სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა — სახელმწიფო ალანია (ოს.
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულია, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
Республикæ Хуссар Ирыстон — Паддзахад Алани [reʃˈpublikɐ ˈχuʃʃar iˈrɘʃton], რუს. Республика Южная Осетия — Государство Алания; ყოფ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა) — რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი სეპარატისტული რესპუბლიკა (იმეორებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს).
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — ალანიის სახელმწიფო | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
დედაქალაქი | ცხინვალი 42°40′ ჩ. გ. 21°10′ ა. გ. / 42.667° ჩ. გ. 21.167° ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | ოსური, რუსული, ქართული | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | ალან გაგლოევი | |||
- | პრ.-მინისტრი | გენადი ბეკოევი (მ/შ) | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 3 900 კმ2 | |||
მოსახლეობა | |||||
- | 2015 აღწერა | 53 532 | |||
ვალუტა | რუბლი (RUB ) | ||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | ||||
Internet TLD | არ აქვს მინიჭებული | ||||
¹ დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. |
ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. საქართველო აღნიშნულ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისს ხუთმა წევრმა ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა — სახელმწიფო ალანია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო: რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო, 2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი, 2008), ვენესუელა (10 სექტემბერი, 2008), ნაურუ (15 დეკემბერი, 2008), სირია (29 მაისი, 2018).
1922 წლის 22 აპრილს დაარსდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი №2-ით. დეკრეტს ხელს აწერდნენ: ფილიპე მახარაძე – სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოების თავმჯდომარე, სერგო ქავთარაძე – სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და ფ. კალანდაძე – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რაც გულისხმობდა ქართული ენის გავრცელებას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე. ამ დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა, კერძოდ ოსურმა ორგანიზაციამ „ადამონ ნიხასმა“, გაიმართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება.
10 ნოემბერს, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის საპასუხოდ შედგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესია, რომელზედაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: საოლქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის შესახებ; ოსური ენის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ცვლილების შესახებ. გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელთა მუქარით და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ განსაზღვრა 25 ნოემბერი. მიუხედავად აღნიშნულისა „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც გაიმართა 10 ნოემბერს. სესია ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლის თანახმად სესიის ჩატარების დრო, ადგილი, აგრეთვე განსხილველად შესატანი საკითხები საოლქო საბჭოს აღმასკომს დეპუტატებისა და მოსახლეობისათვის ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობინებინა, მით უმეტეს, როდესაც სესიაზე წყდებოდა ავტონომიური ოლქის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი.
16 ნოემბერს, იმის გამო რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატებოდა, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა შემდეგი:
23 ნოემბერს დაიგეგმა ქართველი საზოგადოებრიობის მშვიდობიანი მიტინგი ცხინვალში, თუმცა ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებ მოითხოვდნენ მიტინგის გადადებას. ცხინვალის ქართველი მოსახლეობის მოთხოვნითა და თხოვნით მიტინგი არ გადაიდო. 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა და 140 მოათავსეს საავადმყოფოში.
1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მე-11 მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ.
3 აპრილს სსრკ-ში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ავტონომიურ წარმონაქმნებს ეძლეოდათ, როგორც მოკავშირე რესპუბლიკიდან გამოსვლა, ისე საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა (თუმცა კანონი ძალაში იყო 1991 წლის 12 დეკემბრამდე, როდესაც ხელი მოეწერა დსთ-ს შექმნას). აღნიშნულის განსახორციელებლად წინაპირობას წარმოადგენდა, რეგიონში გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარება (სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მხოლოდ 1992 წლის 19 იანვარს ჩაატარა, მაშინ როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც გაუქმებული იყო და საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წლის 9 აპრილიდან მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის კანონები).
ზაფხულში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც „ადემონ ნიხასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
20 სექტემბერს სამხრეთ-ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის — სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე, ასევე სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში გაგზავნა მიმართვა, რათა ახალი სოციალისტური რესპუბლიკა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეკავშირე ქვეყანა. სესიაზე მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერინტეტის დეკლარაცია, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადდა სსრკ-ს კანონები მოქმედ კანონმდებლობად.
