გაბორონე

გაბორონე (ინგლ.

ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 231 626 ადამიანს. საახელწოდება მიიღო XIX საუკუნის ადგილობრივი მმართველის სახელის მიხედვით.

დედაქალაქი
გაბორონე
ინგლ. Gaborone
ფაილი:Gaborone Montage.png
დროშა
გაბორონე

ქვეყანა ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
კოორდინატები 24°39′25″ ს. გ. 25°54′31″ ა. გ. / 24.65694° ს. გ. 25.90861° ა. გ. / -24.65694; 25.90861
დაარსდა 1964
ადრეული სახელები გაბერონესი
ამჟამინდელი სტატუსი 1969
ფართობი 169 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1014
მოსახლეობა 231 626 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1370,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 31, 35, 39
ოფიციალური საიტი http://www.gov.bw/en/Ministries--Authorities/Local-Authorities/Gaborone-City-Council
გაბორონე — ბოტსვანა
გაბორონე

ისტორია

გაბორონე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარე ქალაქ მაფეკინგთან ერთად იყო ბეჩუანალენდის დედაქალაქი 1969 წლამდე. ახალი დედაქალაქი შენდებოდა 3 წლის განმავლობაში. აშენდა სამთავრობო ოფისები, ელექტროსადგური, საავადმყოფო, სკოლები, სატელეფონო სადგური, რადიოსადგური, ფოსტა, ბანკები, მაღაზიები, ეკლესია, სასტუმროები, სტადიონი და ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძირითადი ინფრასტრუქტურა დამოუკიდებლობის დღისათვის (1966 წლის 30 სექტემბერი) უკვე მზად იყო. ძველი სოფელი გადაიქცა ქალაქის რაიონად, რომელსაც ეწოდა „the Village“ („სოფელი“). გაბორონე ამჟამად აფრიკის ყველაზე დინამიურად მზარდი ქალაქია.

გეოგრაფია

მდებარეობს ზღვის დონიდან 1014 მ სიმაღლეზე. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, რკინიგზის გასწვრივ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გასდევს ბულვარი, რომელიც იწყება ვაგზლიდან, სადაც მდებარეობს ნახევარწრიული სამთავრობო ზონა, აეროპორტამდე.

კლიმატი

ქალაქის კლიმატი ხასიათდება ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელი მშრალი კონტინენტური ჰავით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 24 °C, ივლისის — 12 °C. საშუალოდ აქ წელიწადში აღინიშნება 74 დღე 32 °С-ზე მაღალი ტემპერატურით და 196 დღე 26 °С-ზე მაღალი ტემპერატურით. ამავე დროს, საშუალოდ აღინიშნება 51 დღე 7 °С-ზე დაბალი ტემპერატურით და 1 დღე 0 °С-ზე დაბალი ტემპერატურით.

ნალექები გაბორონეში საკმაოდ იშვიათობაა და არასტაბილურია. მათი დიდი ნაწილი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ნალექების საშუალო წლიური დონე შეადგენს დაახლოებით 500 მმ-ს. ყველაზე მაღალი ტენიანობა შეიმჩნევა ივნისში — 90 %, ხოლო ყველაზე დაბალი სექტემბერში — 28 %.

მოსახლეობა

2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 191 776 ადამიანს: 92 859 მამაკაცს და 98 917 ქალს. შედეგად, ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრობს ბოტსვანის მთლიანი მოსახლეობის 10 %-ზე მეტი. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს გაბორონედან 100 კმ-ზე უფრო ნაკლებ მანძილზე. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ქალაქში შეადგენს 3,4 %-ს, რაც ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია ბოტსვანაში. ეს აიხსნება ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოსახლეობის აქტიური მიგრაციით დედაქალაქში.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 231 626 ადამიანს.

