ემინემის ალბომი Revival

Revival (სტილიზებული, როგორც RƎVIVAL) — ამერიკელი რეპერ ემინემის მეცხრე სტუდიური ალბომი.

იგი გამოვიდა 2017 წლის 15 დეკემბერს, ლეიბლებზე Aftermath Entertainment, Shady Records და Interscope Records.

Revival
ემინემის ალბომი Revival
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 დეკემბერი, 2017
ჩაიწერა 2016–2017
სტუდია
  • Effigy Studios
  • Shangri-La, მალიბუ, კალიფორნია
  • The Padded Cell
  • Freq Show Music Studios
  • Jabber's Place
  • Jungle City Studios
  • House Of Blessing Studio
  • Larrabee North
  • Encore Studios
  • Record One, ლოს-ანჯელესი
ჟანრი
ხანგრძლივობა 77:39
ლეიბლი
პროდიუსერი
ემინემი — ქრონოლოგია
The Marshall Mathers LP 2
(2013)
Revival
(2017)
Kamikaze
(2018)
სინგლები ალბომიდან Revival
  1. „Walk on Water“
    გამოცემის თარიღი: 10 ნოემბერი, 2017
  2. „River“
    გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2017
  3. „Nowhere Fast“
    გამოცემის თარიღი: 27 მარტი, 2018
  4. „Remind Me“
    გამოცემის თარიღი: 6 ივლისი, 2018 (იტალია)

ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა 2016–2017 წლებში, სხვადასხვა სტუდიაში, ხოლო თანაპროდიუსერების სახით მასზე, სხვებთან ერთად, მუშაობდნენ რიკ რუბინი, სკაილარ გრეი, თავად ემინემი და აღმასრულებელი პროდიუსერი Dr. Dre. დამატებითი შემსრულებლების სახით ჩაწერაში მონაწილეობდნენ ბიონსე ნოულსი, Phresher, ედ შირანი, ალიშა კისი, X Ambassadors, სკაილარ გრეი, კეილანი და პინკი.

ალბომის პირველი სინგლი, „Walk on Water“, ჩაწერილი ბიონსესთან ერთად, გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს. პრომო-სინგლი „Untouchable“, გამოვიდა 8 დეკემბერს, ალბომის გამოსვლამდე ერთი კვირით. 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მეორე ოფიციალური სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის თანამონაწილეობით.

Revival გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე და ამ ჰიტ-აღლუმში იქცა საშობაო პერიოდის #1 ალბომად.

წარმოშობა

ემინემმა ალბომზე მუშაობის შესახებ პირველად ისაუბრა „Campaign Speech“-ის Twitter-ზე ხსენებისას, 2016 წლის ოქტომბერში: „მშვიდად. ალბომზე ვმუშაობ! ამასობაში ამას მოუსმინეთ.“ ხმები შემდეგი ალბომის გამოშვების თარიღის შესახებ გავრცელდა 2016 წლის დასაწყისში. არსებობდა ინფორმაცია, თითქოს დისკი 2017 წლის იანვარში გამოვიდოდა, სახელწოდებით Success. აგრეთვე გავრცელდა სიმღერების ყალბი სია. 2017 წლის თებერვალში და მარტში ამას დაემატა ხმები რედინგში, გლაზგოში და ლიდსში რეპერის დაგეგმილი კონცერტების შესახებ. სხვადასხვა სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ამ გამოსვლის გამო აუცილებელი იყო ახალი მასალის მომზადება, რათა ემინემი ახალი მასალით გამოსულიყო.

გამოცემა და რეკლამა

სკაილარ გრეი (მარცხნივ) და რიკ რუბინი (მარჯვნივ), ალბომის პროდიუსერები

2017 წლის 10 ოქტომბერს BET-ის ჰიპ-ჰოპ დაჯილდოებაზე ემინემმა შეასრულა იმპროვიზაციული „The Storm“, გააკრიტიკა რა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვიდეო-ჩანაწერი ამ გამოსვლით ვირუსული გახდა. YouTube-ზე კვირების განმავლობაში ნახვების რაოდენობამ მილიონებს გადააჭარბა. 16 დეკემბრისთვის მისი ნახვების რაოდენობამ 41 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობა 1.1 მილიონს აღემატებოდა.

