ნიამეი

ნიამეი (ფრანგ.

გაშენებულია მდინარე ნიგერზე, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაპირზე დაარსდა. წარმოადგენს ნიგერის ადმინისტრაციულ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს. 2006 წელს ნიამეის მოსახლეობა 774 235 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ეს რიცხვი 978 029 ადამიანს აღწევს. 1926-1960 წლებში იყო საფრანგეთის სამფლობელო ნიგერის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო 1960 წლიდან ნიგერის დედაქალაქია.

დედაქალაქი
ნიამეი
ფრანგ. Niamey
ნიამეი
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
შიდა დაყოფა 5 კომუნა, 44 რაიონი, 99 კვარტალი
კოორდინატები 13°31′17″ ჩ. გ. 2°06′19″ ა. გ. / 13.52139° ჩ. გ. 2.10528° ა. გ. / 13.52139; 2.10528
ქალაქის მერი Barry Bibata Niandou
დაარსდა 1890
ფართობი 239,30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 207
მოსახლეობა 978 029 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 4087,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ნიამეი — ნიგერი
ნიამეი

ქალაქში განვითარებულია დამუშავებითი მრეწველობა, აწარმოებენ აგურს, კერამიკას, ცემენტს და ქსოვილებს. ქალაქი სატრანსპორტო კვანძია, იქ მდებარეობს საფეიქრო ფაბრიკა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ცენტრი, ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. ქალაქთან ახლოს მდებარეობს თბოელექტროსადგური და საერთაშორისო აეროპორტი.

ისტორია

ХIХ საუკუნის ბოლოს თანამედროვე ნიამეის ადგილას არსებობდა პატარა სოფელი, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა. იმ პერიოდში დაწყებული ნიგერის დაპყრობის დროს 1892 წელს ამ სოფელში ფრანგმა კოლონიზატორებმა დააარსეს თავიანთი დასაყრდენი სამხედრო პუნქტები. სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე ნიამეის განსაკუთრებულად მოხერხებულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო მის ზრდას.

გეოგრაფია

ნიამეი მდებარეობს მდინარე ნიგერის ორივე ნაპირზე, ქალაქის ტერიტორიას უკავია 239 კმ². ქალაქის საზღვრებში მდინარეში ასევე არსებობს რამდენიმე მომცრო კუნძული.

კლიმატი

ნიამეი მდებარეობს საჰელის სამხრეთით და აქვს მისთვის ტიპური კლიმატი. ის წარმოადგენს რაღაც საშუალოს სუბეკვატორულ და ტროპიკულ კლიმატს შორის. კლიმატი საკმაოდ ცხელია, საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 24 °C-დან 34 °C-მდე მაისში, ხოლო წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 29 °C-ს. არსებობს გამოკვეთილი ხანმოკლე ნოტიო სეზონი, რომელიც გრძელდება მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და რომლის პიკი აღწევს ივლის-აგვისტოში. მთელი ნალექი მოდის ნოტიო სეზონის დროს. მშრალი სეზონის დროს ნალექები საერთოდ არ მოდის.

მოსახლეობა

ნიამეისთვის, როგორც სხვა დიდი აფრიკული ქალაქებისთვის, დამახასიათებელია მოსახლეობის სწრაფი ზრდა XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში. ქალაქის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი — მუსლიმია. ქალაქის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია: სონგაი და ჯერმა, რომლებიც ერთად შეადგენენ მთელი მოსახლეობის 51,1 %-ს; მათ შემდეგ მოდის ჰაუსას ხალხი (34,4 %).

დემოგრაფია

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით:

1977 1988 2001 2012
233 414 391 876 674 950 1 058 847

ადმინისტრაციული დაყოფა

ქალაქი ნიამეი შედგება 5 კომუნისაგან, რომლებიც იყოფიან 44 რაიონად:

კომუნა კვარტალი რუკა ქალაქის ადმინისტრაციული რუკა
ნიამეი I
20 კვარტალი
ნიამეი 
ნიამეი II
17 კვარტალი
ნიამეი III
17 კვარტალი
ნიამეი IV
17 კვარტალი
ნიამეი V
28 კვარტალი

დამეგობრებული ქალაქები

ნიამეი იმყოფება მეგობრულ დამოკიდებულებაში შემდეგ ქალაქებთან:

ქვეყანა, ქალაქი თარიღი წყარო
ნიამეი  განა ტამალე 2007

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნიამეი ისტორიანიამეი გეოგრაფიანიამეი კლიმატინიამეი მოსახლეობანიამეი დემოგრაფიანიამეი ადმინისტრაციული დაყოფანიამეი დამეგობრებული ქალაქებინიამეი რესურსები ინტერნეტშინიამეი სქოლიონიამეი2006მდინარემოსახლეობანიგერინიგერი (მდინარე)საფრანგეთიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მუნიოგანესონილიონელ მესიდელფინებიბერძნული მითოლოგიავერცხლინივთიერებაინდოეთიმსოფლიო მიზიდულობის კანონიპუნიკური ომებისაქართველოგიორგი III (საქართველოს მეფე)საქართველოს ისტორიაკორუფციააზიაარაბთა დაპყრობითი ომებივენერასაქართველოს მუნიციპალიტეტებიამფიბიებიაბრეშუმის დიდი გზალეიკოციტოზირუსეთისასმელი წყალიტუბერკულოზიდავით კაჭარავანელსონ მანდელატიგრან პეტროსიანი9 აპრილის ტრაგედიამარილებიშოთა რუსთაველიელენე ახვლედიანითითაობაგასტრიტიორგაზმიგელათის მონასტერიმედუზებიბაყაყისაფრანგეთის ქალაქებიხინკალისომხების გენოციდიმარკეტინგიწიგნი სიბრძნე სიცრუისაკილომეტრიტყეSWOT-ანალიზიკაცხის სვეტიპარხლის I ოთხთავითელავიფოცხვერიაქემენიანთა იმპერიაგონიოს ციხეეთიკატელეფონების ნომრები საქართველოშითბილისის ზღვაბახტრიონი (პოემა)თრომბოციტებიალავერდიამირანი (მითოლოგია)ნიჰილიზმიგველის-მჭამელისეკულარიზმიქაშვეთის ეკლესიაფსორიაზიშვედეთიკახეთიქვეშეთიმდინარეკლიმატის ცვლილებაკურო (ასტროლოგია)ინდუსტრიული რევოლუციარომანტიზმივნების კვირაპითაგორას თეორემაალექსანდრე პუშკინინაირა გელაშვილირუსეთ-საქართველოს ურთიერთობები🡆 More