ფილმი მაკულატურა

„მაკულატურა“ (ინგლ.

ფილმი მაკულატურა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკულატურა (მრავალმნიშვნელოვანი).

იგი აგრეთვე არის სცენარის თანაავტორი, როჯერ ევერისთან ერთად. ფილმი ცნობილია ეკლექტიკური დიალოგებით, იუმორისა და ძალადობის ირონიული აღრევით, არახაზობრივი სიუჟეტით, მთელი რიგი კინემატოგრაფიული ალუზიებითა და პოპ-კულტურის ელემენტებზე მინიშნებებით. ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე იგი ნომინირებული იყო შვიდ ჯილდოზე, მათ შორის კატეგორიებში „საუკეთესო სურათი“. ტარანტინომ და ევერიმ მიიღეს ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ტარანტინოს აგრეთვე მიენიჭა ოქროს პალმის რტო 1994 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში. კრიტიკოსთა მიერ მოწონებულმა და კომერციულად წარმატებულმა ამ ფილმმა მისი მთავარი როლის შემსრულებლის, ჯონ ტრავოლტას კარიერა კვლავ გამოაცოცხლა. ამ უკანასკნელმა მიიღო ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში. ნომინაციები საუკეთესო მსახიობებისთვის მიიღეს სამუელ ლ. ჯექსონმა და უმა თურმანმაც.

„მაკულატურა“
ფილმი მაკულატურა
მაკულატურა
Pulp Fiction
ჟანრი კრიმინალური კომედია
დამდგმელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
პროდიუსერი ლოურენს ბენდერი
სცენარის ავტორი კვენტინ ტარანტინო
როლებში ჯონ ტრავოლტა
სამუელ ლ. ჯექსონი
უმა თურმანი ბრიუს უილისი
ოპერატორი ანჯეი სეკულა
მონტაჟი სალი მენკე
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი
  • მაისი, 1994 (1994-05) (კანი)
  • 14 ოქტომბერი, 1994 (1994-10-14) (აშშ)
ხანგრძლივობა 154 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 8.5 მილიონი
შემოსავალი $ 213,928,762

განსაკუთრებულად სტილიზებული რეჟისურით გადაღებული „მაკულატურა“ აერთიანებს ლოს-ანჯელესის მაფიოზების, მცირე კრიმინალებისა და იდუმალი ჩემოდნის ისტორიებს. სურათის დროის დიდი ნაწილი ეთმობა დიალოგებსა და მონოლოგებს, რომლებშიც ვლინდება პერსონაჟების იუმორის გრძნობა და მათი ცხოვრებისეული ხედვები. ფილმის სათაური გულისხმობს XX საუკუნის შუა წლებში პოპულარულ იაფფასიან ლიტერატურასა და ჟურნალებს, რომლებიც ცნობილი იყო გრაფიკულად ასახული ძალადობით და უხეში დიალოგებით. „მაკულატურა“ თვითციტირებას ახდენს პირველივე წუთებიდან, იწყება რა სატიტულო ბარათით, რომელზეც მოყვანილია სიტყვის pulp ორი განმარტება ლექსიკონიდან. სიუჟეტი, ისევე, როგორც ტარანტინოს ბევრ სხვა ნამუშევარში, მოვლენათა ქრონოლოგიას არ იცავს.