2017 წლის 25 ოქტომბერს რეპერის მენეჯერმა პოლ როზენბერგმა Yelawolf-ის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა Trial by Fire-ის ფოტოსურათი. უკანა ფონზე წარმოდგენილი იყო პრეპარატი დასახელებით „Revival“. მსმენელებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ამ დასახელებაში E იყო შებრუნებული და სტილიზებული, როგორც ემინემის წინა ლოგოები. იქვე მითითებული საიტის მისამართზე შესვლიდან შეიძლებოდა რამდენიმე დასკვნის გამოტანა. საიტზე გამოქვეყნებული იყო პრეპარატის პრომო-ვიდეო, აგრეთვე აშკარა იყო სიმღერების „Lose Yourself“, „Sing for the Moment“, „Brain Damage“, „Fack“, „Role Model“ და „Any Man“ ციტირებები. საიტის თანახმად, „Revival“ განკუთვნილი იყო Atrox Rithimus-ისთვის, ჯანმრთელობის არარსებული მდგომარეობისთვის. ლათინურიდან ამ ფრაზის თარგმანი ჟღერს, როგორც „საშინელი რითმა“. ეს საიტი აგრეთვე ეკუთვნის ემინემის ერთ-ერთ ლეიბლს, Interscope Records. „Revival“-თან მითითებული სატელეფონო ნომრის აკრეფისას ჟღერს Dr. Dre-ს „I Need a Doctor“-ის მელოდია. ამ მითითებებით მსმენელები მიხვდნენ, რომ ალბომის სახელწოდება იქნებოდა Revival. იგი ჟღერადობით ემთხვეოდა ორი სხვა ალბომის სახელწოდებებს – Relapse-ს და Recovery-ს.

ალბომის გამოცემის თარიღი რამდენიმეჯერ იყო ნახსენები და მსმენელები ცდილობდნენ ზუსტი თარიღის დადგენას. 28 ნოემბერს როგორც Dr. Dre-ს, ასევე ემინემის სოციალურ მედიაში არსებულ ანგარიშებზე გამოქვეყნდა ზუსტი თარიღი – 15 დეკემბერი. დადასტურდა ისიც, რომ პრეპარატი გამოგონილი იყო სარეკლამო კამპანიისთვის. 5 დეკემბერს გამოქვეყნდა სიმღერების სრული სია. მის მიხედვით, ალბომის ჩაწერაში მიწვეული შემსრულებლების სახით მონაწილეობდნენ Phresher, ედ შირანი, სკაილარ გრეი, ალიშა კისი, X Ambassadors, პინკი და კეილანი.

2017 წლის 7 დეკემბერს ალბომის გარეკანი გამოქვეყნდა და პროეცირებული იქნა დეტროიტში მდებარე ერთ-ერთ შენობაზე. იმავე საღამოს პრომო-სინგლის სახით გამოვიდა სიმღერა „Untouchable“, ხოლო iTunes-ზე ხელმისაწვდომი გახდა ალბომის წინასწარი შეკვეთა.

სინგლები

ემინემის ალბომი Revival 
ბიონსე ნოულსი, ვოკალისტი ალბომის პირველ სინგლზე „Walk on Water“.

8 ნოემბერს ემინემმა გამოაქვეყნა სურათი ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით, ფრაზებით „Walk on Water“ და „Take as needed“ (მიიღეთ საჭიროების მიხედვით). ექიმის რეცეპტს ახლდა Revival-ის ლოგო. წარმოიშვა ვარაუდი, რომ პირველი სიმღერის სახელწოდება სწორედ „Walk on Water“ იქნებოდა. 9 ნოემბერს პოლ როზენბერგმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დადასტურდა, რომ „Revival“ უკავშირდებოდა „Walk on Water“-ს. სიმღერა 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. ემინემის YouTube-ის არხზე აიტვირთა აუდიოჩანაწერიც. 16 დეკემბრისთვის ვიდეოს ნახვების რაოდენობა 50 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობამ 1.1 მილიონს გადააჭარბა.

