რუჰოლა ხომეინი

სეიდი აიათოლა ალ-უზმა რაჰბარი რუჰოლა მუსავი ხომეინი (სპარს.

მნიშვ. რუჰოლა — ღვთის მიერ მინიჭებული სული, მუსავი — შთამომავალი იმამ მუსა ქადიმისა და ხომეინი – დაბა ირანში; დ. 24 სექტემბერი, 1902 — გ. 3 ივნისი, 1989) — ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული მრავალი მუსლიმისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები. აიათოლა ხომეინის ბევრი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს და ჟურნალმა „ტაიმი“ ის 1979 წელს წლის ადამიანად გამოაცხადა.

რუჰოლა ხომეინი
რუჰოლა ხომეინი
ირანის უზენაესი ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 დეკემბერი, 1979 – 3 ივნისი, 1989
პრეზიდენტი  აბოლჰასან ბანისადრი
მოჰამად-ალი რაჯაი
ალი ხამენეი
წინამორბედიმოჰამედ რეზა ფეჰლევი
ირანის შაჰი
მემკვიდრეალი ხამენეი

დაბადებული24 სექტემბერი, 1902
ხომეინი, სპარსეთი
გარდაცვლილი3 ივნისი, 1989 (86 წლის)
თეირანი, ირანი
მეუღლეხადიჯეფ საყაფი
რელიგიაშიიტური ისლამი
ხელმოწერარუჰოლა ხომეინი

ბიოგრაფია

რუჰოლა ხომეინი 
ხომეინის დაბრუნება ირანში
რუჰოლა ხომეინი 
ხომეინი ლოცვისას

სეიდი რუჰოლა დაიბადა სამხრეთ აღმოსავლეთ ირანის დაბა ხომეინში, თეირანიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. მამამისი, სეიდი მუსტაფა, ასევე მარჯა, მოკლეს ბანდიტებმა 1903 წლის მარტის დასაწყისში, ხოლო რუჰოლა გაზარდეს დედამ და მამიდამ. 1920 წელს სეიდი რუჰოლა იწყებს ფიყჰის შესწავლას ხომეინის მახლობელ პატარა ქალაქ არაქში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ადგილობრივი მარჯა, აბდულქარიმ ჰაირი. 1922 წელს ხომეინი მიემგზავრება წმიდა ქალაქ ყუმში, სადაც იწყებს სწავლას დარუშ-შაფას სასწავლებელში. ამ პერიოდში, გარდა ფიყჰისა და უსულისა, ხომეინის შეისწავლის ეთიკას, ფილოსოფიას, ლოგიკას. შემდეგ მიემგზავრება ნაჯაფში.

მარჯა

ხომეინი იღებს ქვეყნის რელიგიურ წინამძღოლობას 1962 წელს — აიათოლა ალ-უზმა აბულყასიმ ქაშანის გარდაცვალების შემდგომ. ამ პერიოდში შაჰ ფეჰლევის ენყელაფ ე-სეფიდი, რაც მიმართული იყო ქვეყნის სრული სეკულარიზაციისა და ვესტერნიზაციისაკენ, ხალხსა და სასულიერო კლასს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. 1963 წლის იანვარში, როცა შაჰმა საბოლოოდ ცნო ენყელაფ ე-სეფიდი სახელმწიფო მოქმედებების მთავარ დოქტრინად, სადაც შაჰის გარდა სხვა ავტორიტეტისთვის ადგილი არ რჩებოდა – ასეთ ავტორიტეტებად უპირველეს ყოვლისა მოიაზრებოდა სასულიერო პირები და, მათ შორის, აიათოლა ხომეინი. 24 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების ორმა ჯავშანსატანკო დივიზიამ ალყაში მოაქცია ყუმი, მაგრამ შიგნით შესვლაზე უარი განაცადეს. 1963 წელს, 3 ივნისს აშურას ცერემონიალზე, ფაიზიას მადრასაში გამოსვლისას აიათოლა ხომეინიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი. 5 ივნისს, აიათოლა ხომეინი დააპატიმრეს სავაქის თანამშრომლებმა. 5-8 ივნისს ირანს გადაუარა მღელვარებათა ტალღამ. შეტაკებებს 400-მდე დემონსტრანტი შეეწირა, 8 ივნისს კი აიათოლა ხომეინიმ მიმართა ხალხს, შეეწყვიტათ წინააღმდეგობა მსხვერპლის აცილების მიზნით. აიათოლა ხომეინი გაათავისუფლეს რვა თვის შემდეგ, თუმცა მალევე დაატოვებინეს ირანი.

