მარხვა

მარხვა — ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა.

მარხვის დროს ზოგიერთი რელიგიით იზღუდება წყვილებს შორის სქესობრივი კავშირიც.

ქრისტიანობაში

სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც „ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების“ საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა:

  1. დიდმარხვაქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ (მოძრავია და გრძელდება 7 კვირა).
  2. პეტრე-პავლობის მარხვა — წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ (1–5 კვირა).
  3. მარიამობის მარხვა — ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ (2 კვირა).
  4. შობის მარხვა — ქრისტეს შობის წინ (6 კვირა).

ერთდღიანი მარხვებია:

  • ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს.
  • ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი.
  • წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი.
  • ჯვართმაღლება - 27 სექტემბერი.

სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა.

ბასილ კესარიელი წერდა: „მარხვამ დაშრიტა ძალი ცეცხლისაი, დაუყვნა პირნი ლომთანი, მარხვაი ლოცვასა ცად აღამაღლებს... წინამძღუარი არს განსვენებაი, დედაი არს სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანმავალი მოგზაურთაი“.

იუდაიზმში

იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა.

ისლამში

ისლამის მიხედვით, მკაცრი მარხვა, საუმი (რამადანის თვეში, ასევე სხვა დღეებში ნებაყოფლობითი მარხვა) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, მუსლიმთა თანაგრძნობას მათდამი, ვინც არააა შემძლე თავი გამოიკვებოს და მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია იშიმშილოს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მარხვა ქრისტიანობაშიმარხვა იუდაიზმშიმარხვა ისლამშიმარხვა იხილეთ აგრეთვემარხვა ლიტერატურამარხვა რესურსები ინტერნეტშიმარხვათევზებირელიგიახორცი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეპითეტიგოჯი ბერიაფრიკის ქვეყნების სიაგარემოს დაბინძურებანიადაგილიბერალიზმიფარსმან II ქველისომხეთის ისტორიაფელაციათბილისის ისტორიატაიგამიქელანჯელო ბუონაროტიჰიმალაიდავით გურამიშვილითბილისის კურორტების ჯგუფიყიზილბაშებიკანონიერი ქურდიკომეტალესოთოჰაერიფარავანიართურ კონან დოილიქეთევან დედოფალიწიგნი სიბრძნე სიცრუისაგნეუს პომპეუს მაგნუსისერხიო რამოსიდავით IIIჰიპერბოლა (ენა)სვანეთიმთლიანი შიდა პროდუქტიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამდგრადი განვითარებარაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხარებაკონტინენტიმიწისძვრანიუენაკიანი წელიწადირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიორგაზმიბარდა სკლიაროსიფეხბურთიკარლეს პუჩდემონიქართლის სამეფოქართული ფილმების სიაშვედეთისპილოსებრნიწრეწირიწყალიმცხეთაასტანაყვავილოვანი მცენარეებიზვიად გამსახურდიაფოთოლიხევისბერი გოჩასამხრეთი კორეაშუა საუკუნეებიMozilla Firefoxემპათიაქრომოსომაბრუნებაეკვატორული კლიმატური სარტყელიმსოფლიოს შვიდი საოცრებაენგურის ჰიდროელექტროსადგურიგიორგი ქვილითაიაოპერალაშა ტალახაძეანგკორ-ვატიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველო IV საუკუნეშიFacebook29 მარტიატომიკონსერვატიზმიკირიბატი🡆 More