აშშ-ში „Walk on Water“ გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard Hot 100-ის #14 პოზიციაზე და ორივე შემსრულებლის კარიერაში ამ ჩარტში 57-ე სინგლი იყო. ემინემმა იგი პირველად შეასრულა MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების 2017 წლის ცერემონიაზე, 12 ნოემბერს, სკაილარ გრეის მონაწილეობით. 18 ნოემბერს სიმღერა ორივემ აგრეთვე შეასრულა Saturday Night Live-ში. საკუთარ საიტზე ემინემმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ ახალ სინგლს გამოსცემდა 8 დეკემბერს. „Untouchable“-ში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდა, ჟღერს დუეტ Cheech & Chong-ის სიმღერის „Earache My Eye“ სემპლი.

2017 წლის 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ალბომის შემდეგ სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის მონაწილეობით. სინგლის გამოცემის თარიღი უცნობია.

კრიტიკული შეფასება

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
AnyDecentMusic?4/10
Metacritic50/100
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
The A.V. ClubD+
AllMusicემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 
Consequence of SoundF
The Guardianემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 
HipHopDXემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 
The Daily Telegraphემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 
NMEემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 
Paste6.8/10
Pitchfork5/10
Rolling Stoneემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival ემინემის ალბომი Revival 

Revival-ს გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მრავალფეროვანი შეფასებები ხვდა წილად. Metacritic-ზე, რომელზეც საშუალო ქულები ითვლება 100 მიმოხილვის მიხედვით, ალბომი ფლობს 50 ქულას 19 კრიტიკული განხილვის საფუძველზე, რაც ნიშნავს „ძირითადად კეთილგანწყობილ მიმოხილვებს.“ დონ ნიდემი (The Guardian) კრიტიკულად განიხილავს ალბომის პროდიუსერულ მხარეს და თემებს: „ემინემი ფიქრობს, რომ მისი სიტყვიერი მარაგის ჯადოსნური ყუთი დაფარავს რომელიმე თანმხლები სიმღერის სისუსტეს, მაგრამ უკანასკნელმა ალბომებმა საპირისპირო დაამტკიცეს“. დადებით მიმოხილვა ენდი გილი (The Independent) კომპლიმენტებით აღწერს ალბომის ტექსტების თემებს: „საბოლოო ჯამში, ყველაფერი ემინემია, და არსად არის უფრო დინამიკური, ვიდრე შეშლილ თვითშემფასებელ „Offended“-ში, სადაც, გარდა ყველაფრისა, აღნიშნავს, რომ თუკი დაწერაზე დახარჯულ დროს ჩავთვლით, იგი მცირე შემოსავლის მქონე მუშაკი იქნებოდა – ოდნავ აბსურდული განცხადებაა, მაგრამ მას მალევე ხაზს უსვამს სიმამაცით გაჯერებული სწრაფი რეპ-ბუტბუტი, და დაგაფიქრებს არა იმაზე, თუ რამდენი დასჭირდა მის დაწერას, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს იგი ასეთი რთულად წარმოსათქმელი ნაკადის ასე სრულყოფილად წარმოთქმას“. ნიკ მაკ-კორმიკი (The Daily Telegraph) აღნიშნავს, რომ Revival „გვიჩვენებს ემინემს საუკეთესო, ანუ გამოუსწორებელ, დაუმარცხებელ და ხოლმე აუტანელ ფორმაში“.

The Irish Times თავის მიმოხილვაში შეჯამების სახით წერდა, რომ Revival „არის ოდნავ უფრო წარმტაცი, ვიდრე წინა ნამუშევრები, მაგრამ არა მათზე სასიამოვნო. კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება ემინემმა ხელიდან გაუშვა. შესაძლოა, ვეღარასოდეს შეძლებს.“ უფრო ულმობელ მიმოხილვაში ჯონ კარამანიკა (The New York Times) აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს „ალბათ საუკეთესოა მისი უკანასკნელი ალბომებიდან“, ემინემი არ აქცევს ყურადღებას ჰიპ-ჰოპის ზოგადი ჟღერადობის ევოლუციას და „ზედმეტად არის მიჯაჭვული საკუთარ ესთეტიკაზე“.

