ედ შირანი

ედვარდ „ედ“ კრისტოფერ შირანი (დ.

17 თებერვალი, 1991) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. დაიბადა ჰალიფაქსში (დასავლეთი იორკშირი) და გაიზარდა ფრემლინგემში (სუფოლკი). გილფორდში 2009 წელს სწავლობდა თანამედროვე მუსიკის აკადემიაში. 2011 წლის დასაწყისში გამოუშვა EP No. 5 Collaborations Project. ლეიბლ Asylum Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 2011 წლის 9 სექტემბერს გამოუშვა სადებიუტო ალბომი + (იკითხება plus), რომელიც ბრიტანეთში შვიდგზის პლატინის მფლობელი გახდა. მასში შეტანილია წარმატებული „The A Team“, რომელმაც ავტორს აივორ ნოველოს ჯილდო მოუპოვა – როგორც მუსიკალურად და ტექსტობრივად საუკეთესო სიმღერამ. 2012 წელს შირანმა გაიმარჯვა Brit Awards-ზე, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა სოლო შემსრულებელმა და „წლის აღმოჩენამ“.

ედ შირანი
ედ შირანი
შირანი 2018 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედვარდ კრისტოფერ შირანი
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1991 (1991-02-17) (33 წლის)
დაბ. ადგილი ჰალიფაქსი, დასავლეთი იორკშირი, ინგლისი
წარმოშობა ფრემლინგემი, საფოლკი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი edsheeran.com
ედ შირანი ვიკისაწყობში

შირანის პოპულარობა გაიზარდა 2012 წელს. მან მიიღო მონაწილეობა ტეილორ სვიფტის მეოთხე სტუდიურ ალბომ Red-ის ჩაწერაში. „The A Team“ 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო წლის სიმღერის კატეგორიაში და ცერემონიისას შესრულდა ელტონ ჯონის თანამონაწილეობით. 2013 წელს ედი აშშ-ში გამოდიოდა სვიფტის The Red Tour-ის მხარდამჭერი შემსრულებლის სახით. მისი მეორე სტუდიური ალბომი x (იკითხება multiply) გამოვიდა 2014 წლის 23 ივნისს. ბრიტანეთსა და აშშ-ში დისკი ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა. მან მიიღო Brit-ის ჯილდო წლის ალბომისთვის, ხოლო თავად შირანმა – აივორ ნოველოს კიდევ ერთი ჯილდო, ამჯერად წლის სიმღერების ავტორის სახით. x-იდან გამოცემულმა სინგლმა „Thinking Out Loud“ 2016 წლის გრემის დაჯილდოებაზე ედს მოუპოვა ორი ჯილდო, წლის სიმღერის და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში.

მუსიკოსის მესამე ალბომი, ÷ (იკითხება divide) გამოვიდა 2017 წლის მარტში. იგი გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ჩარტების პირველ პოზიციებზე. ალბომიდან იანვარში გამოიცა ორი სინგლი, „Shape of You“ და „Castle on the Hill“. ორივე რეკორდულად გაიყიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის – ბრიტანეთში, ავსტრალიაში და გერმანიაში, მოხვდა რა გამოსვლისთანავე ჩარტების პირველ ორ სტრიქონზე. ედი აგრეთვე იქცა პირველ შემსრულებლად, რომლის ორი სიმღერა აშშ-ში სადებიუტო კვირაში ათეულში იმყოფებოდა. 2017 წლის მარტისთვის ÷-დან გამოცემული ათივე სინგლი სხვადასხვა დროს ბრიტანეთის ჩარტის ათეულში იყო მოხვედრილი — მანამდე ოდნავ ნაკლები რაოდენობით ეს რეკორდი დამყარებული ჰქონდა შოტლანდელ დიჯეი კელვინ ჰარისს. ÷-ის მეოთხე სინგლი „Perfect“ ბრიტანეთში და ავსტრალიაში #1 ადგილს იკავებდა, ხოლო „Perfect Duet“, აკუსტიკური ვერსია ბიონსე ნოულსის თანამონაწილეობით, აშშ-ში #1 იყო. შირანი აგრეთვე მოხვდა Debrett's-ის ბრიტანეთის 2017 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.

ედს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში „ნაბიჭვარი ჯალათი“ და „შინ და სამოგზაუროდ“, ისევე, როგორც „სატახტოთა თამაშის“ მეშვიდე სეზონში.

დისკოგრაფია

    სტუდიური ალბომები
  • No.5 Collaborations Project (EP, 2011)
  • + (2011)
  • × (2014)
  • 5 (2015)
  • ÷ (2017)
  • No.6 Collaborations Project (2019)
  • = (2021)
  • (2023)
  • Autumn Variations (2023)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

17 თებერვალი1991Brit AwardsEPმომღერალიმუსიკალური პროდიუსერისიმღერების ავტორი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მართკუთხედიკონსერვატიზმიფოთიკონგოსასანიანთა იმპერიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიპოლონეთიოქროს საწმისიმარკ ტვენიპომპეიდინოზავრებილოცვა ეფრემ ასურისაშვედეთიბაბუაწვერაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კოსმოპოლიტიზმიადოლფ ჰიტლერიკაცია-ადამიანი?!ჩემი ცოლის დაქალებიექვთიმე თაყაიშვილიურანიფრანკთა სახელმწიფოაუტიზმისამანიშვილის დედინაცვალიქეთო და კოტე (ოპერა)ფობიების სიანატრიუმინიუტონის კანონებითავისუფლების ქანდაკებანაკიანი წელიწადინარკოტიკიმარჯნის რიფიმიტოზიმარჩბივი (ასტროლოგია)ჯუზეპე ვერდიზმნავახტანგ VIქეთევან დედოფალიგია ყანჩელისიმბოლიზმიგოგირდიესპანეთიკოლხეთის სამეფოდედამიწამტკვარირომან ფიფიაანემიაკუებიუილიამ შექსპირიდიდგორის ბრძოლაკახეთიდელფინებიწიგნიგონიოს ციხეკარტოფილისინგაპურიკონსტანტინოპოლის დაცემაქართლის სამეფომერაბ მამარდაშვილიერთა ლიგასამცხე-ჯავახეთის მხარესახარებამარსიელენე ხოშტარიანარიყალაბარსელონანიკორწმინდავენერაობობებისანტიმეტრიუფლისციხესქესობრივი აქტირელიგია საქართველოშიფერმენტებიფუტკრებიერთიანი ნაციონალური მოძრაობა🡆 More