გრაბენი

გრაბენი — დედამიწის ქერქის დაძირული უბანი, რომელიც მომიჯნავე, შედარებით აზევებული მონაკვეთებისაგან განცალკევებულია ნასხლეტებითა და იშვიათად, შესხლეტვებით.

როგორც წესი გრაბენს ართულებს მსხვილი თაღისებური აზევება. წარმოიქმნება დედამიწის ქერქის ბლოკის აქტიური დაძირვისა და მომიჯნავე უბნის აზევების შედეგად. გეგმაში ჩვეულებრივ აქვს წაგრძელებული მოხაზულობა.

გრაბენი
გრაბენისა და ჰორსტის სტრუქტურული კავშირი
გრაბენი
გრაბენი აფარის სამკუთხედში
გრაბენი
რიმა-არიდეოსი მთვარეზე

მისი სიგრძე რამდენიმე ასეული კმ-ია, ხოლო სიგანე მრავალი ათეული კმ. ნასხლეტით გამოყოფილი გრაბენი წარმოიქმნება აქტიური დაძირვის შედეგად, ხოლო მსხვილი ჰორსტი ართულებს შესხლეტვებით შემოზღუდულ გრაბენს. მსხვილ გრაბენს რიფტი ეწოდება. ახალგაზრდა მსხვილი გრაბენი დედამიწის ზედაპირის რელიეფში გამოხატულია ღრმულებისა და მდინარეთა ხეობების სახით.

პირვანდელი განსაზღვრებით იგი განიხილებოდა როგორც სუბპარალელურ ნასხლეტებს შორის დაძირული დედამიწის ქერქის წაგრძელებული ბლოკი, მოგვიანებით, ასეთი ცნება უფრო ფართოდ გაიშალა: ნაწევებით შემოზღუდულ გრაბენს ნაწევისპირა გრაბენი, ხოლო ციცაბო შესხლეტვებიანს რამპული გრაბენი ეწოდა. ამასთან, გრაბენი მთლიანობაში განისაზღვრება უპირველესად, რიფტულ ზონებში, ანტიკლინების თაღზე განვითარებული ჰორიზონტული გაჭიმვის სტრუქტურა, რომელშიც ცენტრალური ბლოკი დაწეულია.

აგლეჯილი საფარველის, გადაწეული ბლოკების უკანა მხარესა და აგრეთვე ოროგენების თაღზე წარმოიქმება ოროგენის ღერძული ზონის გრაბენი. თანამედროვე რიფტოგენეზის არეალში ტროგისებრი გრაბენი რიტმულად ენაცვლება ჰორსტებს, რითაც განაპირობებს აუზებისა და ქედების სტრუქტურას. ჰორსტები და გრაბენები ხშირად ერთმანეთის მიყოლებით ფართოდაა გავრცელებული დედამიწაზე.

სიდიდით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემა, რომელმაც განვითარება მიოცენის დასაწყისში, 22–25 მლნ. წლის წინ დაიწყო. აღსანიშნავია აგრეთვე ბაიკალის რიფტული ზონა, რომლის ცენტრალურ ნაწილში ჩამდგარია მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი (1642 მ).

გეგმაში არსებული ხაზობრივი როფი, რომელიც ერთი მხრიდან ნასხლეტით, ხოლო მეორე მხრიდან ფლექსურის ფუძითაა შემოზღუდული ნახევრად გრაბენის სახელწოდებით არის ცნობილი.

გრაბენი გავრცელებულია დედამიწის მიღმაც. მარსზე, ვენერასა და მთვარეზე გვხვდება ეგრეთ წოდებული „ვიწრო გრაბენები“, რომელთა ტიპური სიგანეა 2–5 კმ, ხოლო სიგრძე ასეული და ათასეული კმ.

„გრაბენი“ გერმანული ენიდან ნასესხები სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „ღრმულს“, „თხრილს“. ტერმინი პირველად გეოლოგიურ კონტექსტში გამოიყენა ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა 1883 წელს.

სქოლიო

Tags:

დედამიწის ქერქინასხლეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცოტნე დადიანიალჟირიბუნების დაცვახინკალიკახეთის აჯანყება (1659)ფილტვებიეგვიპტის პირამიდებიკოლხეთის ეროვნული პარკიშამქორის ბრძოლა (1195)ლანა ღოღობერიძევენდეტაკურო (ასტროლოგია)ბიბლიაქრისტეფორე კოლუმბიმილიმეტრიმარკ ტვენისომხეთ-საქართველოს ომიქართული მითოლოგიასაქართველოს სსრ წითელი წიგნიდუბაისაქართველოს სამოქალაქო ომიპარაცეტამოლიბათუმიიეთიმ გურჯიამფიბიებინაციონალ-სოციალიზმიგანათლება საქართველოშიამირანი (მითოლოგია)ტოლერანტობასეკულარიზმიმასტურბაციაამერიკასპოროვანი მცენარეებისაქართველოს წითელი ნუსხასალადინიაფხაზეთის ომი (1992-1993)გეორგიევსკის ტრაქტატიწყნარი ოკეანეესპანეთიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი V ბრწყინვალებარბარიზმიგიორგი II (საქართველოს მეფე)იულიუს კეისარისაქართველო IX-X საუკუნეებშიკრწანისის ბრძოლართველისისხლის მიმოქცევის სისტემამიქელანჯელო ბუონაროტითავისუფლების მოედანი (თბილისი)ტაო-კლარჯეთიგამარჯვების დღესხალთის ტაძარიელინიზმიანჯელინა ჯოლინავთობიამიერკავკასიური ზაზუნაკლიმატინაწლავებიკალანდაპაოლო იაშვილიადიშის ოთხთავიბიოლოგიური სისტემატიკალავრენტი ბერიასაქართველოს სამხედრო წოდებებიდედა ენადრამატურგიდედამიწის ისტორიაბულგარეთიგიორგი XIIალკანიასტრიდ ლინდგრენიასომთავრულირუსთავიანტონიმისტუმარ-მასპინძელი🡆 More