Revival-ის ემინემის წინა ალბომების შედარებისას მეთიუ ესმაილ რუისი (Pitchfork) წერდა, რომ „მუსიკალურად Revival არ განსხვავდება, სავსეა პიანინოზე აგებული ბალადებით და პოპ-ვარსკვლავებით, რომლებიც მისი კატალოგის ყველაზე ცინიკურ კომერციულ ასპექტებს ეხმაურებიან. შოკის მომგვრელია არა ალბომის ბანალური ჰუკები ან შემზარავი იუმორი (რომელის მასში საკმაოდ ბევრია), არამედ მომენტები, როდესაც მისი, როგორც ადამიანის, განვითარება ყველაზე აშკარაა“. შეჯამების სახით ავტორი აღნიშნავს, რომ „Revival არის ემინემის გვიანდელი კარიერის მორიგი ალბომი, რომელსაც მის შემოქმედებაში ცოტა რამ შეაქვს.“

კომერციული წარმატება

Revival გამოსვლისთანავე ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის 132 000 ასლი – ეს იყო წლის მეორე ყველაზე დიდი წარმატება ედ შირანის ÷-ის შემდეგ. რეპერისთვის ეს იყო ზედიზედ რიგით მერვე #1 ალბომი. იგი აგრეთვე არის მისი ზედიზედ რიგით მერვე, რომელიც აშშ-ის Billboard 200-ში 197 000 გაყიდული ასლით მოხვდა. შედეგად, ემინემი იყო პირველი შემსრულებელი, რომლის ზედიზედ რვა ალბომიდან ყოველ სადებიუტო კვირაში პირველ ადგილს იკავებდა. Revival აგრეთვე მოხვდა ავსტრალიის ჩარტის #1 პოზიციაზე და ემინემისთვის იყო მეცხრე მოხვედრა ARIA-ს ჩარტში, ისევე, როგორც ქვეყნის ისტორიაში რიგით 815-ე ალბომი, რომელიც მოხვდა უმაღლეს პოზიციაზე და 459-ე, რომელიც გამოსვლისთანავე ამ პოზიციას იკავებდა.