სურათის თვითუკუქცევა, არატიპიური სტრუქტურა და სხვა ნაშრომების ციტირებისა და პასტიშის აღრევის გამო კრიტიკოსები ნამუშევარს უწოდებენ პოსტმოდერნისტული ფილმის მაგალითს. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის მიერ აღწერილი, როგორც შავი კომედია, „მაკულატურა“ ხშირად აღწერილია, როგორც „ნეო-ნუარი“. კრიტიკოსი ჯეფრი ო'ბრაიენი ამ აზრს ასე ეწინააღმდეგება: „ძველი დროის ნუარის ვნებანი, მძიმე მელანქოლია და სიკვდილის საოპერო სტილის სცენები უადგილო იქნებოდა მყიფე და კაშკაშად განათებულ საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც ტარანტინოს ჯადოქრობამ შექმნა. [იგი არ არის] არც ნეო-ნუარი, არც პაროდია ნუარზე.“ ნიკოლას კრისტოფერი ასევე უწოდებს ფილმს „უფრო მეტად კრიმინალურ კომედიას, ვიდრე ნეო-ნუარს“. ფოსტერ ჰირშის აზრით, ფილმს „მეოცნებე ლანდშაფტი“ უფრო კარგად აღწერს, ვიდრე, რომელიმე სხვა ჟანრის სახელი. „მაკულატურას“ თვლიან ფილმად, რომელმაც შემდგომში გამოსულ სურათებზე დიდი გავლენა იქონია. მისმა წარმოებამ, მარკეტინგმა, დისტრიბუციამ და შემოსავლიანობამ იქონია გადამწყვეტი გავლენა დამოუკიდებელი კინოს სფეროზე. „მაკულატურა“ კულტურულ წყალგასაყარადაც ითვლება და მისი გავლენა შეიმჩნევა მედიის ბევრ სფეროში. იგი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. 2013 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ „მაკულატურა“ შეიყვანა ფილმების ეროვნული რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად მნიშვნელოვანი“ ნამუშევარი.

ფაბულა

მაკულატურის თხრობა არაქრონოლოგიურად მიმდინარეობს. მასში ასახულია სამი, ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი. პირველის წამყვანი პერსონაჟია დაქირავებული მკვლელი ვინსენტ ვეგა. მეორე ამბის მთავარი გმირია ბუჩ კულიჯი, ხოლო მესამეში ყურადღება გამახვილებულია ჯულს უინფილდზე. სამივე ამბავი სხვადასხვა გზით იკვეთება ერთმანეთთან.

ფილმი იწყება კაფეში ვახშამით, რასაც მოჰყვება ვინსენტის, ჯულსის და ბუჩის ამბები. დასასრულს ფილმი უბრუნდება კაფეს სცენას. მთლიანობაში მასში შვიდი ეპიზოდია, რომელთა სათაურებია:

  1. პროლოგი - ვახშამი (i)
  2. ვინსენტ ვეგა და მარსელუს უოლესის ცოლი - პრელუდია
  3. ვინსენტ ვეგა და მარსელუს უოლესის ცოლი
  4. ოქროს საათი - პრელუდია (A - წარსული, B - აწმყო)
  5. ოქროს საათი
  6. ბონის სიტუაცია
  7. ეპილოგი - ვახშამი (ii)

შვიდივე ეპიზოდის მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა 4a, 2, 6, 1, 7, 3, 4b, 5. ეპიზოდები 1 და 7 ნაწილობრივ ერთმანეთს უერთდება და სხვადასხვა პერსონაჟის თვალით არის დანახული, ისევე, როგორც ეპიზოდები 2 და 6. ფილიპ პარკერის აღწერაში, სტრუქტურული ფორმა არის „ეპიზოდური თხრობა წრიული მოვლენებით, დასაწყისის და დაბოლოების დამატებით და თხრობისას ყოველი ცალკე აღებულ ეპიზოდზე მინიშნებებით“ სხვა ანალიტიკოსების აზრით, სტრუქტურა არის უბრალოდ „წრიული თხრობა“.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პროლოგი - ვახშამი

„გოგრა“ და „საყვარელი ბაჭია“ გადაწყვიტავენ კაფეს დაყაჩაღებას.

ვინსენტ ვეგა და მარსელუს უოლესის ცოლი - პრელუდია

მკვლელები ჯულს უინფილდი და ვინსენტ ვეგა ეწვევიან ბრეტს, რომელსაც ჩემოდანი უნდა გამოართვან (მანამდე ბრეტი დაუპირისპირდა მათ უფროსს, განგსტერ მარსელუს უოლესს). ვინსენტი ამბობს, რომ მარსელუსმა სთხოვა მეუღლის დაცვა, სანამ თავად ქალაქში არ იქნება. ჩემოდნის გამო ისინი უპირისპირდებიან ბრეტს და მის პარტნიორებს. ვინსენტი პოულობს ჩემოდანს, ხოლო ჯულსი ბრეტის ერთ-ერთ პარტნიორს კლავს, შემდეგ კი, სანამ ჯულსის დახმარებით ბრეტს მოკლავს, ბიბლიიდან ერთ-ერთ აბზაცს კითხულობს.

