ოსური ენა (ოს.
ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ოსეთში, აგრეთვე საქართველოში (სამხრეთ ოსეთში და ნაწილობრივ ზოგიერთ რაიონში), ყაბარდო-ბალყარეთში და სტავროპოლის მხარეში. ოსურად მოლაპარაკეთა რაოდენობა ამჟამად 700 000-მდეა.
ოსური Ирон æвзаг | |
გავრცელებულია | რუსეთი, საქართველო, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 700 000 ადამიანი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა (ოსური ანბანი) |
ენის კოდები | ISO 639-1: os ISO 639-2: oss ISO/DIS 639-3: oss |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-os}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ოსური |
ოსურ ენას აქვს ორი დიალექტი: ირონული (საფუძვლად უდევს სალიტერატურო ენას) და დიგორული. ოსური ენის ფონეტიკასა და ლექსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა კავკასიურმა სამყარომ, განსაკუთრებით ქართულმა ენამ.
თანამედროვე ოსური ენა ჩამოყალიბდა ირანულენოვანი მოსახლეობის აღრევით ჩრდილო კავკასიის ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც თათარ-მონღოლთა და თემურლენგის შემოსევებს ცენტრალურ კავკასიაში გაექცნენ. შესაბამისად, ოსური ენა გამდიდრდა ინდოევროპული ენებისთვის უჩვეულო ლექსიკით (აშკარად ადიღეური, ნახურ-დაღესტნური და ქართველური წარმოშობის სიტყვებით), იგივე ითქმის ფონოლოგიურ შედგენილობაზე. 28 თანხმოვანია (მ. შ. მკვეთრები — კ, წ, ჭ, ტ, პ) და 7 ხმოვანი. აქვს 9 ბრუნვა. ბრუნვა აგლუტინაციურია, უღვლილება — ფლექსიური. ოსურ ენას აქვს მეტად კომპლექსური გრამატიკა. ოსურმა ენამ ძველირანული ენის ბევრი თავისებურება შეინარჩუნა. ოსური ბრუნება შედგება 8 ბრუნვისაგან.
ოსური დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 43 ასო–ნიშანს (გრაფემას).
№ | თანამედროვე ანბანი (1938 წლიდან) | შეგრენის ანბანი (1844) | მილერის ანბანი (1881) | მასწავლებელთა ყრილობის ანბანი (1917) | ლათინიზირებული ანაბნი (1923—1938) | ქართულზე დაფუძნებული (სამხრეთ ოსეთი, 1938—1954) | IPA |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | А а | А а | A a | ა | a | ||
2 | Ӕ ӕ | Ӕ ӕ | Æ æ | ჽ | æ | ||
3 | Б б | Б б | B b | ბ | b | ||
4 | В в | В в | V v | ვ | v | ||
5 | Г г | Г г | G g | გ | g | ||
6 | Гъ гъ | Ҕ ҕ | Г̓ г̓ | H h | Ꜧ ꜧ, H h | ღ | ʁ/ɦ |
7 | Д д | Д д | D d | დ | d | ||
8 | Дз дз | Ꚉ ꚉ | Z z | Dz dz | ძ | d͡z | |
9 | Дж дж | Ԫ ԫ | Џ џ | G g | Dž dž | ჯ | d͡ʒ |
10 | Е е | Е е | E e | ე | je | ||
11 | Ё ё | — | jo | ||||
12 | Ж ж | Ж ж | Ž ž | ჟ | ʒ | ||
13 | З з | З з | Z z | ზ | z | ||
14 | И и | І і | I i | ი | i | ||
15 | Й й | Ј ј | J j | ჲ | j | ||
16 | К к | К к | K k | ქ | k | ||
17 | Къ къ | Ӄ ӄ | К̓ к̓ | Ӄ ӄ | Kh kh | კ | kʼ |
18 | Л л | Л л | L l | ლ | l | ||
19 | М м | М м | M m | მ | m | ||
20 | Н н | Н н | N n | ნ | n | ||
21 | О о | О о | O o | ო | o | ||