სიმღერების სია

პერსონალი მითითებულია Tidal-ის მიხედვით.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Walk on Water“ (ბიონსე ნოულსის მონაწილეობით)
5:04
2.„Believe“
  • მეზერსი
  • ლუის რესტო
  • მარკ ბეტსონი
  • მაიკ სტრეინჯი
5:15
3.„Chloraseptic“ (Phresher-ის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • დენონ პორტერი
  • ერიკ სერმონი
  • პერიშ სმითი
Mr. Porter5:01
4.„Untouchable“
  • მეზერსი
  • ემილ ჰეინი
  • ბეტსონი
  • პორტერი
  • ტომი ჩონგი
  • გეი დელორმი
  • რიჩარდ მარინი
  • დუვალ კლირი
  • ანდრე ბრაუნი
  • ტაირონ კელსი
  • ერიკ მაკინტოში
  • ემინემი
  • ბეტსონი
  • ჰეინი
  • Mr. Porter
6:10
5.„River“ (ედ შირანის მონაწილეობით)
ჰეინი3:41
6.„Remind Me (Intro)“
  • Dr. Dre
  • Neff-U
  • ლოურენს უმცრ.
0:26
7.„Remind Me“
  • მეზერსი
  • ჯეიკ რიჩარდსი
  • ალან ზაქსი
  • ჯესი ბონდს უივერ უმცროსი
  • მეტ დაიკი
  • ლუთერ რები
  • ჯეიმზ უოლტერსი
  • მარვინ იანგი
რუბინი3:45
8.„Revival (Interlude)“
  • მეზერსი
  • ალის ლემკი
  • ბრაიან ფრაიზელი
  • აარონ კლაინსტები
  • რეჯინა სპექტორი
  • Frequency
  • Aalias
0:51
9.„Like Home“ (ალიშა კისის მონაწილეობით)
  • Just Blaze
  • ემინემი[a]
4:05
10.„Bad Husband“ (X Ambassadors-ის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ალექსანდერ გრანტი
  • რესტო
  • სემ ჰარისი
  • Alex da Kid
  • ემინემი[a]
4:47
11.„Tragic Endings“ (სკაილარ გრეის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ჰაფერმანი
  • გრანტი
Alex da Kid4:12
12.„Framed“
  • მეზერსი
  • ფარიდ ნასარი
  • დევიდ ჯონ ბაირონი
  • კენეთ უილიამ ჰენსლი
  • Fredwreck
  • ემინემი[a]
4:13
13.„Nowhere Fast“ (კეილანის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ბეტსონი
  • ანტონინა არმატო
  • ტიმოთი ჯეიმზ პრაისიჩონსი ჰოლისი
  • T. არმატო სტერჯისი
  • Rock Mafia
  • Hit-Boy
4:24
14.„Heat“
  • მეზერსი
  • დერილ მაკდენიელზი
  • ჯოზეფ სიმონსი
  • ლარი სმითი
  • ადამ ჰოროვიცი
  • რუბინი
რუბინი4:10
15.„Offended“
  • მეზერსი
  • რ. ფრეიზერი
  • ჩარლზ ბრედლი
  • ტომას ბრენეკი
  • დევიდ გაი
  • ლეონ მიშელსი
  • Illa da Producer
  • ემინემი[a]
5:20
16.„Need Me“ (პინკის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ჰაფერმანი
  • ჯ. ინგოლდსბი
  • გრანტი
Alex da Kid4:25
17.„In Your Head“
Scram Jones3:02
18.„Castle“
  • მეზერსი
  • ხალილ აბდულ-რაჰმანი
  • პრანამ ინჯეტი
  • ერიკ ოლკოკი
  • ლიზ როდრიგესი
DJ Khalil4:14
19.„Arose“
რუბინი4:34
საერთო ხანგრძლივობა:77:39
    შენიშვნები
  • ^[a]  აღნიშნავს თანაპროდიუსერს
  • ^[b]  აღნიშნავს დამატებით პროდიუსერს
  • ბეკ-ვოკალი „Remind Me“-ში – Mr. Porter.
  • ვოკალი „Revival (Interlude)“-ში – Alice and the Glass Lake.
  • ვოკალი „Offended“-ში – კენტ ჯოუნსი.
  • ვოკალი „Castle“-ში – ლიზ როდრიგესი.
    სემპლები
  • „Chloraseptic“ – „It's My Thing“, ავტორები – ერიკ სერმონი და პერიშ სმითი, ასრულებს EPMD.
  • „Untouchable“ – „Earache My Eye“, ავტორები – ტომი ჩონგი, გეი დელორმი, რიჩარდ მარინი, ასრულებს Cheech & Chong, აგრეთვე „Born to Roll“, ავტორები – დუვალ კლირი, ანდრე ბრაუნი, ტაირონ კელსი და ერიკ მაკინტოში, ასრულებს Masta Ace Incorporated.
  • „Remind Me“ – „I Love Rock 'n' Roll“, ავტორები – ალან მერილი, ჯეიკ რიჩარდსი, ასრულებს Joan Jett and the Blackhearts; „P.S.K. What Does It Mean?“, ავტორი და შემსრულებელი – Schoolly D, აგრეთვე „Bust a Move“, ავტორები – მეტ დაიკი, ლუთერ რები, ჯეიმზ უოლტერსი და მარვინ იანგი, ასრულებს Young MC.
  • „Revival (Interlude)“ – „Human of the Year“, ავტორი და შემსრულებელი – რეჯინა სპექტორი.
  • „Framed“ – „Pilgrim“, ავტორები – დევიდ ჯონ ბაირონი და კენეთ უილიამ ჰენსლი, ასრულებს C&K Vocal.
  • „Heat“ – „King of Rock“, ავტორები – დერილ მაკდენიელზი, ჯოზეფ სიმონსი და ლარი სმითი, ასრულებს Run-DMC, აგრეთვე „Girls“, ავტორები – ადამ ჰოროვიცი და რიკ რუბინი, ასრულებს ბისტი ბოიზი; „Intro (Feel the Heat)“-ის მელოდია ფილმიდან „ბუგის ღამეები“, ასრულებენ ჯონ კრისტოფერ რაილი და მარკ უოლბერგი
  • „Offended“ – „In You (I Found a Love)“, ავტორები – ჩარლზ ბრედლი, ტომას ბრენეკი, დევიდ გაი და ლეონ მიშელსი, ასრულებს ჩარლზ ბრედლი.
  • „In Your Head“ – „Zombie“, ავტორი – დოლორეს ო’რიორდანი, ასრულებს The Cranberries.
  • „Arose“ – „I'm Gonna Love You Just a Little More Baby“, ავტორი და შემსრულებელი – ბარი უაიტი, აგრეთვე „The Rose“, ავტორი – ამანდა მაკბრუმი, ასრულებს ბეტ მიდლერი; „Do The Funky Penguin“ , ასრულებს რუფუს თომასი.

