პელმენი

პელმენი (რუს.

პელმენი
პელმენი არაჟანთან ერთად

წარმოშობის ზუსტი ადგილი სადავოა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ურალის მთების მიმდებარედ წარმოიქმნა, ზოგი კი ფიქრობს რომ კერძი ციმბირული წარმოშობისაა. პელმენს ხშირად რუსული სამზარეულოს გულს უწოდებენ.

ინგრედიენტები

პელმენის ცომი ფქვილისა და წყლისგან შედგება. იშვიათ შემთხვევებში ემატება კვერცხის გული.

შიგთავსი შეიძლება წარმოადგენდეს გახეხილ ხორცს (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზი ან ნებისმიერი სხვა სახის ხორცი. ხორციანი შიგთავსი მეტწილად ცივი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი) ან სოკოს. პოპულარულია სხვადასხვა სახის ხორცის ერთმანეთში შერევაც. უდმურტეთში წარმოდგენილი რეცეპტის მიხედვით ხორცის განაწილება ასეთია: 45% საქონლის ხორცი, 35% ცხვრის ხორცი და 20% ღორის ხორცი. ის შეიცავს სხვადასხვა სახის სანელებლებს, როგორებიცაა: შავი პილპილი, დაჭრილი ხახვი და ნიორი. უმეტეს შემთხვევაში მას ატანენ მაიონეზს, არაჟანს, წითელ ხახვს ან ძმარს, რაც რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

პელმენი 

ზოგჯერ უმატებენ მცირე რაოდენობით კომბოსტოს, პoმიდორს და პირშუშხას პირდაპირ შიგთავსში, რაც რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

ტემპერატურა და ტენიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცომის კონსისტენციასა და სტაბილურობაზე.

წარმოშობა

პირველი, მსგავსი სტილის კერძი პირველად ძველ ბერძნულადაა მოხსენიებული, მაგრამ, როგორც ჩანს, პელმენის წარმოშობის ადგილს ურალის რეგიონი წარმოადგენს. სიტყვა პელნან (пельнянь) სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „ყურის პური“ ფინურ-უნგრული ენებიდან, კომიდან და უდმურტულიდან. გაუგებარია როდის გაჩნდა პელმენი ძველი ციმბირული ხალხების სამზარეულოში და როგორ დაიმკვიდრა თავი რუსულ სამზარეულში. ერთი თეორიის თანახმად, პელმენი, ან უბრალოდ მოხარშული, შიგთავსიანი ცომის ბურთულები ციმბირული წარმოშობისაა, რომელიც ჩინურ ჯიაოზზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. სხვა თეორიის თანახმად, პელმენი ციმბირში მონღოლებმა შეიტანეს, საიდანაც აღმოსავლეთ ევროპამდე გავრცელდა. პელმენი განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსი მონადირეების საკვებად.

პელმენი 
პელმენი სხვადასხვა სახის სოუსებთან ერთად

პელმენი ძალიან კარგი საშუალებაა ციმბირის ცივ დღეებში ხორცის მიღებისთვის. ხალხს ზამთრის ცივ დღეებში ცხოველური საკვების მიღება ძალიან სჭირდება. ურალური წარმოშობის მიუხედავად, პელმენზე დიდი გავლენა მოახდინა ციმბირულმა ტრადიციებმა.

განსხვავებები

პელმენი შიგთავსიანი ცომეულის კერძების წარმომადგენელია. ის დაკავშირებულია პოლონურ პიეროგთან და უკრაინულ ვარენიკთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტერმინი პიეროგი ხშირად გამოიყენება ყველა აღმოსავლეთ ევროპული დამფლინგის აღსანიშნავად, მიუხედავად მისი ზომის, ფორმისა და შიგთავსისა. პელმენი ასევე ჰგავს მონღოლურ ბანშს, ჩინურ ჯიოზს და ჩინურ ჰუნდუნს. ისინი თურქული და ყაზახური მანტის, ნეპალური და ტიბეტური მომოს, უიღურულ და უზბეკურ ჩუჩვარას, კორეულ მანდუს, იაპონურ გიოზას და იტალიური ტორტელინისა და რავიოლის ბიძაშვილები არიან. ის რაღაცით ჰგავს ემპანადას, რომელიც მოხარშული ან შემწვარი მსგავსი სტილის ცომეულია ესპანური გავლენის ქვეყნებში.

გავრცელება

თანამედროვე რუსულ და უკრაინულ კულტურაში, ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში მაღაზიებში გაყინული ფორმის პელმენები იყიდება, რომელიც ძალიან მოსახერხებელ პროდუქტს წარმოადგენს სტუდენტების ცხოვრებაში, რადგან მისი მომზადება მარტივად და სწრაფად ხდება. სახლში დამზადებული პელმენი ითვლება, როგორც ჯანსაღი და ნატურალური.

პელმენი 
პელმენის მომზადების პროცესი

სქოლიო

Tags:

პელმენი ინგრედიენტებიპელმენი წარმოშობაპელმენი განსხვავებებიპელმენი გავრცელებაპელმენი სქოლიოპელმენირუსული ენარუსული სამზარეულო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტამიხეილ ლომონოსოვიკონცეფციააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაეგვიპტის პირამიდებითბილისის ბოტანიკური ბაღიგლობალური დათბობაგიორგი სააკაძედემეტრე Iძუძუმწოვრებიპოლიმერებიქაშვეთის ეკლესიაბრესტ-ლიტოვსკის ზავიევროპა-აზიის საზღვარისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაგაზაფხულისპილოსებრნიიუნესკობორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიC ჰეპატიტიასტრიდ ლინდგრენინიკო ნიკოლაძესაბერძნეთიკვადრატისასმელი წყალიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიანემიანეიტროფილებიჰაერიათი მცნებაპროტესტანტული რეფორმაციათბილისის ისტორიაიგავ-არაკიკუნილინგუსიჰიპოთეზაზედსართავი სახელიაბას I (ირანი)პუნიკური ომებისვეტიცხოველიხაჭაპურიკომპიუტერიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიYandexმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიოშკიევროკავშირირომანტიზმიმერკურიმურა დათვიეგვიპტეუილიამ შექსპირიმთანარკოტიკიბარსელონალეიკოციტებიფრიდერიკ შოპენიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტინიკო ფიროსმანიწყალდიდობაათენილომი (ასტროლოგია)აბო თბილელის წამებაგლობალიზაციაირანიცივი ომისოციალიზმინარკომანიადაუნის სინდრომიკონსერვატიზმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემათავისუფლების ქანდაკებამღრღნელებიშვედეთირომის რესპუბლიკაქართული სამზარეულოგერგეტის სამების ეკლესიანიდერლანდები🡆 More