ამანი

ამანი (არაბ.

წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს. მისი მოსახლეობა 4 007 526 ადამიანს შეადგენს, ამიტომაც იგი მეხუთე ყველაზე დიდი ქალაქია ლევანტის რეგიონში და მეხუთე უდიდესი ქალაქია არაბულ სამყაროში. ითვლება არაბული სამყაროს ერთ-ერთ განვითარებულ და ტურისტულ ქალაქად.

ქალაქი
ამანი
عمان
ამანი
დროშა გერბი
ამანი ამანი

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 31°57′24″ ჩ. გ. 35°55′57″ ა. გ. / 31.95667° ჩ. გ. 35.93250° ა. გ. / 31.95667; 35.93250
ქალაქის მერი ომარ ალმაანი
ფართობი 1,680 კმ²
ცენტრის სიმაღლე 773
მოსახლეობა 2,125,400 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
საფოსტო ინდექსი 11110–17198
ოფიციალური საიტი ammancity.gov.jo
ამანი — იორდანია
ამანი

ამანის მუნიციპალიტეტის დებულების თანახმად, საცხოვრებელი კორპუსები მაქსიმუმ ოთხი სართულით შემოიფარგლება. გარედან შენობები დაფარულია სქელი თეთრი კირქვის ან ქვიშაქვის ფენით. შენობებს, როგორც წესი, აქვს აივნები ყველა სართულზე, გარდა პირველი სართულისა, რომელსაც აქვს წინა და უკანა ეზო. სასტუმროები, კოშკები და კომერციული შენობები გარედაბ ქვით, პლასტმასით ან მინით არის დაფარული. ამ მახასიათებლების გამო ქალაქში თითქმის ყველა შენობა თეთრი ფერისაა, რაც მის არქიტექტურულ სტილს გამორჩეულს ხდის.

დემოგრაფია

2015 წელს ამანის მოსახლეობამ 4 007 526-ს მიაღწია. ქალაქი მოიცავს იორდანიის მთლიანი მოსახლეობის 42%-ს. ქალაქის მიწის ფართობი 1 680 კვადრატული კილომეტრია, ანუ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 2 380 ადამიანია. ამანის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა XX საუკუნის განმავლობაში, ეს გამოიწვია ემიგრანტებისა და ლტოლვილების თანმიმდევრულმა ტალღებმა. 1890 წლიდან 1990 წლამდე მოსახლეობა შესაბამისად 1 000 ადამიანიდან გაიზარდა დაახლოებით 1 000 000 მოსახლემდე, რაც საკმაოდ დიდ ზრდას ნიშნავს ას წელიწადში. მართალია ძირითადი ფაქტორი, რაც მოსახლეობის ტალღას ზრდიდა ბევრი მიგრანტის რაოდენობა იყო, თუმცა ქალაქში ამავე პერიოდში შობადობის დონეც გაზრდილი იყო. ამანი საუკუნეების განმავლობაში იყო მიტოვებული, სანამ ასეულობით ჩერქეზი არ დასახლდა XIX საუკუნეში. დღეს დაახლოებით 40 000 ჩერქეზი ცხოვრობს ამანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ქვეყნის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან იორდანიელებისა და პალესტინელი ემიგრანტებისგან შემოსულმა ახალმა ნაკადმა ქალაქის მოსახლეობა 1930 წლიდან 1947 წლამდე გააორმაგა და 30 000-დან 60 000-მდე გაზარდა. დაახლოებით 10 000 პალესტინელი, ეკონომიკური საკითხების გამო ქალაქში დასახლდა, 1948 წლის ომამდე. ომის დროს იორდანიის მიერ დასავლეთ ნაწილის დაპყრობის გამო, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი პალესტინელი გადავიდა ამანში 1950–1966 წლებში. 1970 წლისთვის მოსახლეობა 550 000 ადამიანს შეადგენდა. კიდევ 200 000 პალესტინელი ჩამოვიდა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ქუვეითიდან გამოძევების შემდეგ. დღესდღეობით, ამანის გარშემო არის რამდენიმე ადგილი სადაც პალესტილენების კონცენტრაცია მაღალია და ამ ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სწორედ ისინი შეადგენენ.

იმის გამო, რომ ამანს არ გააჩნია ღრმა ფესვების მქონე მოსახლეობა, ქალაქს არ აქვს გამოკვეთილი არაბული დიალექტი, თუმცა დიალექტი თანდათანობით ყალიბდება ახალ თაობაში, რომლებიც თავს უკვე ამანის მკვიდრებად თვლიან, განსხვავებით მათი წინაპრებისგან, რომლებიც მეტად ასოცირდებოდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილთან.

რელიგია

ამანში ძირითადად არის სუნიტი მუსლიმი მოსახლეობა და შესაბამისად ქალაქიში მდებარეობს მრავალი მეჩეთი. მთავარ მეჩეთებს შორის არის მეფე აბდულა I-ის მეჩეთი, რომელიც აშენდა 1982-1989 წლებში. იგი დაფარულია ლურჯი მოზაიკით. მეჩეთში 3 000 ადამიანს შეუძლია ერთდროულად ლოცვა. აქ მდებარეობს აბუ დარვეშის მეჩეთი, რომელიც გამოსარჩევია თავისი თეთრი ფერითა და არქიტექტურული სტილით რომელიც უნიკალურია იორდანიისთვის. მეჩეთი მდებარეობს ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში.

