კანა – იაპონური (უმეტესად გამოხატავს მორებს და არა მარცვლებს)
  • კიკაკუი – მენდე
  • კპელე – კპელე
  • ხაზოვანი B – ბერძნული ენის მიკენური დიალექტი
  • ლისუ – ლისუ
  • ლომა – ლომა
  • მასაბა – ბამბარა
  • ნიუშუ – ჩინური
  • ნუაგუ ანეკე – იგბო (ენა)
  • ვაი – ვაი
  • ვოლეაი – ვოლეაი (სავარაუდოდ, მარცვლოვანი)
  • იი (თანამედროვე) – იის (ლოლო) სხვადასხვა ენები

ნახევრადმარცვლოვანი სისტემები

ამ სისტემათა უმეტესობა თანხმოვანთა და ხმოვანთა ზოგიერთ კომბინაციას ერთი სიმბოლოთი გამოსახავს, ხოლო სხვებს ხმოვნით და თანხმოვნით. ძველი სპარსულის შემთხვევაში ყველა თანხმოვანი იწერებოდა, რის გამოც იგი უფრო ანბანურ დამწერლობად ითვლება, ვიდრე სილაბურად. იაპონურში იგივენაირი სისტემა უცხოური ენებიდან ნასესხები სიტყვებისთვის გამოიყენება; მაგალითად, [tu] იწერება როგორც [to]+[u], ხოლო [ti] როგორც [te]+[i]. ძველესპანური ნახევრადმარცვლოვანი დამწერლობები მსკდომი თანხმოვნებისთვის სილაბურ სისტემას იყენებდა, ხოლო სხვა შემთხვევაში ანბანურს.

ტარტესიული დამწერლობა ტიპოლოგიურად ანბანურსა და პალეოესპანურ ნახევრადსილაბურ დამწერლობებს შორის დგას. მკსდომი თანხმოვნებისთვის გამოსაყენებელ სიმბოლოს მათი მომდევნო ხმოვანი განსაზღვრავდა, როგორც ეს ნახევრადმარცვლოვნებს ახასიათებს, თუმცა, მომდევნო ხმოვანი მაინც იწერებოდა, ანბანური დამწერლობების მსგავსად, რის გამოც იგი ზოგჯერ ანბანურ, ხოლო ზოგჯერ ნახევრადსილაბურ დამწერლობად განიხილება. ჟუიინი ნახევრადსილაბურია განსხვავებული გაგებით: მასში სიმბოლოები მარცვლების ნახევარს გამოხატავს. მაგალითად, მარცვალი kan იწერება, როგორც k-an და არა, როგორც k-a-n.

  • ბამუმი – ბამუმი (კამერუნი, დეფექტური სილაბური დამწერლობა, რომელიც ანბანურ პრინციპებსაც იყენებს)
  • ბოპომოფო – ფონეტიკური შრიფტი ჩინურის სხვადასხვა ვარიანტების ჩასაწერად
  • ესკაიანი – ბოჰოლის პროვინცია, ფილიპინები (მარცვლოვანი დამწერლობა, რომელიც ანბანურზე უნდა იყოს დაფუძნებული; შეიცავს გარკვეულ ანბანურ ელემენტებს)
  • ხომის დამწერლობა – ბაჰნარული ენები
  • ხაზოვანი ელამური – ელამური ენა
  • ძველი ესპანური დამწერლობები – ძველი ესპანური ენები
    • კელტიბერიული დამწერლობა – კელტიბერიული ენა
    • ჩრდილო-აღმოსავლეთ იბერიული დამწერლობა – იბერიული ენა
    • სამხრეთ-აღმოსავლეთ იბერიული დამწერლობა – იბერიული ენა
    • სამხრეთ-დასავლური პალეოესპანური დამწერლობა – ტარტესიული ენა
  • ძველი სპარსული სოლისებრი დამწერლობა – ძველი სპარსული ენა

სეგმენტური დამწერლობები

სეგმენტური დამწერლობები შედგება ნიშნებისგან, რომლებიც ენის ბგერებს, ანუ ფონემებს (საბაზისო ხმოვან ელემენტებს) გამოსახავენ.

აღსანიშნავია, რომ ზუსტი შესატყვისობა დამწერლობის ნიშნებსა და ენის ფონემებს შორის იშვიათად არსებობს. კონკრეტული ბგერა, შესაძლებელია, ნიშანთა შეთანხმებით გადმოიცემოდეს, ერთი და იგივე ბგერა შეიძლება რამდენიმე განსხვავებული ნიშნით იყოს გადმოცემული, ან ერთი და იგივე ნიშანი, შეიძლება, რამდენიმე ბგერას გადმოსცემდეს. ბევრ ენაში ყველა ზემოთაღნიშნული მოვლენა გვხვდება.

