ინდიელები — ამერიკის წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ.
ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.
ინდიელები-საერთო სახელწოდება ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისა (ალეუტების და ესკიმოსების გარდა). სახელწოდება წარმოიშვა პირველი ევროპელი ზღვით მოგზაურების (ქრისტეფორე კოლუმბის და სხვების)მცდარი წარმოდგენიდან, რომლებსაც ეგონათ, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე ინდოეთის მიწა აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიურად ინდიელები ამერიკანოიდულ რასას მიეკუთვნებიან. დაახლოებით, ამერიკაში ინდიელთა საერთო რაოდენობა 30 მლნ-ზე მეტია (1960-ანი წლების შეფასებით). 21-ე საუკუნის დასაწყისში მათმა საერთო რაოდენობამ 60 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო ე.წ „დეტრიბალიზებული“ (ინდიელები, რომლებმაც ტომური ნიშნები დაკარგეს) ინდიელების აღწერის ჩათვლით, დაახლოებით 75 მლნ-ს აჭარბებს. ამჟამად ინდიელების სახელწოდება ათასამდე სხვადასხვა ხალხს აერთიანებს, XV ს-ის ბოლოს კი ასეთი ხალხების რაოდენობა დაახლოებით 2200 იყო.
ინდიელები იყოფიან ე.წ. ამერინდიურ ეთნოლინგვისტურ ოჯახებად: ალგონკინურ-მოსური, ანდო-ეკვატორული, აცტეკურ-ტანური, ჟე-პანო-კარიბული, ხოკა-სიუ, მაკრო-ოტომანგუა, მაკრო-ჩიბჩა, ნა-დენე, პენუტური, ტარასკული.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ინდიელები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.