მრავალკუთხედი

მრავალკუთხედი, ასევე პოლიგონი — გეომეტრიაში ბრტყელი ფიგურა, რომელიც შემოსაზღვრულია მონაკვეთების სასრული რაოდენობით.

ამ მონაკვეთებს მრავალკუთხედის გვერდები ეწოდება, ხოლო წერტილები, სადაც ეს გვერდები ერთმანეთს კვეთს, მრავალკუთხედის წვეროებია. სხვანაირად, მრავალკუთხედი ეწოდება მარტივ შეკრულ ტეხილს, რომლის მეზობელი გვერდები ერთ წრფეზე არ ძევს, მის მიერ შემოსაზღვრულ სიბრტყის ნაწილთან ერთად.

მრავალკუთხედი
მრავალკუთხედების ნიმუშები

მრავალკუთხედის ორ წვეროს ეწოდება მეზობელი, თუ ისინი ერთსა და იმავე გვერდს ეკუთვნის. მრავალკუთხედის ორ გვერდს ეწოდება მეზობლი, თუ მათ საერთო წვერო გააჩნიათ. მრავალკუთხედში ორი არამეზობელი გვერდის შემაერთებელ მონაკვეთს დიაგონალი ეწოდება.

მრავალკუთხედის კუთხე ეწოდება იმ კუთხეს, რომელსაც მისი გვერდები ადგენენ (მრავალკუთხედის მხრიდან).

მრავალკუთხედის სახეები

სამი გვერდის მქონე მრავალკუთხედს სამკუთხედი ეწოდება, ოთხი გვერდის მქონეს – ოთხკუთხედი, ხუთისას – ხუთკუთხედი და ა.შ. n გვერდის მქონე მრავალკუთხედს n-კუთხედი ჰქვია.

მრავალკუთხედი 
ამოზნექილი და არაამოზნექილი მრავალკუთხედები. როგორც ჩანს, ამოზნექილი მრავალკუთხედი მის გვერდზე გამავალი წრფის ცალ მხარეს მდებარეობს და მასში აღებული ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი მთლიანად მრავალკუთხედს ეკუთვნის, რასაც ვერ ვიტყვით არაამოზნექილ მრავალკუთხედზე.

მრავალკუთხედს ეწოდება ამოზნექილი, თუ ის აკმაყოფილებს ნებისმიერს შემდეგი პირობებიდან:

  1. ძევს მის ნებისმიერ გვერდზე გამავალი წრფის მხოლოდ და მხოლოდ ცალ მხარეს;
  2. წარმოადგენს ორი ნახევარსიბრტყის თანაკვეთას (მათი საერთო წერტილების სიმრავლეს);
  3. მასში ნებისმიერად აღებული ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი მთლიანად მრავალკუთხედს ეკუთვნის;

მაშასადამე, ნებისმიერი სამკუთხედი ამოზნექილი მრავალკუთხედია.

ამოზნექილ მრავლკუთხედს ეწოდება წესიერი, თუ მისი ყოველი გვერდი ტოლია და ყოველი კუთხე ტოლია. ამის მაგალითებია წესიერი (ტოლგვერდა) სამკუთხედი, კვადრატი და ა.შ.

ამოზნექილ მრავალკუთხედს ეწოდება წრეწირზე შემოხაზული, თუ მისი თითოეული გვერდი ერთსა და იმავე წრეწირს ეხება. წრეწირში ჩახაზული მრავალკუთხედი ისეთ პოლიგონს ეწოდება, რომლის თითოეული წვერო ერთსა და იმავე წრეწირზე ძევს.

ლიტერატურა

  • Coxeter, H.S.M.; Regular Polytopes, (Methuen and Co., 1948).
  • Cromwell, P.; Polyhedra, CUP hbk (1997), pbk. (1999).
  • Grünbaum, B.; Are your polyhedra the same as my polyhedra? Discrete and comput. geom: the Goodman-Pollack festschrift, ed. Aronov et al. Springer (2003) pp. 461–488. (pdf დაარქივებული 2016-08-03 საიტზე Wayback Machine. )

რესურსები ინტერნეტში

მრავალკუთხედი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

გეომეტრიასიბრტყე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კავკასიონინერვული სისტემანიკოლოზ ბარათაშვილიგასტრიტისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაქართული ენაჩრდილოეთი კორეანიჰილიზმიჯვაროსნული ლაშქრობებიკვადრატიმდინარედედა ენაქუთაისობაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ივანე მაჩაბელივიკიპედია29 აპრილიკოსმოპოლიტიზმილევან საგინაშვილივარძიაგველის პერანგიმცხეთის ჯვრის მონასტერიპოლონეთიმოლდოვაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიუინსტონ ჩერჩილიზღვაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისოფლის მეურნეობაკურდღელიასი ათასი მოწამეთერგდალეულებიმუსიკამორფოლოგია (ენათმეცნიერება)სანტიმეტრიდინოზავრებიდედამიწის დღესაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდეჟავიუუკრაინამღრღნელებინინო კასრაძეზიგმუნდ ფროიდიგიორგი ყიფშიძემდგრადი განვითარებანათურალეიკოციტებიბიპოლარული აშლილობაგულიტრაპიზონიმიხეილ სააკაშვილიგრიგოლ რობაქიძედიდი დეპრესიათბილისის ეროვნული პარკიამასიის ზავისოლომონ IIსაქართველოს სამოქალაქო ომისაქართველოს პარლამენტიქართლის ცხოვრებაისტორიაკუნილინგუსიდათა თუთაშხიაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშილიონელ მესიანა კალანდაძემალდივის რესპუბლიკაპიერ პაოლო პაზოლინიფინეთიინდოეთიგიორგი I (საქართველოს მეფე)ჩინგიზ-ყაენირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიბრესტ-ლიტოვსკის ზავიორგაზმისაქართველოაშშ-ის სენატისაქართველოს სახელმწიფო დროშავაშლოვანის ეროვნული პარკი🡆 More