ტანგანიიკა

ტანგანიიკა (ინგლ.

სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი — 34 ათასი კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ². ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას.

ტანგანიიკა
ინგლ. Lake Tanganyika
ფრანგ. Lac Tanganyika
სუაჰ. ziwa Tanganyika
ტანგანიიკა კოსმოსიდან
ტანგანიიკა კოსმოსიდან
კოორდინატები: 6°30′ ს. გ. 29°50′ ა. გ. / 6.500° ს. გ. 29.833° ა. გ. / -6.500; 29.833
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ტანზანიის დროშა ტანზანია
ზამბიის დროშა ზამბია
ბურუნდის დროშა ბურუნდი
სიმაღლე ზღვის დონიდან 773 
სიგრძე 650 კმ
სიგანე 40-80 კმ
ფართობი 34 ათ. კმ²
მოცულობა 18 900 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1828 კმ
საშუალო სიღრმე 570 
მაქსიმალური სიღრმე 1470 
აუზის ფართობი 224 000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები მალაგარასი
რუზიზი
გამომდინარე მდინარე ლუკუგა
ტანგანიიკა — აფრიკა
ტანგანიიკა

ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ³ წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი — ოქტომბერსა და ნოემბერში. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8 °C-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75 % ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აფრიკაბაიკალიბურუნდიზამბიაზღვის დონეინგლისური ენაკონგო (მდინარე)კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკამდინარერუზიზისუაჰილი ენატანზანიატბაფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმზეკოლხეთის სამეფოლაშა ტალახაძეინგლისიიმერეთირაბათის ციხესაქართველოს მდინარეების სიაქეთევან დედოფალიატომიგიორგი მაზნიაშვილისისხლიკილიმანჯაროსოციალიზმიფესახიფოლკლორილიმფოციტებიგასტრიტისაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი III (საქართველოს მეფე)კრიშტიანუ რონალდუალკოჰოლიზმიაზოტიგრიგოლ რობაქიძეორგაზმიმდინარეარაბთა დაპყრობითი ომებითეიმურაზ Iლომიჯუზეპე ვერდიენცეფალოპათიაჭიანჭველასებრნიაბრეშუმის ჭიაოქსიდიგველებიჩუტყვავილასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიგანათლება საქართველოშივლადიმერ ლენინიგამოფიტვამსოფლიო მიზიდულობის კანონიკვიპროსიყაზახეთიიულიუს კეისარიწითელი წიგნილევან საგინაშვილიბიზანტიის იმპერიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიტელეფონების ნომრები საქართველოშიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჰიპერბოლა (ენა)იგავ-არაკიგორინაპოლეონ ბონაპარტიაგენტისლოვაკეთიაბრეშუმის დიდი გზაარაპენეტრაციული სექსისინგაპურიმარილებინეპოტიზმიმიწისძვრავენის კონგრესიბრესტ-ლიტოვსკის ზავიკონტინენტიხევისბერი გოჩანათურაალკანიქეთო და კოტე (ოპერა)საქართველოს სატელეფონო კოდებიირლანდიაპლანეტაევროპასაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)აზია🡆 More