განდევნილობა

აიათოლა ხომეინი თავდაპირველად ბურსაში გაემგზავრა, თუმცა მალევე დატოვა იგი და ჩავიდა ნაჯაფში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა და შექმნა მისი ფუნდამენტალური ნაშრომი – ვილაიათ ე-ფაყიჰი. 1978 წელს ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა, სადამ ჰუსაინმა მისი ვაჟის, მუსტაფას მკვლელობის შემდეგ „ურჩია“ აიათოლა ხომეინის ერაყის დატოვება. აიათოლა ხომეინი ჩავიდა საფრანგეთში, სადაც დაჰყო ოთხი თვე.

დაბრუნება

აიათოლა ხომეინის განდევნილობის პერიოდში ირანში სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო – საშინელი კონტრასტი მოსახლეობასა და მმართველ კლანს შორის, კორუფცია, უცხოელების პრივილეგიები და ა.შ. 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა დატოვა ირანი, თუმცა იმედოვნებდა რომ მოჰამედ მოსადეყის შემთხვევის მსგავსად, სიტუაცია მოგვარდებოდა. 1979 წლის 1 იანვარს აიათოლა ხომეინი ჩავიდა ირანში, სადაც მას დახვდა მილიონობით მხარდამჭერი – მხოლოდ თეირანის აეროპორტის მახლობლად მას ელოდა 3 მილიონამდე მომხრე. 1979 წლის 11 თებერვალს (ირანული კალენდრით 22 ბაჰმანს) მომხდარი მოვლენები ისტორიაში შევიდა ირანის ისლამური რევოლუციის სახელით

ისლამური რესპუბლიკა

ახალი სახელმწიფო მოეწყო ვილაიათ ე-ფაყიჰის მოდელის მიხედვით, ხოლო პირველ პრეზიდენტად აირჩიეს სამოქალაქო იურისტი აბულჰასან ბანისადრი. ეკონომიკა თვითკმარი ფორმულის მიხედვით განვითარდა.

საგარეო პოლიტიკა

აიათოლა ხომეინის საგარეო პოლიტიკა მიმდინარეობდა ირანის ისლამური რევოლუციის დევიზის — „შურავი ვა ამრიქა, დოშმანან ე-ხალყ ე-მა“ (საბჭოთა კავშირი და ამერიკა – ორივე ჩვენი ხალხის მტერია) მიხედვით, ატარებდა მკაცრ მიუმხრობლობის პოლიტიკას, მხარს უჭერდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას, აპართეიდის საწინააღმდეგო გამოსვლებს სამხრეთ აფრიკაში.

ირან-ერაყის ომი

არაბულმა სეკულარულმა რეჟიმებმა დიდი საფრთხე დაინახეს ირანის ისლამური რევოლუციის გავრცელებაში, განსაკუთრებით კი ეს საფრთხე დაემუქრა ერაყის ბაასისტურ რეჟიმს. გარდა უშუალო მეზობლობისა, ერაყში იყო მრავალრიცხოვანი შიიტური მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ამას დაემატა ირანის მიუმხრობლობა და ერაყმა ორივე ზესახელმწიფოსა და მხარდაჭერა მოიპოვა. 1980 წლის აგვისტოში ერაყმა გააუქმა ალჟირის შეთანხმება, ხოლო სექტემბერში ერაყის არმიამ შეუტია ირანს და დაიკავა ხუზესტანი. დაიწყო ირან-ერაყის ომი 1982 წლის დასაწყისში ირანმა შეძლო ომის სასწორის სათავისოდ შემობრუნება, როდესაც სუსანგარდსა და ბოსტანთან დაამარცხა ერაყის არმია, ხოლო 1982 ბოლოსთვის აიღო ხორემშაჰრი, 19 000-მდე ერაყელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ომი გრძელდებოდა 1988 წლამდე, რაც საბოლოოდ ომამდელი პოზიციების აღდგენით დასრულდა.

