კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გეოგრაფია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მდებარეობს ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც ესაზღვრება კონგოს რესპუბლიკას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს, უგანდას, რუანდას, ბურუნდის, ტანზანიას, ზამბიას, ანგოლას, მათ შორის ანგოლის ანკლავ კაბინდის პროვინციას.

მისი ფართობი შეადგენს 2 345 410 კმ²-ს.

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 10 744 კმ-ს. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე ანგოლასთან შეადგენს — 2511 კმ-ს, ბურუნდისთან — 233 კმ-ს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 1577 კმ-ს, კონგოს რესპუბლიკასთან — 2410 კმ-ს, რუანდასთან — 217 კმ-ს, სამხრეთ სუდანთან — 628 კმ-ს, ტანზანიასთან — 473 კმ-ს, უგანდასთან — 765 კმ-ს და ზამბიასთან — 1930 კმ-ს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გეოგრაფია
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა

თავის უკიდურეს დასავლეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანესთან სანაპიროს მოკლე მონაკვეთზე ანგოლასა და მისი ანკლავის — კაბინდის პროვინციას შორის, მდინარე კონგოს ქვედა დინებაში. სანაპირო ხაზის სიგრძეა — 37 კმ.

ქვეყნის ტერიტორია მდებარეობს მდინარე კონგოს აუზში. აღმოსავლეთიდან ქვეყნის ტერიტორია შემოზღუდულია აღმოსავლეთ აფრიკის რიფტით. აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ გადის აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის ღრმა გრაბენის ზოლი, გარშემორტყმული მთებით (რუვენზორის მასივი). ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — სტენლისმთა (5109 მეტრი). გრაბენის ხაზზე მდებარეობენ დიდი ტბები: ედუარდი, ალბერტი, კივუ, მვერუ, ტანგანიიკა. კივუს ტბიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ვულკანური ვირუნგის მთების მასივი (სულ დაახლოებით 100 ვულკანი, სიმაღლე ზღვის დონიდან 4507 მეტრამდე — კარისიმბის მთა) ნიამლაგირას და ნიირაგონგოს მოქმედი ვულკანებით. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული — იჯვი.

ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყეებით განსაკუთრებით მრავალფეროვანი ცხოველთა სამყაროთი. ეკვატორიდან სულ უფრო მეტი დაშორებით ტყეები სულ უფრო მეჩხერები ხდებიან და გადადიან გალერეულებში. ქვეყნის სამხრეთში და უკიდურეს ჩრდილოეთში გავრცელებულია მაღალბალახიანი სავანები. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის 15 % უკავია ნაკრძალებს და ეროვნულ პარკებს, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილებია: კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი, ვირუნგის ეროვნული პარკი, გარამბის ეროვნული პარკი, სალონგის ეროვნული პარკი, ოკაპის ნაკრძალი და სხვა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია ნაწილობრივ მიეკუთვნება ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს, ნაწილობრივ სუბეკვატორულ კლიმატურ სარტყელს და სავანურს.

Tags:

ანგოლაანკლავიბურუნდიზამბიაკაბინდის პროვინციაკონგოს რესპუბლიკარუანდასამხრეთი სუდანიტანზანიაუგანდაცენტრალური აფრიკაცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ართურ კონან დოილიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებირაბათის ციხედემეტრე II თავდადებულილაშა შავდათუაშვილიქართული დამწერლობადელფინებინაკრძალილუი XIVზმნაკონტინენტიკაპიტალიზმინოდარ დუმბაძემიხეილ სააკაშვილიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიზოროასტრიზმინიკა კვეკვესკირისლოვაკეთისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკავკასიასაქართველოს პრეზიდენტისომხური სამოციქულო ეკლესიაგიორგი ქვილითაიაამირანი (მითოლოგია)სანქტ-პეტერბურგიწყნარი ოკეანელიონელ მესიპორტრეტიიეთიმ გურჯიიტალიასისხლის მიმოქცევის სისტემაკრასუსისაქართველოს კონსტიტუციასოფლის მეურნეობაელინიზმიდედამიწის სტრუქტურამეიოზიაფრიკაფემინიზმიქვეყნების სიაპომპეიბერძნული კოლონიზაციაცენტნერისამასი არაგველიმორალიმორის ალებიზანტიის იმპერიალესოთოჭიანჭველასებრნიბათუმიალექსანდრე ყაზბეგიიაპონიაჭადრაკიყვავილიქაშვეთის ეკლესიადეზოქსირიბონუკლეინის მჟავავიკისაწყობისაქართველოს ქალაქებისაქართველოს სატელეფონო კოდებიბახტრიონი (პოემა)აკაკი წერეთელიავსტრალიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაკუთარი და საზოგადო სახელებისომხეთიგრენლანდიასასანიანთა იმპერია28 მარტიუილიამ შექსპირიბელგიაგიორგი მამარდაშვილიარასამთავრობო ორგანიზაციაილია IIაღმოსავლეთი საქართველოთირკმელიინგლისის რევოლუციასამთა კავშირი🡆 More