გავრილოვის ღამე

გავრილოვის ღამე (რუს.

გავრილოვის ღამე
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. აქციის მოთხოვნები ერთ-ერთი მონაწილის ხელში.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

მოვლენათა განვითარება

გავრილოვის ღამე 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.
გავრილოვის ღამე 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ავლაბრის სასახლე) ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში გამართული მიღება საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დატოვა. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც სიტყვით გამოდიოდა რუსი დეპუტატი, ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა.

20 ივნისს რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. ასამბლეის სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდიუმში შეიჭრნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. ასამბლეა იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონში“ გადასულიყო.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანმხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციელთა მიმართულებით, რომლებიც პარლამენტის შესასვლელს იცავდნენ, აქციის მონაწილეთა ნაწილის მიერ ნასროლმა სხვადასხვა საგნებმა და ხელჩართულმა ჩხუბმა რამდენიმე პოლიციელის დაშავება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს. დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.

საპროტესტო აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. 2019 წლის სექტემბერში გიორგი გახარიამ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

რეაქცია

ხელისუფლების წარმომადგენლები

20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

გავრილოვის ღამე 
„რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე.“

20-21 ივნისს დატრიალებული მოვლენები 25 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი ცნობით, ორი საათის მანძილზე აქციაზე ასამდე ძალოვანი და სულ რაღაც თოთხმეტი მომიტინგე დაშავდა, ხოლო მომიტინგეთა დაშავება ჭყლეტვამ გამოიწვია.

გავრილოვის ღამე 
„ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში და შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, ეს იყო იძულებითი აუცილებლობა.“

საერთაშორისო საზოგადოება

20 ივნისს პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეეცადა ვითარებაში გარკვევას. ელჩმა ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად 8 ივლისიდან დროებით შეწყდება ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიებები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდება.

პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თბილისში აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გასაგებია ხალხის პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატების ჩამოსვლამ გამოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ქვეყნის ხელისუფლებისა და აქციის მონაწილეების სულისკვეთებას რუსული ოკუპაციის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, „უკრაინა ადასტურებს სოლიდარობას ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“.

შედეგები

2019 წლის 21 ივნისს, აქციის დარბევის შემდეგ, გადადგა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე. 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“

25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მელიას ასევე აეკრძალა რეგისტრაციის ადგილის დატოვება პროკურორის ნებართვის გარეშე.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს და ათ სამართალდამცველს.

სქოლიო

Tags:

გავრილოვის ღამე მოვლენათა განვითარებაგავრილოვის ღამე რეაქციაგავრილოვის ღამე შედეგებიგავრილოვის ღამე სქოლიოგავრილოვის ღამე20 ივნისი201921 ივნისიირაკლი კობახიძერუსული ენასაქართველოს პარლამენტისერგეი გავრილოვი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხური სამოციქულო ეკლესიაიგიკონვექციაგოგირდისაქართველოს ფრინველთა სიააუტიზმიათენიზღარბისებრნითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიენდომეტრიოზილეიკოციტოზივერძი (ასტროლოგია)ხევისბერი გოჩასასწორი (ასტროლოგია)მაცივარიჯემალ ქარჩხაძესაქართველოს ბრძოლების სიაპერსონალური კომპიუტერიკონსტანტინე გამსახურდიაამფიბიებითბილისიკუნილინგუსიელდარის დაბლობინიკოლოზ ბარათაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემაეკოლოგიასლოვაკეთიჰარი პოტერიუქმე დღეები საქართველოშიგიორგი ყიფშიძეპარიზიირანიფუტკრებიშამქორის ბრძოლა (1195)სკოლაპლანეტაკვადრატიფრინველებიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსტამბოლიჭადრაკისავანასოფლის მეურნეობაანდრია მოციქულიძახილის წინადადებამუშთაიდის ბაღისაქართველო XVI საუკუნეშიგარემოს დაცვასაქართველოს დემოგრაფიაქრისტიანობაქვეყნების სიაკალციუმიანდებიბაქტერიებიიმერეთის მხარებორჯომილონდონიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ავტორიტარიზმიბიძინა ივანიშვილიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაიესო ქრისტემსოფლიოს მოსახლეობაბენიტო მუსოლინიჯორჯ გერშვინიუკრაინასანქტ-პეტერბურგითვითმმართველობაევროკავშირითურქეთისაქართველოს მთებიდათა თუთაშხიამონანიება (ფილმი)საქართველოს სამეფოსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაერეკლე II-ის ოჯახიდისიდენტილუდვიგ ვან ბეთჰოვენი🡆 More