2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში

საპროტესტო გამოსვლები საქართველოში (2019-2020) დაიწყო 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი და რუსულ ენაზე წაიყვანა ასამბლეის სხდომა.

საპროტესტო გამოსვლები საქართველოში (2019-2020)
საპროტესტო გამოსვლების მეორე დღე
საპროტესტო გამოსვლების მეორე დღე
თარიღი მასშტაბური გამოსვლების პირველი ეტაპი: 20 ივნისი-ივლისი
მცირე აქციები: ივლისი-13 ნოემბერი
მასშტაბური გამოსვლების მეორე ეტაპი: 13 ნოემბერი-22 იანვარი 2020 მასშტაბური გამოსვლების მესამე ეტაპი: 31 ოქტომბერი, 2020-25 ნოემბერი, 2020
ადგილი თავისუფლების მოედანი
გამომწვევი
მიზეზი
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება და სხდომის რუსულ ენაზე წაყვანა
მეთოდები მასშტაბური გამოსვლები
მონაწილე მხარეები
მთავარი ფიგურები
გიორგი გახარია
ბიძინა ივანიშვილი
შედეგი გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა

გავრილოვის ღამე

2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში 
პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ავლაბრის სასახლე) ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში გამართული მიღება საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დატოვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც სიტყვით გამოდიოდა რუსი დეპუტატი, ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა.

20 ივნისს რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. ასამბლეის სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდიუმში შეიჭრნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. ასამბლეა იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონში“ გადასულიყო.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო. რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანმხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

19:00 საათიდან საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს. დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.

რეაქცია

ხელისუფლების წარმოამადგენლები

20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში 
„რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე.“

20-21 ივნისს დატრიალებული მოვლენები 25 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი ცნობით, ორი საათის მანძილზე აქციაზე ასამდე ძალოვანი და სულ რაღაც თოთხმეტი მომიტინგე დაშავდა, ხოლო მომიტინგეთა დაშავება ჭყლეტვამ გამოიწვია.

2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში 
„ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში და შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, ეს იყო იძულებითი აუცილებლობა.“

საერთაშორისო საზოგადოება

20 ივნისს პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეეცადა ვითარებაში გარკვევას. ელჩმა ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თბილისში აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გასაგებია ხალხის პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატების ჩამოსვლამ გამოიწვია.

მოვლენათა განვითარება

2019 წლის 21 ივნისს, აქციის დარბევის შემდეგ, გადადგა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე. 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“ ამ განცხადებით მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა აქციის მონაწილეების მოთხოვნები, თუმცა მცირე მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

21 ივნისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად 8 ივლისიდან დროებით შეწყდა ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიებები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდება.

25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მელიას ასევე აეკრძალა რეგისტრაციის ადგილის დატოვება პროკურორის ნებართვის გარეშე.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს და ათ სამართალდამცველს.

8 სექტემბერს გიორგი გახარიამ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. 14 და 15 ნოემბერს „ქართული ოცნება“ დატოვა რამდენიმე დეპუტატმა: გიორგი ბეგაძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, მარიამ ჯაშიმ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, გიორგი მოსიძემ და სოფიო ქაცარავამ.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის თავისივე კანონპროექტს ხმა არ მისცეს. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 38 დეპუტატი წავიდა. კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტის გარეთ პროტესტი მოჰყვა, შენობაში კი — ხმაური. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

საპროტესტო აქციები განახლდა 15 ნოემბერს და გაგრძელდა დეკემბრამდე, ამის შემდეგ აქციებმა დიდი მასშტაბები დაკარგა.

18 ნოემბერს პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი მომიტინგეების დასაშლელად, დაკავებული იქნა 18 ადამიანი.

2 დეკემბერს „ქართული ოცნება“ დატოვა აკაკი ზოიძემ.

10 დეკემბერს „ქართული ოცნება“ დატოვა ალექსანდრე ერქვანიამ.

გაერთიანებულ ოპოზიაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაიწყო მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა: 100 მაჟორიტარული და 50 პროპორციული მანდატი. ოპოზიციამ კი მოითხოვა ე.წ. „გერმანული მოდელი“, რომელიც სრულად პროპორციულია. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და სამთავრობო პარტია შეთანხმდნენ ახალ საარჩევნო სისტემაზე, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი.

სქოლიო

Tags:

2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში გავრილოვის ღამე2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში რეაქცია2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მოვლენათა განვითარება2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოში სქოლიო2019-2020 საპროტესტო გამოსვლები საქართველოშისახელმწიფო დუმასერგეი გავრილოვი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლუარსაბ IIარხანგელსკიწინადადებაანგკორ-ვატიმარტივი და შედგენილი რიცხვებიმსოფლიოს მოსახლეობაკანადააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიადედაქალაქიკაიროზედსართავი სახელიYouTubeჯიხვიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიუსუფელირიონირელიეფიქანი (გეოლოგია)გეოგრაფიული გარსიგიორგი I (საქართველოს მეფე)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიევერესტისოციოლოგიაფარნავაზ Iტერენტი გრანელითირკმელიკახეთიკონსტანტინე I დიდიენერგიაუფლისციხეკიევ-პეჩერის ლავრაძაღლინარიყალალეიკოციტებიკალიებირკინის კაციგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაღამურაDisney+პოსტირუსთავიდედამიწამიხეილ ლომონოსოვითემიდამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიხევისბერი გოჩაენგურის ჰიდროელექტროსადგურიმეიოზიერეკლე II-ის ოჯახიფილების ტექტონიკანორვეგიაწითელი წიგნილიპოვეციუკრაინათამარ მეფეწყნარი ოკეანეშიშველთესლოვნებინოე ჟორდანიაწმინდა ნინოალპებიადოლფ ჰიტლერიხეგურიის მხარეპლანეტატრანსპორტივარძიაადიშის ოთხთავირეზო ჩხიკვიშვილიაბრეშუმის დიდი გზამართლმადიდებლობაალუდა ქეთელაურიმცხეთაიტალიადავით კაკაბაძესაქართველო VI საუკუნეშიარგონავტებიკლიმატიზეგამტარობა🡆 More