გარდაცვალება

1989 წლის 3 ივნისს, ორკვირიანი მკურნალობის მიუხედავად, რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. დასაფლავებას დაესწრო მილონობით ადამიანი, რომლებმაც კინაღამ შეიწირეს ხომეინის ხის კუბო – ყველა ცდილობდა მიახლოვებოდა და შეხებოდა იმამს.

მსოფლმხედველობა

ისრაელი

როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, აიათოლა ხომეინი არასოდეს მოიხსენიებდა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, არამედ მის მაგივრად იყენებდა ფრაზას „რაჟიმ ე-იშგალღარ ე-ყუდს“ (წმინდა მიწის დამპყრობი რეჟიმი). ამავე ფრაზით მოიხსენიება ისრაელი ირანის ოფიციალურ წყაროებში და აჰმადინეჟადის ცნობილი გამოთქმაც შეიცავს ამ ფრაზას.

მშვენიერი სქესი

ზაჰრა ეშრაყი, აიათოლა ხომეინის შვილიშვილი იხსენებს: ბაბუა საკმაოდ დიდი პატივისცემით ეკიდებოდა მშვენიერ სქესს. მრავალი მისი ფათვა ეხება ქალების დაცვას ოჯახური ძალადობისაგან. მას არასდროს უთქვამს: რადგან ქალი ხარ, ეს ასე გააკეთე, ან რადგან ქალი ხარ, უფრო მამაკაცზე ნაკლები ხარ.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

რუჰოლა ხომეინი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

რუჰოლა ხომეინი ბიოგრაფიარუჰოლა ხომეინი მარჯარუჰოლა ხომეინი განდევნილობარუჰოლა ხომეინი დაბრუნებარუჰოლა ხომეინი ისლამური რესპუბლიკარუჰოლა ხომეინი გარდაცვალებარუჰოლა ხომეინი მსოფლმხედველობარუჰოლა ხომეინი გალერეარუჰოლა ხომეინი ლიტერატურარუჰოლა ხომეინი რესურსები ინტერნეტშირუჰოლა ხომეინი სქოლიორუჰოლა ხომეინი19021979198924 სექტემბერი3 ივნისიარაბული ენაიმამიირანელებიირანიირანის რევოლუციამოჰამედ რეზა ფეჰლევისეიდისპარსული ენატაიმი (ჟურნალი)შაჰიშიიტობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო XVIII საუკუნეშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაბუღა თურქის შემოსევამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაქლემიკახა კალაძეჯიქიმთაწმინდასოციალიზმიგოგონა მარგალიტის საყურითკურდღელისაქართველოს ოქროს ხანაძალანაწლავებიქიმიური რეაქციანიდერლანდებინიჰილიზმიძველი ეგვიპტეპარალელოგრამინოდარ დუმბაძეხელოვნებაზმნათანდებულისაქართველო IV საუკუნეშიპრიზმაგურამ დოჩანაშვილიიმერეთის მხარეამერიგო ვესპუჩი26 აპრილიკონსერვატიზმიკონტინენტიზვიად გამსახურდიაიგიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმილადო გუდიაშვილისაქართველოს დემოგრაფიაჩინეთიმელაფოტოსინთეზიდედოფალაარასამთავრობო ორგანიზაციაფარნავაზ Iგოდერძი ჩოხელიგიორგი V ბრწყინვალეცხენისწყალიანანურის ციხექართლ-კახეთის სამეფომიქელანჯელო ბუონაროტიერითროციტებიამფიბიებიაღდგომანეიტროფილებინოე სულაბერიძევეფხვიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკადიდი პანდააღმოსავლეთი საქართველოლომი (ასტროლოგია)აშშ-ის პრეზიდენტების სიაკუებიზუგდიდიანემიაოქსიდიდავით IIIცხრა ძმა ხერხეულიძესაქართველოს სატელეფონო კოდებიჰიმალაიექსპრესიონიზმიაზომსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ათი მცნებაგასტრიტიფობიების სიამადაგასკარისპილოსებრნიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიტუტე ლითონებიბაბუაწვერა🡆 More