ვანი: ქალაქი იმერეთში

ვანი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია ტერმინს „ვანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საფეხბურთო კლუბი სულორი.

ქალაქი
ვანი
ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია
თავისუფლების ქუჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′02″ ჩ. გ. 42°30′43″ ა. გ. / 42.08389° ჩ. გ. 42.51194° ა. გ. / 42.08389; 42.51194
დაარსდა 1981
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3744 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 432
საფოსტო ინდექსი 1900
ოფიციალური საიტი http://www.vani.org.ge
ვანი — საქართველო
ვანი
ვანი — იმერეთის მხარე
ვანი

სახელწოდება

სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“.

გეოგრაფია

ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე, რეგიონის ცენტრ ქუთაისიდან 41 კმ-ზე, უახლოეს აეროპორტ კოპიტნარიდან — 35 კმ-ზე, უახლოეს პორტ ფოთიდან — 80 კმ-ზე.

ისტორია

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარა, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდათი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

ძველი ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი განლაგებულია ქ. ვანის მიმდებარედ არსებულ ბორცვზე და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს. აღნიშნულ გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და კავკასიონის მთები. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მიემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე. აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან გურიისაკენ მიემართებოდა.

ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია 
კოლხეთის სამეფო

ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:

  • ძვ. წ. VI-IV სს.
  • ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც საჩინოს ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია). მარი ბროსეს აღწერით ქანდაკება იყო: „მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით“. ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე...“ სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.

ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: „საჩინოს“ ციხე მშვიდობის გორაზე და მეორე „სებეკას“ ციხე საავადმყოფოს ახლოს მომაღლო ბორცვზე, აქვე შეიმჩნევა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის.

1926 წლისთვის ვანის თემი შედგებოდა 12 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 10 762 ადამიანს, ხოლო ფართობი 65,7 კმ²-ს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3744 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 6404 -- --
2002 ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია  4641 -- --
2014 ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია  3744 1753 1991

რელიგია

ქალაქ ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის 22 მოქმედი ეკლესია. ეპარქია იყოფა ვანისა და ბაღდათის ოლქებად. ეპარქიის მმართველია მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია), ვანის ოლქის მთავარხუცესია დეკანოზი პეტრე (ვალერიან გიორგაძე).

კულტურა

ვანში მოქმედებს სახალხო თეატრი. მისი ისტორია იწყება მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დაიწყო. წარმოდგენები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აივნებზე იმართებოდა 1930 წლამდე, მანამ, სანამ არ დაარსდა „გლეხთა სახლი“. დღევანდელი თეატრის დარბაზი გათვალისწინებულია 600 მაყურებელზე, აქვს ოთხი სარეპეტიციო და ორი საგრიმიორო ოთახი. თეატრი მონაწილეობს სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში, ხოლო 2002 და 2003 წლებში ვანი თავად მასპინძლობდა იმერეთისა და რესპუბლიკურ ფესტივალებს.

ყოველი წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება. 2010 წელს ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა ვანის ცენტრში წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას.

მუზეუმები

ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია 
ანტიკური ხანის ოქროს ნივთები ვანის ნაქალაქარიდან

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). მუზეუმის მისამართია გორგასლის ქ. 33. ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (მის. სოლომონ II-ს ქ. 2).

ცნობილი ადამიანები

იხილეთ აგრეთვე: ვანის მუნიციპალიტეტში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებები.

დაძმობილებული ქალაქები

ლიტერატურა

  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 232-236.

რესურსები ინტერნეტში

ვანი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ვანი სახელწოდებავანი გეოგრაფიავანი ისტორიავანი დემოგრაფიავანი კულტურავანი ცნობილი ადამიანებივანი დაძმობილებული ქალაქებივანი ლიტერატურავანი რესურსები ინტერნეტშივანი სქოლიოვანი200724 ოქტომბერივანის არქეოლოგიური მუზეუმივანის მუნიციპალიტეტიიმერეთის მხარესაქართველოსულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფიტარეთის მონასტერისაქართველოს ოქროს ხანალამპრობათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშინეკერჩხალირელიგიაქართლის ცხოვრებაროდოსის კოლოსიგასტრიტიტყევენის კონგრესიალაზანიYouTubeკრიშტიანუ რონალდურუსეთის იმპერიაქვეშეთიანტიკური ხანაფუტიდედა ენასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიავსტრალია (კონტინენტი)ტროპიკული სარტყლებიგიორგი I (საქართველოს მეფე)იმანუელ კანტიადოლფ ჰიტლერისალომე ზურაბიშვილიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიპაკისტანიწმინდა გიორგიიუდაიზმიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგიორგი ანწუხელიძეავტორიტარიზმიიგავ-არაკიფერმენტებისამკურნალო მცენარეებიფუტკრებიახალციხექართლიიაკობ გოგებაშვილიFacebookთბილისური ეზოევროპადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაიტალიის სერია Aთბილისიფეხბურთიმდინარედოლიქართული ხალხური საკრავებიშენგენის ზონაარაბთა დაპყრობითი ომებიუილიამ შექსპირიმეჰმედ IIრუსთავიმედუზებიღამურამაგნიუმიფობიების სიაკონსერვატიზმისაფრანგეთის ქალაქებინიკოლოზ ბარათაშვილიამფიბიებიგელათის მონასტერიმეორე მსოფლიო ომიადმირალი (პეპელა)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაღორის სოლიტერითხის რქა (ასტროლოგია)ცხელი ძაღლიპარალელოგრამიალკანიშავი ზღვადავით სარაჯიშვილინეიტროფილებიფსორიაზიარაგვიმარო მაყაშვილი🡆 More