ვინსენტ ვეგა და მარსელუს უოლესის ცოლი

ასაკოვანი ჩემპიონი მოკრივე ბუჩ კულიჯი მარსელუსისგან მიიღებს თანხას იმისთვის, რომ შემდეგი შეჯიბრი განგებ წააგოს. ვინსენტს და ჯულსს მარსელუსთან ჩემოდანი მიაქვთ. მეორე დღეს ვინსენტი მიდის ლანსთან, ჰეროინის შესაძენად. საკუთარი დოზის მოხმარების შემდეგ იგი გზად მია უოლესს, მარსელუსის ცოლს ხვდება. ისინი მიდიან 1950-იანების თემატურ რესტორანში და მონაწილეობენ ტვისტის ცეკვის კონკურსში, უოლესის სახლში კი ბრუნდებიან მიღებული ჯილდოთი. სანამ ვინსენტი აბაზანაშია, მია მის ჰეროინს პოულობს. ჩათვლის რა მას კოკაინად, იყნოსავს, გადაჭარბებული რაოდენობით. ვინსენტს უგონო მდგომარეობაში მყოფი მია ლანსთან მიჰყავს. გულში ისინი არჭობენ ადრენალინიან ნემსს, რის შემდეგაც უოლესი გონს მოდის.

ოქროს საათი - პრელუდია

ბუჩი იხსენებს ბავშვობას - თუ როგორ ეწვია მას ვიეტნამის ომის ვეტერანი კაპიტანი კუნსი. კუნსი, ბუჩის მამის თხოვნის შესაბამისად, ბავშვს გადასცემს უკანასკნელის კუთვნილ ოქროს საათს. კვლავ ასაკოვანი ბუჩი ემზადება შეჯიბრისთვის.

ოქროს საათი

ბუჩი მარსელუსს ატყუებს და შეჯიბრს იგებს. მეორე დილით იგი მოტელშია, მეგობარ გოგონა ფაბიენთან ერთად. აღმოაჩენს რა, რომ დაავიწყდა მისთვის ძვირფასი საათის წამოღება, ბუჩი ბინაში ბრუნდება და მას პოულობს. შეამჩნევს რა იარაღს, იგი მას იღებს და ტუალეტიდან გამოსულ ვინსენტს ესვრის.

ბუჩი მანქანით შუქნიშანთან დგას. ამ დროს გამოივლის მარსელუსი, რომელიც მას ამოიცნობს და დაედევნება. ორივე აღმოჩნდება ლომბარდში, სადაც მათ პოულობს დაწესებულების მფლობელი, მეინარდი. იგი ორივეს სარდაფში აბამს. მეინარდი და მცველი, ზედი, მარსელუსს სხვა ოთახში მიათრევენ. ბუჩი თავს დააღწევს ტყვეობას და ჭკუანაკლებ ზედამხედველს. გაქცევის წინ იგი გადაწყვიტავს მარსელუსის გადარჩენას. როდესაც ზედი მარსელუსს აუპატიურებს, ბუჩი მეინარდს კატანით კლავს, მისი იარაღით კი — ზედს. მარსელუსი ბუჩს ეუბნება, რომ ყველაფერს დაივიწყებს, თუკი კულიჯი გაუპატიურების შესახებ არავის უამბობს. უოლესი სამუდამოდ ტოვებს ლოს-ანჯელესს, ბუჩი კი ზედის მოტოციკლით ბრუნდება მოტელში.

ბონის სიტუაცია

მას შემდეგ, რაც ვინსენტი და ჯულსი ბრეტს კლავენ, აბაზანიდან კიდევ ერთი მამაკაცი გამოდის, რომელიც ისვრის, მაგრამ ყოველ ტყვიას აცდენს. წყვილი კლავს ამ პიროვნებასაც. ჯულსი აცხადებს, რომ მათი ასეთი გადარჩენა ნამდვილად სასწაულია. მანქანაში ბრეტის ერთ-ერთი პარტნიორი, მარვინი ჰყავთ, რომელსაც ვინსენტი შემთხვევით კლავს. სისხლიანი მანქანის გამო მარსელუსის დახმარებით მეგობრები მოხვდებიან უინსტონ ვულფთან, რომელიც „პრობლემებს აგვარებს“. ვულფის მითითებით ჯულსი და ვინსენტი ასუფთავებენ მანქანას, რომელიც, საბარგულში გვამთან ერთად შემდეგ მიჰყავთ ვულფის ნაცნობ მონსტრ ჯოსთან. დაბანის შემდეგ ორივე მიდის კაფეში.