გაბორონეს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1971 1981 1991 2001 2011
18 799 59 657 133 468 186 007 231 626

ეკონომიკა

გაბორონე ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ცენტრია, აქ მდებარეობს ქვეყნის ისეთი ფინანსური ინსტიტუტების შტაბ-ბინები, როგორებიცაა: ბოტსვანის ბანკი, გაბორონეს ბანკი, ბანკი ABC, ბოტსვანის საფონდო ბირჟა, ასევე ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა: Air Botswana, Consumer Watchdog, Botswana Telecommunications Corporation და Debswana (მსოფლიოში უმსხვილესი ალმასების მწარმოებელი). ასევე მდებარეობს აფრიკის სამხრეთის განვითარების თანამეგობრობის შტაბ-ბინა. ამას გარდა, გაბორონეში წარმოდგენილია ისეთი უცხოური კომპანიები, როგორებიცაა: Hyundai, IBM, Daewoo, Volvo, Owens-Corning და Siemens.

2008 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე გაბორონეში შეადგენდა 11,7 %-ს.

ტრანსპორტი

სერ სერეტსე კჰამას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს გაბორონედან ჩრდილოეთით, 25 კმ-ში. რეისები სრულდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ფრანსისთაუნი, ჰარარე, ლუსაკა, მაუნი, იოჰანესბურგი და სხვა. ქალაქზე გადის რამდენიმე მთავარი ავტომაგისტრალი, მათ შორის ტრანსკალაჰარის ავტომაგისტრალი, ავტოტრასა კაირო-კეიპტაუნი, ავტოტრასა № 1 და სხვა. არსებობს სარკინიგზო კავშირი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ საიმედოა აფრიკის სხვა მსხვილ ქალაქებთან შედარებით, უპირატესად წარმოდგენილია სამარშრუტო ტაქსებით. ქალაქის გარეუბნებში მდებარე სოფლები გაბორონესთან დაკავშირებულია საავტობუსო მარშრუტებით.

ჯანდაცვა

შიდსი სერიოზული პრობლემაა ბოტსვანის დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის. გაბორონეს მთლიანი მოსახლეობის 17,1 %-ს აქვს აივ-ინფექცია. ქალებს შორის ეს მაჩვენებელი შეადგენს 20,5 %-ს, მაშინ როდესაც მამაკაცებს შორის — 13,6 %-ია. 45-49 წლის ასაკის პირთა შორის აივ-ინფექციის წილი მაქსიმალურია (35,4 %).

დამეგობრებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გაბორონე ისტორიაგაბორონე გეოგრაფიაგაბორონე კლიმატიგაბორონე მოსახლეობაგაბორონე ეკონომიკაგაბორონე ტრანსპორტიგაბორონე ჯანდაცვაგაბორონე დამეგობრებული ქალაქებიგაბორონე რესურსები ინტერნეტშიგაბორონე სქოლიოგაბორონე2011XIX საუკუნებოტსვანაინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სასწორი (ასტროლოგია)გრიგორიანული კალენდარირიონიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ჭიანჭველასებრნიიან ბაპტისტ ვან ჰელმონტინარიყალაჯაზიკურდღელიგიორგი გოჩოლეიშვილისაქართველოს ქალაქებივულკანიკალანდადათა თუთაშხიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაპენდიციტიჟანა დ’არკიძუძუმწოვრებიAbbey Roadათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკაგაზაფხულიარაბთა გაერთიანებული საამიროებიწყალიამერიკის შეერთებული შტატებიმერაბ დვალიშვილიალფრედ ადლერიკოლხეთის სამეფომცხეთასიყვარულიირემიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაარსებითი სახელიშვეიცარიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასიკვდილით დასჯაოქროს საწმისიკუკის კუნძულებიკლაუს მაინეროკ-მუსიკასაქართველოს სსრ წითელი წიგნივლადიმერ გუცაევივიტალი დარასელიამანგლისირუსეთ-საქართველოს ომი (1921)კირიბატირესპუბლიკალაშა ტალახაძეცენტნერირაგბინიუტონის კანონებიისრაელიჰაერიმცენარეებიცხოველებიაბას I (ირანი)საქართველო IV საუკუნეშიბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა9 აპრილიტრეფიკინგირელიგიააფრიკაბიუჯეტიფინეთირამადანისერხიო რამოსისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმშვილდოსანი (ასტროლოგია)კვადრატიკუჭილაშა შავდათუაშვილილაშა დვალილაშა ბექაურიტაო-კლარჯეთიაზერბაიჯანიენგურის ჰიდროელექტროსადგურიჭინჭარი🡆 More