21 სექტემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილა რა საკითხი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერინეტისა და სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სსრ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ადა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შეცვლის, რესპუბლიკის სუვერინტეტის ხელყოფის, ავტონომიური ფორმირებების უფლებათა მექანიკური გათანაბრების სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო ცდაა და საქართველოს, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციების, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, საოლქო საბჭოს სესია არადეპუტატეპის ზეგავლენით, კონსტიტუციური და საპროცედურო ნორმების უხეში დარღვევით ჩატარდა. რესპუბლიკისა და ქვეყნის ძრითადი კანონის — კონსტიტუციის საფუძლებთან დაკავშირებული ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღება არა მარტო უსაფუძლო და არამართლზომიერია, არამედ ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის თვით ოსი ხალხის, ინტერესებს და ხელს უწყობს ეროვნებათშორისი ურთიერთობის გამწვავებას.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა:
16 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა I სესიაზე, ჩაითვალა არალეგიტიმურად საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია).
14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ზვიად გამსახურდია. იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველსავე სესიაზე უამრავი ცვლილება შეიტანა იმდროს მოქმედ 1978 წლის 15 აპრილის ჯერ კიდევ საბჭოურ კონსტიტუციაში.
28 ნოემბერს რესპუბლიკამ შეიცვალა სახელწოდება „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად“ და მიმართა საბჭოთა კავშირს ჩაერთოთ ისიც ახალ საკავშირო ხელშეკრულებაში.
11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა არაერთი უშედეგო გაფრთხილებისა, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად დაადგინა შემდეგი:
მას შემდეგ რაც 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „გარდამავალ პერიოდში“ გააუქმა 1922 წელს თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაარსებული ავტონომიური ოლქი და მისი მართვის ყველა რგოლი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით მიღებულმა ყველა გადაწყვეტილებამ იდაურიდიული ძალა დაკარგა. აღნიშნული პერიოდი ასახავს სწორედ ამ იურიდიული ძალის არმქონე პერიოდში თვითგამოცხადებული სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს.
1991 წლის 7 იანვარს სსრკ-ს პრეზიდენტმა მ. გორბაჩოვმა გამოსცა მიმართვა „ზოგიერთი საკანონმდებლო აქტების შესახებ, მიღებული 1990 წელს საქართველოს სსრ-ში“ («О некоторых законодательных актах, принятых в декабре 1990 года в Грузинской ССР»), რომელშიც მან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიიჩნია სსრკ-ს კონსტისტუაციასა და კანონებთან შეუსაბამო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით
17 მარტს ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი, რომელშიც ცხინვალის რეგიონმა მონაწილეობა მიიღო აწ უკვე გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით.
31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის დროსაც ცხინვალის რეგიონში მრავალი შეფერხება შეინიშნა და არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა.
4 მაისს სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ მხედველობაში მიიღო სსრკ-ს პრეზიდენტის 7 იანვრის მიმართვა, რომელშიც სამხრეთ ოსეთი ცალსახად იყო დაფიქსირებული საქართველოს იურისდიქციაში ავტონომიური ოლქის სტატუსით და გააუქმა რესპუბლიკად გარდაქმნის დადგენილებები, როგორც შეუსაბამო სსრკ-ს კანონმდებლობასთან.
7 მაისს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელშიც აწ უკვე გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოქმედებები, მათ შორის 4 მაისის ოლქის აღდგენა ჩათვალა არაქმედითუნარიანად.
1 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა უმაღლესმა საბჭომ კვლავ გააუქმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის 4 მაისის დადგენილება და აღადგინა რესპუბლიკა, რომლის შემდეგაც მიმართა რსფსრ-ს უმაღლეს საბჭოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე.
21 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ მიიღო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
1992 წლის 19 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდა სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.
2011 წლის 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა რუსული ენის ოსური ენის პარალელურად სახელმწიფო ენად გამოცხადების რეფერენდუმი.
2017 წლის 9 აპრილს დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარდა ქვეყნის სახელის „სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა — სახელმწიფო ალანია“ შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დაყოფილია 4 რაიონად და რესპუბლიკის ცენტრად ცხინვალად:
რუკა | რაიონები |
---|---|
1. ჯავის რაიონი | |
2. ზნაურის რაიონი | |
3. ლენინგორის რაიონი | |
4. ცხინვალის რაიონი | |
5. ცხინვალი |
დეფაქტო რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ტელე-რადიო საინფორმაციო საშუალებები, ასევე გამოდის ჟურნალ-გაზეთები. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რექსპუბლიკაში მხოლოდ ერთი გაზეთია («Хурзарин») ოსურ ენოვანი, ორი ონლაინ სიახლეების ოსურ-რუსული ინტერნეტ გვერდი, დანარჩენი 6 საშუალება რუსულენოვანია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.