ეპილოგი - ვახშამი

ვახშმის დროს ჯულსი ვინსენტს ეუბნება, რომ აპირებს კრიმინალური ცხოვრების მიტოვებას. ვინსენტი ტუალეტში შედის, ამ დროს კი „გოგრა“ და „საყვარელი ბაჭია“ კაფეს დაყაჩაღებას ცდილობენ. მოულოდნელად ჯულსი „გოგრასთან“ დიალოგს გამართავს. „საყვარელი ბაჭია“ ღიზიანდება და ჯულსს იარაღს უმიზნებს, თუმცა მასზე საკუთარ იარაღს ამ დროს ტუალეტიდან გამოსული ვინსენტი მომართავს. ჯულსი იწყებს ბიბლიიდან იმავე ციტატის წაკითხვას, რომელიც ბრეტთან წარმოთქვა, თუმცა საბოლოოდ წყვილს ფულთან ერთად გაქცევის უფლებას აძლევს. ვინსენტთან ერთად იგი კაფეს იდუმალი ჩემოდნით ტოვებს.

როლებში

ჯილდოები

ფილმი იყო ნომინირებული 7 ოსკარზე, მათ შორის „ოსკარი საუკეთესო სურათისთვის“. ფილმმა მოიგო შემდეგი ჯილდოები

მუსიკა

რესურსები ინტერნეტში

ფილმი მაკულატურა 
არის გვერდი თემაზე:
ფილმი მაკულატურა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ფილმი მაკულატურა ფაბულაფილმი მაკულატურა სიუჟეტიფილმი მაკულატურა როლებშიფილმი მაკულატურა ჯილდოებიფილმი მაკულატურა მუსიკაფილმი მაკულატურა რესურსები ინტერნეტშიფილმი მაკულატურა სქოლიოფილმი მაკულატურა1994ინგლისური ენაკვენტინ ტარანტინოოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვისოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისოსკარი საუკეთესო სურათისთვისოსკარის 67-ე დაჯილდოებაოქროს პალმის რტოსამუელ ლ. ჯექსონიუმა თურმანიშავი კომედიაჯონ ტრავოლტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გლობალური დათბობაკვადრატული კილომეტრიმიხეილ მესხიჰიპერბოლა (ენა)თხის რქა (ასტროლოგია)ნაკიანი წელიწადივაჟა აზარაშვილიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)პარიზივინსენტ ვან გოგიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ალაზანინიდერლანდებიჯვაროსნული ლაშქრობებიდინოზავრებილევანტე (საფეხბურთო კლუბი)გიორგი XIსიმკვრივეჰერაკლეაქლემილიმფოციტებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმღრღნელებითრომბოციტებირიცხვითი სახელივერძი (ასტროლოგია)ალპებისაქართველოს სახელმწიფო გერბიტროპიკული სარტყლებისაქართველოს ფრინველთა სიასაბა ლობჟანიძესაქართველოს კონსტიტუციაიპოლიტე ხვიჩიაატლანტის ოკეანეჰამბურგი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაფარნავაზ Iდემეტრე II თავდადებულიზურიკო დავითაშვილიიაპონიაბაყაყიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითაფრიკის ქვეყნების სიაგამაფრთხილებელი შეფერილობაენგურის ჰიდროელექტროსადგურიმზის სისტემაპორტუგალიაალექსანდრე ყაზბეგიჯულიანო მედიჩიბალტიმორიგნეუს პომპეუს მაგნუსიკოლხეთის სამეფოსიგნალ იდუნა პარკიაია-სოფიას ტაძარიჰაერის დაბინძურებასიყვარულიეგვიპტის პირამიდებიინდონეზიასაქართველო XIII საუკუნეშიავაზაწყარო (გეოგრაფია)საქართველოს სატელეფონო კოდებიმიწისძვრაგიორგი ქოჩორაშვილიოპერააჭარაბეთ არენაკლიმენტი წიტაიშვილიეროზიაერთა ლიგა (უეფა)ანტიკური ხანამუსიკასომხეთივენერამერკურიეკონომიკაელდარის დაბლობინაცვალსახელიტირანია🡆 More