კონიუნქტივიტი — თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.
დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში.
კონიუნქტივიტი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. მისი გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია. არსებობს ქლამიდიებითა და გონოკოკებით განპირობებული კონიუკონიუნქტივიტი, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდის შემდგომი ინფექციების შედეგი იყოს. ხშირია ულტრაიისფერი გამოსხივებით განპირობებული თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც.
ინფექციის წყარო შესაძლოა გახდეს: ჭუჭყიანი ხელები, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვ. ვირუსული კონიუნქტივიტის განვითარება შესაძლებელია სასუნთქი გზების დაავადებების დროსაც, ცხვირ-ხახიდან აღმავალი გზით გავრცელებული ინფექციის თვალზე გადასვლის შედეგად. საკუთრივ თვალიდან ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, თუმცა დაღმავალი გზით ცხვირ-ხახასა და სასუნთქ გზებზე არ გადადის.
კონიუნქტივიტს ახასიათებს სიწითლე (ჰიპერემია), გამონადენი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
მოწმდება საცრემლე გზების გამავლობა; ტარდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი; ქლამიდიური კონიუნქტივიტის დასადგენად აუცილებებლია სხვადასხვა კვლევის ჩატარება: ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის განსაზღვრა. ჩვილი ბავშვების შემთხვევაში დიაგნოსტიკისას აუცილებელია განისაზღვროს, ჩივილები კონიუნქტივიტით არის გამოწვეული თუ საცრემლე წერტილის დახშობით. საცრემლე წერტილის დახშობის დროს ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზე ხდება საცრემლე გზების ზონდირება.
მკურნალობა გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით სპეციფიკურია. კონიუნქტივიტის სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია. პროფილაქტიკა ჰიგიენური წესების დაცვაში მდგომარეობს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. საცურაო აუზებში, სადაც ხშირია ლამიდიით დასნებოვნება, წყალი უნდა იყოს ქლორიანი, გამდინარე, მუდმივად იწმინდებოდეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კონიუნქტივიტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.