22 | П п | П п | P p | ფ | p | ||
23 | Пъ пъ | Ҧ ҧ | П̓ п̓ | Ҧ ҧ | Ph ph | პ | pʼ |
24 | Р р | Р р | R r | რ | r | ||
25 | С с | С с | S s | ს | s | ||
26 | Т т | Т т | T t | თ | t | ||
27 | Тъ тъ | Ꚋ ꚋ | Т̓ т̓ | Ꚋ ꚋ | Th th | ტ | tʼ |
28 | У у | У у, Ў ў | U u, W w | უ | u/w | ||
29 | Ф ф | Ф ф | F f | ჶ | f | ||
30 | Х х | Х х | X x | ხ | χ | ||
31 | Хъ хъ | Ԛ ԛ | Q q | ყ | q | ||
32 | Ц ц | Ц ц | C c | ც | t͡s | ||
33 | Цъ цъ | Ҵ ҵ | Ц̓ ц̓ | Ҵ ҵ | Ch ch | წ | t͡sʼ |
34 | Ч ч | Ч ч | Č č | ჩ | t͡ʃ | ||
35 | Чъ чъ | Ꚓ ꚓ | Ч̓ ч̓ | Ꚓ ꚓ | Čh čh | ჭ | t͡ʃʼ |
36 | Ш ш | Ш ш | — | Š š | შ | ʃ | |
37 | Щ щ | — | ɕ | ||||
38 | ъ | — | |||||
39 | Ы ы | Ѵ ѵ | Y y | ჷ | ə | ||
40 | ь | — | |||||
41 | Э э | — | ɛ | ||||
42 | Ю ю | — | ju | ||||
43 | Я я | — | ja |
ოსური ენის ანბანი შედგება 33 გრაფემისაგან, რომელთა შორის 26 თანხმოვანი და 7 ხმოვანია. ოსურს აქვს ასევე 2 დიფტონგი. ოსური დამწერლობა გაჩნდა XIX საუკუნეში და ეფუძნება კირილურ ანბანს.
А/а, Ӕ/ӕ, Б/б, В/в, Г/г, Гъ/гъ, Д/д, Дж/дж, Дз/дз, Е/е, Ё/ё, Ж/ж, З/з, И/и, Й/й, К/к, Къ/къ, Л/л, М/м, Н/н, О/о, П/п, Пъ/пъ, Р/р, С/с, Т/т, Тъ/тъ, У/у, Ф/ф, Х/х, Хъ/хъ, Ц/ц, Цъ/цъ, Ч/ч, Чъ/чъ, Ш/ш, Щ/щ, Ъ/ъ, Ы/ы, Ь/ь, Э/э, Ю/ю, Я/я.
გარდა ამისა 1923–დან 1937 წლამდე ლათინურ ანბანს გამოიყენებდა: A/a, Æ/æ, B/b, C/c, Č/č, D/d, E/e, F/f, G/g, H/h, I/i, J/j, K/k, L/l, M/m, N/n, O/o, P/p, Q/q, R/r, S/s, Š/š, T/t, U/u, V/v, X/x, Y/y, Z/z, Ž/ž
1930-იანი წლების ბოლოს ოსური ენა ქართულ დამწერლობასაც გამოიყენებდა: ა, ჷ, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ჲ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, ჳ, უ, ჶ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, ხ, ჯ, ჰ. ამ დროს სახრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებნი ქართულ სადამწერლო სისტემაზე გადაიყვანეს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებნი კი კირილიცაზე. დღეს ეს ისტორიული ფაქტი ბევრი ოსი სეპარატისტისთვის ეს საბჭოთა კავშირის დროს ქართველთა მხრიდან მათი გაქართველების მცდელობის ერთ-ერთ მამტკიცებელ არგუმენტს წარმოადგენს. ქართველი ენათმეცნიერის, აფხაზური ენის ცნობილი მკვლევრის თეიმურაზ გვანცელაძის სტატიაში დახასიათებულია ის ზოგადი სიტუაცია, რომელიც ყოფილ სსრკ-ში სუფევდა. (მოცემული სტატიის ბოლო თავში „რესურსები ინტერნეტში“ იხილეთ თეიმურაზ გვანცელაძის სტატია „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“.
პირველი წერილობითი ძეგლი, რომელიც შესრულებულია ბერძნული გრაფიკით, 941-ით თარიღდება. პირველი ოსური ხელნაწერი (1802) შესრულებულია ქართული გრაფიკით ი. იალღუზიძის მიერ. პირველი ნაბეჭდი წიგნი - „მოკლე კატეხიზისი“ დაბეჭდილია ძველი სლავური ანბანით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ოსური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.