კატარაქტა — თვალის ბროლის შემღვრევა.
დაავადება იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებასმის სრულ დაკარგვამდე (რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება).
კატარაქტა არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტის მიზეზია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები და სამშობიარო ტრავმა. შეძენილი კატარაქტის მიზეზი შეიძლება იყოს:
კატარაქტის რისკფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, მუქი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.
კატარაქტას აქვს განვითარების რამდენიმე სტადია: საწყისი, მომწიფების, სიმწიფისა და გადამწიფების. კატარაქტაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ:
კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას განაპირობებს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც. ასაკობრივი კატარაქტა შეძენილი კატარაქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. ის უმეტესად ორმხრივია, ანუ ორივე თვალზე ვითარდება, თუმცა ხასიათდება პროცესის არაერთდროული დასაწყისითა და განვითარებით თითოეულ თვალზე. დაავადება უმეტესად ვითარდება 50-55 წელს გადაცირებულ პირებში. კატარაქტა სუბიექტურად ვლინდება მაშინ, როცა შემღვრევა ბროლის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია ხანდაზმულ ასაკში ახლომხედველობის განვითარება, რის გამოც პაციენტს აღარ სჭირდება სამუშაოდ ასაკობრივი სათვალე. ასაკობრივი კატარაქტის მწიფე სტადიაზე გუგის პროექციაში ნათლად იკვეთება რუხი ფერის წარმონაქმნი- ეს შემღვრეული ბროლია. ამ დროს ადამიანი კარგავს ფორმულ მხედველობას და შეიგრძნობს მხოლოდ სინათლის მიმართულებას.
კატარაქტის დიაგნოსტიკა რთული არ არის. ის თვალის სტანდარტული ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად დგინდება, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში ექიმს ჰქონდეს დაწვრილებითი ინფორმაცია თვალის მდგომარეობის შესახებ.
დაწყებითი კატარაქტის სამკურნალოდ არსებობს მრავალი მედიკამენტოზური საშუალება, რომლებიც ძირითადად ვიტამინებისა და ამინომჟავების კომპლექსს შეიცავენ. სადღეისოდ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ გზად ქირურგიული მკურნალობა ითვლება. კატარაქტის თანამედროვე მიკროქირურგიული მკურნალობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ესენია: მაღალხარისხოოვანი საოპერაციო მიკროსკოპი და ინსტრუმენტები (ალმასის სკალპელი და სხვ.), ულტრაბგერითი აპარატურა, თვალის გარსების დამცველი ნივთიერებები, კუმშვადი ხელოვნური ბროლი, რომელიც სტაბილურად მაგრდება ბროლის ჩანთაში და არ აქვს არანაირი მავნე ზემოქმედების უნარი. არსებობს ქირურგიული ჩარევის ორი მეთოდი: პირველი მეთოდის დროს შემღვრეული ბროლის ბირთვს მთლიანად იღებენ, შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს მექანიკურად გამორეცხავენ, ან უფრო თანამედროვე მეთოდის დროს, ულტრაბგერითი დანადგარისს ტიტანის ნემსით ხდება ბროლის დაქუცმაცება და მისი ნაწილ- ნაწილ შეწოვა. მეორე მეთოდი, ანუ ფაკოემულსიფიკაცია, უფრო პროგრესულად ითვლება. ნაკლებტრავმულია, არ მოითხოვს ნაკერებს და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდით ხასიათდება. ამასთანავე, ეს მეთოდი ქირურგის უფრო მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. ორივე მეთოდის დროს ხელუხლებელი რჩება ბროლის უკანა კაფსულა, რომელზეც ხელოვნური ბროლი ფიქსირდება. ხელოვნური ბროლის ჩანერგვას იმპლანტაცია ეწოდება. ხელოვნური ბროლი წარმოადგენს ქიმიურად სუფთა, მაღალი ტექნოლოგიის საფუძველზე დამზადებულ 5-7 მმ ზომის ოპტიკურ თვალში და არ სჭირდება შეცვლა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
ოპერაციის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან. ოპერაციის შემდგომი პერიოდი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდის გამოყენებით 1-2 დღეს გრძელდება. სწორედ ეს დროა საჭირო მხედველობის მაქსიმალური აღდგენისთვის. მკურნალობა, როგორც წესი, თვალის წვეთების გამოყენებით შემოიფარგლება. ოპერაციის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას და დაიცავს ექიმის რეკომენდაციები, თუმცა მას არ ეკრძალება ნებისმიერი სახის მხედველობითი დატვირთვა (კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და სხვ.).
კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკა გულისხმობს ამ დაავადების დროულად გამოვლენას, მართებულ მკურნალობასა და ექიმის მიერ დანიშნულების განუხრელად შესრულებას. საწყის სტადიაზე ინიშნება სპეციალური წვეთები, რომლებიც კატარაქტის მომწიფების პროცესს ანელებს. ეს წვეთები შეიცავს: ვიტამინებს, ფერმენტებს, ამინმჟავებს, მიკროელემენტებს. მათი სისტემატიური მოხმარება აუმჯობესებს ბროლის კვებას და აფერხებს დაავადების სწრაფ პროგრესირებას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კატარაქტა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.