ნიშანი ასო

ასო — ანბანური და კონსონანტური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, გრაფემა, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად ან ცალკე იხმარება ფონემის, მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად.

თანამედროვე ქართულ დამწერლობაში, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას; თუმცა სხვა დამწერლობების შემთხვევაში, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ ან მეტ ფონემას(მაგ., ლათინურში x = /ks/, ბერძნულში Ψ = /ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას (მაგ., ინგლისური sh=/š/, გერმანული sch=/š/, ფრანგული eau=/o/, პოლონური sz=/š/, cr=/č'/ და სხვ.).

სხვადასხვა ენაში, ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, ინგლისური o იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/ ბგერების გადმოსაცემად, s გადმოსცემს /s/ და /z/ ბგერებს; რუსული o /a/-სა და /o/-ს და სხვა.

არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად (მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულ სიტყვაში „pomme“ (=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ისევე როგორც ინგლისურ სიტყვაში „duke“ (=/dju:k/).

ზოგიერთ დამწერლობაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტი (ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული ق (იზოლირებული) და ـقـ (შუაში) გადმოსცემენ /q/ ბგერას და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

გერმანულიგრაფემაინგლისურიპოლონურიფონემაქართული დამწერლობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პაბლო პიკასოგიორგი მამარდაშვილიუქმე დღეები საქართველოშითანდებულისაერთაშორისო სამართალიასურეთიპროტესტანტული რეფორმაციანაღვლის ბუშტიპარაზიტიზმიტიციან ტაბიძემთვარებუდაპეშტიმარკეტინგიბუღა თურქის შემოსევაკვარცინაციონალ-სოციალიზმიშარკა ბლუმტკვარიელენე ახვლედიანიინდუსტრიული რევოლუციაღორის სოლიტერიკაცხის სვეტილეიკემიაკავკასიაქვეყნების სიაყირიმის ომიაია-სოფიას ტაძარინიკო ნიკოლაძეიალბუზივოლფგანგ ამადეუს მოცარტიიუნესკორევაზ ინანიშვილისაქართველო XVIII საუკუნეშიფარსმან II ქველისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიპრომეთეორალური სექსიმუნითელავიმაიმუნებიკურდღელიელინიზმიფილიპინებიქართული ენათემურლენგითეიმურაზ Iლურჯი ვეშაპიმზის სისტემათამარ გვერდწითელიმგელიკავკასიონიჯვაროსნული ლაშქრობებინარიყალაახალქალაქისაქართველოს სოფლებიბეჰემოთიგიორგი ყიფშიძემზეგიორგი III (საქართველოს მეფე)ივანე ჯავახიშვილიშხარაპორტუგალიაბორჯომისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაგიორგი I (საქართველოს მეფე)აბას I (ირანი)მიქელანჯელო ბუონაროტისაქართველოს სახელმწიფო დროშაანტიკური ხანაევროკავშირირესპუბლიკალადო ასათიანინოე ჟორდანიადიდი ბარიერული რიფითავისუფლების დიდი ქარტიამარჯნის რიფისეტყვაქრისტიანობა🡆 More