ქრისტიანების დიდი რაოდენობა იორდანიაში, კერძოდ, ამანში გადავიდა ალ-სალტიდან. ახლომდებარე „Fuheis“ არის ძირითადი ქრისტიანული ქალაქი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქში დაახლოებით 70 ოჯახია სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმოდგენილი. სულ 16 ისტორიული ეკლესია მდებარეობს ალ-ჯეეჟას რაიონში.

ეკონომიკა

ტურიზმი

ამანი ტურისტთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა არაბული ქალაქებს შორის. 2011 წელს დაახლოებით 1,8 მილიონი ტურისტი ეწვია ამანს და მათ მიერ დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ქალაქში. ამანი და ზოგადად იორდანია, შუა აღმოსავლეთის კერაა სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით. იორდანია იღებს ყველაზე მეტ სამედიცინო ტურისტს რეგიონში და ამ რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ქალაქში წელიწადში იღებს 250 000 უცხოელ პაციენტს, რაც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ნიშნავს.

საბანკო სექტორი

საბანკო სექტორი იორდანიის ეკონომიკის ერთ–ერთი მთავარი საფუძველია. არაბული გაზაფხული აჯანყების შედეგად არაბულ სამყაროში არეულობებისა და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, იორდანიის საბანკო სექტორი განაგრძობდა ზრდას 2014 წელს. ამანი არის საერთაშორისო არაბული ბანკის საბაზო ქალაქი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება კლიენტებს 600-ზე მეტ ფილიალში 30 ქვეყანასა და ხუთ კონტინენტზე. არაბული ბანკი წარმოადგენს ამანის საფონდო ბირჟის 28%-ს.

ტრანსპორტი

აეროპორტები

ამანი 
დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი.

ამანის მთავარი აეროპორტია „დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი“, რომელიც მდებარეობს ამანის სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში. გაცილებით მცირე ზომისაა ამანის სამოქალაქო აეროპორტი, ერთ ტერმინალიანი აეროპორტი, რომელიც ძირითადად ემსახურება შიდა და ახლომდებარე საერთაშორისო მარშრუტებსა და ჯარს. „დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი“ მისი გაფართოება ახლახან დასრულდა, რათა აეროპორტი ყოველწლიურად 16 მილიონ მგზავრს მოემსახუროს. იგი ამჟამად ითვლება თანამედროვე დონის აეროპორტად და 2014-2015 წლებში დასახელდა „შუა აზიის საუკეთესო აეროპორტად“.

გზები

ამანში არის ვრცელი საგზაო ქსელი, თუმცა ტერიტორიის მთიანი რელიეფი ხელს უშლის ზოგიერთი ძირითადი გზის შეერთებას. აბდუნის ხიდი ითვლება ამანის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად. ქალაქში ემიგრანტების ტალღამ განაპირობა ახალი გზების სწრაფად მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის მატებისა და ქალაქის გაფართოების მიუხედავად გზების მშენენბლობა შეზღუდულია. ამიტომაც ქალაქში ხშირია საცობები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც უამრავი ტურისტი ჩამოდის.

განათლება

ამანი 
ალ-ისრას უნივერსიტეტი ამანში.

ამანი განათლების ძირითადი რეგიონალური ცენტრია. ამანი იორდანიის მასშტაბით მასპინძლობს ყველაზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს. ამანში სულ 20 უნივერსიტეტია. ქალაქში მდებარეობს იორდანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. ქალაქში არის 448 კერძო სკოლა, რომელთა სასწავლო პროცესში მონაწილეობას იღებს 90 000 მოსწავლე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ამანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ამანი დემოგრაფიაამანი ეკონომიკაამანი ტრანსპორტიამანი განათლებაამანი ლიტერატურაამანი რესურსები ინტერნეტშიამანი სქოლიოამანიარაბული ენაარაბული სამყაროიორდანიალევანტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თეიმურაზ Iსაქართველოს ფრინველთა სიაგრიგოლ ხანძთელისაქართველოს პრეზიდენტიქუნთრუშაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიანჯელინა ჯოლიდავით IIIსოლომონ მეფესტამბოლიძალამსოფლიოს შვიდი საოცრებალონდონიიაპონიაშინაური კატადუბაის საამიროდათვიკალიებიოქროს კვეთაკურდღელისაქართველო IX-X საუკუნეებშიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისინონიმებისინგაპურიავოკადოდეციმეტრიValve Corporationრომბირომანტიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაქიმიური ელემენტიალცჰაიმერის დაავადებაელენე ახვლედიანირუსეთიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)მთავარი გვერდიიაპონიის კონსტიტუციადემოკრატიადავით გურამიშვილისიმკვრივევანისაქართველოს დემოგრაფიაელექტრული დენიანტონიო ვივალდინოე ჟორდანიადავით Vალკანითავისუფლება (ფილოსოფია)ბრაზილიადიდგორის ბრძოლაქართული დამწერლობაზაქარია ფალიაშვილიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიოქტავიანე ავგუსტუსიმოლური მასაგიორგი I (საქართველოს მეფე)საჭმლის მომნელებელი სისტემაგიორგი ლეონიძეავსტრიანიკო ფიროსმანიძვ. წ. 329ხინკალიშოთა რუსთაველიკონსტანტინოპოლიპაბლო პიკასოსატურნიმონაკოწიწვოვნებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ჰარი პოტერიგარემოს დაბინძურებაივანე მაჩაბელითერგდალეულებიგაერთიანებული სამეფოსამცხე-ჯავახეთის მხარეფოთი🡆 More