ფრედერიკ ჯეი „რიკ“ რუბინი (დაბ.
10 მარტი, 1963) — ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი და Columbia Records-ის თანათავმჯდომარე.
რიკ რუბინი | |
---|---|
რიკ რუბინი 2006 წლის სექტემბერში | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფრედერიკ ჯეი რუბინი |
დაბ. თარიღი | 10 მარტი, 1963 |
დაბ. ადგილი | Lido Beach |
წარმოშობა | ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ჰიპ ჰოპი, ქანთრი, პოპი, პანკი, ბლუზი, მსოფლიო მუსიკა, პოსტ-ინდასტრიალი, მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი |
საქმიანობა | მუსიკალური პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ელექტრო გიტარა, სემპლერი |
აქტიური | 1982-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Def Jam/Columbia, American Recordings, Warner Bros., Epic |
რიკ რუბინი ვიკისაწყობში |
რუბინი თავდაპირველად დიჯეი იყო ჯგუფში Beastie Boys და Def Jam Records-ის თანადამაარსებელი რასელ სიმონსთან ერთად. მოგვიანებით მან დააარსა ლეიბლი American Recordings. ჯგუფებთან Beastie Boys და Run–D.M.C. რუბინმა ხელი შეუწყო ჰიპ ჰოპისა და მძიმე მეტალის პოპულარიზაციას, ექსტენსიურად მუშაობდა რა ისეთ როკ და მეტალ ჯგუფებთან, როგორებიცაა Danzig, Slayer, Linkin Park, Red Hot Chili Peppers, Metallica, Slipknot, System of a Down და Rage Against the Machine.
1990-იან წლებში პროდიუსირება გაუწია ჯონი კეშის American Recordings-ის ალბომებს. ემ-ტი-ვიმ დაასახელა იგი ყველაზე მნიშვნელოვან პროდიუსერად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. 2007 წელს რუბინი შეტანილი იქნა ტაიმის სიაში „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რიკ რუბინი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.