სეგმენტური დამწერლობები შეიძლება დამატებით დაიყოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ბგერებს გადმოსცემენ ისინი:

კონსონანტური დამწერლობები

კონსონანტური დამწერლობები (აბჯადები) სეგმენტური სისტემებია, რომლებიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს შეიცავს, ან ხმოვნების აღნიშვნა სურვილისამებს, დიაკრიტიკული ნიშნებით ხდება, ან ხმოვნები მხოლოდ სიყვების დასაწყისში იწერება.

ნამდვილი ანბანები

ნამდვილი ანბანი როგორც თანხმოვნების, ისე ხმოვნებისთვის ცალკე ნიშნებს შეიცავს.

ხაზოვანი არათვისობრივი ანბანები

დამწერლობის სისტემების სია 
ევროპის ქვეყნებში გამოყენებული დამწერლობის სისტემები.
  ბერძნული და ლათინური
  ლათინური
  ლათინური და კირილიცა
  კირილიცა
  ლათინური და სომხური
  სომხური

ხაზოვანი ანბანები შედგება ზედაპირზე გამოსახული ხაზებისგან, მაგალითად, მელნით ფურცელზე.

თვისობრივი ხაზოვანი ანბანები

თვისობრივი დამწერლობის სისტემები შეიცავს ელემენტებს, რომლებიც მიუთითებს არტიკულაციის კომპონენტებს, როგორიცაა ბაგისმიერი თანხმოვნები, აფრიკატები ან უკანა რიგის ხმოვნები. სხვადასხვა თვისობრივი დამწერლობა სხვადასხვა რაოდენობის და სახის თვისებებს მიუთითებს.

  • ამერიკული ნიშნების ენის ანბანი
  • დიტემა – სამხრეთის ბანტუს ენები
  • დიუპლუას სტენოგრაფიული შრიფტი – ფრანგული ენა
  • გრეგის სტენოგრაფიული შრიფტი – ინგლისური ენა
  • ჰანგული – კორეული ენა
  • ოსეიჯი – ოსეიჯი
  • შოუს დამწერლობა – შემოთავაზებული იყო ინგლისურისთვის, ხმარებაში არასოდეს მიღებულა
  • SignWriting (ნიშნების ენა) და მისგან წარმოშობილი si5s and ASLwrite – ჟესტების ენები
  • სტოუკის ნიშნების ენა  – ამერიკული ნიშნების ენა
  • ტენგუარი (ფიქციური დამწერლობა, შექმნილი ჯ. რ. რ. ტოლკინის მიერ)
  • ხილული საუბარი (ფონეტიკური შრიფტი)

შენიშვნები

სქოლიო

Tags:

დამწერლობის სისტემების სია პიქტოგრაფიულიიდეოგრაფიული დამწერლობის სისტემებიდამწერლობის სისტემების სია ლოგოგრაფიული დამწერლობის სისტემებიდამწერლობის სისტემების სია მარცვლოვანი დამწერლობებიდამწერლობის სისტემების სია სეგმენტური დამწერლობებიდამწერლობის სისტემების სია შენიშვნებიდამწერლობის სისტემების სია სქოლიოდამწერლობის სისტემების სია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა ნინოგანახლებადი ენერგიაწყალიმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაალექსანდრე იოსელიანიაფრიკამასონობარამადანინავთობიიაკობ გოგებაშვილიელისაბედ IIგიორგი V ბრწყინვალესაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტბაალკოჰოლური სასმელიუდაბნოფრინველებიპითაგორას თეორემაბაქტერიებიცივი ომიდემეტრე II თავდადებულივახტანგ I გორგასალიგაერთიანებული სამეფომონღოლთა ბატონობა საქართველოშიშვედეთიბუღა თურქის შემოსევაიესო ქრისტედავით IIIმეჩეთიგაზაფხულითაშმიჯაბიდედამიწის ისტორიაჭიათურაინდუსტრიული რევოლუციაDisney+დავით გურამიშვილიაფხაზეთის ისტორიაირლანდიასოფელიძველით ახალი წელიალუდა ქეთელაურინიკეის პირველი საეკლესიო კრებამინერალებიდუბაის საამიროდავითგარეჯაცხოველებიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობასოციოლოგიანაკიანი წელიწადილეონიდ ბრეჟნევიასპერგერის სინდრომილუარსაბ IIქართული მუხაოქსიმორონიალაზანიილონ მასკიდაუნის სინდრომიმეგობრობაჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს ოქროს ხანამალტარითმათურქეთიგლობალური დათბობაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშითბილისის შემოერთება (1122)ყვავილოვანი მცენარეებიერთა ლიგაკვადრატული კილომეტრისფინქსიილია IIეზოპეძველი საბერძნეთიახალი ზელანდიაარქეოლოგიაარხანგელსკივატიკანინაციონალ-სოციალიზმი🡆 More