პერსონალი

პერსონალის სია მითითებულია ალბომის ანოტაციების მიხედვით.

ჩარტები

ჩარტი (2017) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA) 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია) 6
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია) 20
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული) 1
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები) 1
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100) 2
ირლანდიის ალბომები (IRMA) 3
იტალიის ალბომები (FIMI) 7
ახალი ზელანდიის ალბომები (RMNZ) 3
ნორვეგიის ალბომები (VG-lista) 1
შოტლანდიის ალბომები (OCC) 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan) 2
ბრიტანეთის ალბომები (OCC) 1
აშშ Billboard 200 1

გამოცემების ისტორია

ქვეყანა თარიღი ფორმატი ლეიბლი
სხვადასხვა 15 დეკემბერი, 2017

სქოლიო

Tags:

ემინემის ალბომი Revival წარმოშობაემინემის ალბომი Revival გამოცემა და რეკლამაემინემის ალბომი Revival კრიტიკული შეფასებაემინემის ალბომი Revival კომერციული წარმატებაემინემის ალბომი Revival სიმღერების სიაემინემის ალბომი Revival პერსონალიემინემის ალბომი Revival ჩარტებიემინემის ალბომი Revival გამოცემების ისტორიაემინემის ალბომი Revival სქოლიოემინემის ალბომი RevivalAftermath EntertainmentInterscope RecordsShady Recordsემინემი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალაზანიმართკუთხედიმონა ლიზაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმიხეილ სააკაშვილისამეგრელოინსულტიბალტიმორიიგიებრაელებიგვიმრებიერთა ლიგა (უეფა)მიტოზიექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს პარლამენტიჩარლი ჩაპლინიტროპიკული ტყეებირიცხვითი სახელისაჭმლის მომნელებელი სისტემამიწისძვრაიუგოსლავიაბრაზილიარუსეთივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს სოფლებიბრუნებაჯაზიბორდო (საფეხბურთო კლუბი)ქართლისპორტი საქართველოშიჯაბა კანკავამერაბ სეფაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012ჰიპერბოლა (ენა)ფაშიზმილეჩხუმითორნიკე ოქრიაშვილიმეტაფორაპითაგორას თეორემაპელეარიადნა გუტიერესიმსოფლიო მემკვიდრეობაირლანდიაიოსებ კეჭაყმაძეინდუსტრიული რევოლუციაფეხბურთის წესებილეონარდო და ვინჩინიკეის პირველი საეკლესიო კრებარაფაელიიზოტოპებითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიოთარ გაბელიაSARS-CoV-2ევროპა-აზიის საზღვარიიაპონიაეროზიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)სვანებითბილისური ეზოჩრდილოეთი კავკასიამდგრადი განვითარებააფხაზეთიარჩილ არველაძეღირსების ორდენი (საქართველო)ილია IIშუშანიკის წამებანაკრძალივარძიაბუდუ ზივზივაძეირაკლი ღარიბაშვილიდინოზავრებიუეფა-ს ევროპა ლიგაანა კალანდაძელურჯი ვეშაპიმონაკოაშშ-ის სამოქალაქო ომიაფხაზეთის ომი (1992-1993)თემურ ქეცბაია🡆 More