ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შემოკლებით ოპეკი (ინგლ.

Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) — კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან ინდონეზია, ეკვადორი და კატარი. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია
ოპეკის ლოგო
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია
ოპეკის შტაბ-ბინა ვენაში.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების გასაზღვრაა, რაც ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტიანი, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.

ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს მის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. ოპეკის გავლენა ნავთობის ფასებზე მას შემდეგ შედარებით დაბალია, მექსიკის ყურის, ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის გამო. მიუხედავად ამისა, ოპეკი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. ეს ორგანიზაცია კარტელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასწავლო სახელმძღვანელოებში.

წევრები

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია 
ოპეკის ქვეყნები

ორგანიზაციას 13 წევრი ჰყავს. ქვემოთ ჩამოთვლილია გაწევრიანების თარიღის მიხედვით.

    ყოფილი წევრები

ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1965ავსტრიაალჟირიანგოლაარაბთა გაერთიანებული საამიროებიგაბონიეკვადორიეკვატორული გვინეაერაყივენავენესუელაინდონეზიაირანიკატარიკონგოს რესპუბლიკალიბიანიგერიასაუდის არაბეთიქუვეითი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალბერტ აინშტაინიბიძინა ივანიშვილილომივნების კვირაირლანდიაეგრისის სამეფოუფლისციხესვანეთიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიეიფელის კოშკი9 აპრილის ტრაგედიაიოსებ სტალინისახელმწიფოგიორგი VIIIმერწყულიჰექტარიკანონიერი ქურდიგურიავინსენტ ვან გოგიამერიკის შეერთებული შტატებითევზები (ასტროლოგია)ავსტრალია (კონტინენტი)მადაგასკარიგრიგოლ რობაქიძესავანასილიციუმისოლომონ Iსულხან-საბა ორბელიანიქართლის გაქრისტიანებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოს დაცული ტერიტორიებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდაუნის სინდრომიგამარჯვების დღეისლანდიაttyltქართველებიშარკა ბლულექსი ვეფხისა და მოყმისააკონკაგუაევროპადედამიწაროდოსის კოლოსიკონსტიტუციაგველებიბაბუაწვერათითაობამერაბ კოსტავაჭიაკოკონობაამეთვისტობაში-აჩუკიწმინდა სამების საკათედრო ტაძარირომიწყალდიდობაწნევასაჭმლის მომნელებელი სისტემაებრაელებიამიერკავკასიური ზაზუნააპენდიციტიკალიებიმუშთაიდის ბაღიევროკომისიაკირჩხიბი (ასტროლოგია)ანდებიაბრეშუმის ჭიაოქსიდიწითელაბგერარენესანსიინდუსტრიული რევოლუციაპროტესტანტული რეფორმაციაპლურალიზმიტერორიზმიმუნიაკაკი წერეთელიზამთარიქართული გვარი🡆 More