თურქეთის დემოგრაფია

თურქეთის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური მიკუთვნებულობა და სხვა ასპექტები.

თურქეთის დემოგრაფია
თურქეთის მოსახლეობის პირამიდა

2021 წლის 31 დეკემბერს თურქეთის მოსახლეობამ 84.7 მილიონ ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი 0.55%-ს გაუტოლდა. ქვეყნის უდიდესი ეთნიკური ჯგუფი თურქები არიან, უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას კი ქურთები წარმოადგენენ.

თურქეთის მოსახლეობა შედარებით ახალგაზრდაა. 22.4% 0-14 ასაკობრივ ჯგუფშს მიეკუთვნება. 2021 წლისთვის მოსახლეობის მედიანური ასაკი 33.1 წელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990-დან 2008 წლამდე პერიოდში თურქეთის მოსახლეობა 16 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც 29%-იან ზრდას უდრის.

სტატისტიკა

თურქეთის დემოგრაფია 
თურქეთის მოსახლეობის დინამიკა

შობადობა და მოკვდაობა

2001 წლიდან თურქეთში შობადობის სტატისტიკას მოსახლეობის ცენტრალური ადმინისტრაციული სისტემა აქვეყნებს. დინამიკური სტრუქტურის გამო მონაცემები უწყვეტად ვითარდება.

2010 წელს თურქეთში შობადობის დონე 17.2‰-ს უდრიდა. 2011 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 16.7‰-მდე შემცირდა. 2010 წელს ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი 2.05-ს უდრიდა, ხოლო 2011 წელს 2.02-ს. შობადობის დონე მარმარილოს ზღვის რეგიონში 11.5‰-დან 27.9‰-მდე მერყეობდა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის მაჩვენებელი იყო.

იმიგრაცია

იმიგრაცია უცხო ქვეყნებიდან თურქეთში მოსახლეობის მიგრაციას აღნიშნავს. ოსმალთა იმპერიის დაშლისა და თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ თურქეთში დიდი რაოდენობით თურქი და მუსლიმი მოსახლეობა ჩავიდა, მათ შორის: ბალკანები (ბალკანელი თურქები, ალბანელები, ბოსნიელები და პომაკები), კავკასიელები (აფხაზები, აჭარლები, ჩერქეზები, ჩეჩნები), ყირიმელები (ყირიმელი თათრები) და კრეტერები (კრეტელი თურქები). თურქეთში იმიგრაციის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა დღეისთვის მიგრაციის მიზეზები განსხვავებულია და გლობალური იმიგრაციის ნაწილია. მაგალითად, თურქეთში დიდი რაოდენობით ეკონომიკური მიგრანტი ჩადის მახლობელი სომხეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 2010-იან წლებში მიგრანტთა კრიზისის დროს თურქეთში დიდი რაოდენობით მიგრანტი ჩავიდა, განსაკუთრებით ის ადამაინები, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომს გაექცნენ.

ეთნიკური ჯგუფები

თურქეთის დემოგრაფია 
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის განვითარება თურქეთში

თურქს ან თურქულ წარმომავლობას ფართო მნიშვნელობა აქვს ისტორიული კონტექსის შესბამისად. წარსულში თურქებად ოსმალეთის იმპერიის ყველა მუსლიმ მკვიდრს მოიხსენიებენ, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

თურქეთის მოწინავე ეთნიკური ჯგუფებია: თურქულენოვანი ხალხები: თურქები, აზერბაიჯანელები, ყარაჩაელები, თათრები, უზბეკები, ყირიმელი თატები და უუღურები; ინდო-ევროპულ ენაზე მოლაპარაკე ხალხები: ქურთები, ზაზაები, ბოსნიელები, ალბანელები, პომაკები, სომხები, ბერძნები, გორანები; სემიტურენოვანი ხალხები: არაბები, ებრაელები და ასირიელები; კავკასიურენოვანი ხალხები: ჩერქეზები, ქართველები, ლაზები და ჩეჩნები.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 70-75%-ს ეთნიკური თურქები შეადგენდნენ, ხოლო 19%-ს ქურთები შეადგენენ. სხვა ეთნიკური უმცირესობების წილი 6-11%-ია. Milliyet-ის მიხედვით, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსათვის მომზადებული მოხსენების მიხედვით, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიის თურქული უნივერსიტეტების მიერ იყო შედგენილი, თურქეთის მოსახლეობას შეადგენდა: 55 მილიონი ეთნიკური თურქი, 9.6 მილიონი ქურთი, 3 მილიონი ზაზა, 2.5 მილიონი ჩერქეზი, 2 მილიონი ბოსნიელი, 500 0000-დან 1.3 მილიონამდე ალბანელი, 1 მილიონი ქართველი, 870 000 არაბი, 600 000 პომაკი, 80 000 ლაზი, 60 000 სომეხი, 30 000 ბრიტანელი, 25 000 ასირიელი, 20 000 ებრაელი, 15 000 ბერძენი და 500 იეზიდი.

2022 წელს Konda Research-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 77%-ს თურქები, ხოლო 19%-ს ― ქურთები შეადგენენ. მოსახლეობის 2%-ს არაბები (სირიელი ლტოლვილების გამოკლებით), ხოლო დარჩენილ 2%-ს სხვა ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ. დასავლეთ თურქეთის დიდ ქალაქებში იმიგრაციის შედეგად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის ქორწინებები უფრო ხშირდება.

თურქები

თურქეთის დემოგრაფია 
თურქები ანკარიდან

არაერთი თანამედროვე გენეტიკური კვლევის მიხედვით, დღევანდელი თურქი მოსახლეობა მეტწილად ისტორიული ადგილობრივი ანატოლიური ჯგუფების შთამომავალია. VII საუკუნის ჩინურ წყაროებში შემონახულია წყაროები თურქთა წარმოშობის შესახებ, რომელშიც თურქები ხუნუების ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც „დასავლეთის ზღვის“ (კასპიის ზღვა) მახლობლად ბინადრობდნენ. თანამედროვე წყაროების თანახმად, თურქების ლინგვისტური და კულტურული წინაპრები ხუნუში, იმიერბაიკალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მოგვიანებით, V საუკუნეში სამხრეთ ალტაისკენ მიგრირდნენ.

არაბები

თურქეთში მცხოვრები არაბების რაოდენობა განსხვავდება წყაროების მიხედვით. 2011 წელს Al Jazeera-სა და ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მიხედვით, სირიის სამოქალაქო ომამდე თურქეთში 1 500 000 არაბი ცხოვრობდა. სირიელი ლტოლვილების ჩათვლით არაბების რაოდენობა 2 748 367 მილიონ ადამიანს აღწევს. დღეისთვის არაბები თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 4.5-5.1%-ს შეადგენენ.

რესურსები ინტერნეტში

თურქეთის დემოგრაფია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

თურქეთის დემოგრაფია სტატისტიკათურქეთის დემოგრაფია იმიგრაციათურქეთის დემოგრაფია ეთნიკური ჯგუფებითურქეთის დემოგრაფია რესურსები ინტერნეტშითურქეთის დემოგრაფია სქოლიოთურქეთის დემოგრაფიათურქეთიმოსახლეობის სიმჭიდროვე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ქოჩორაშვილიფემინიზმიეკონომიკაC ჰეპატიტიზაქარია ფალიაშვილიენცეფალოპათიახინკალიბახტრიონი (პოემა)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაIOSსუვერენიტეტიკუბური მეტრიუდაბნობაგრატის ტაძარინეიტროფილებისუნთქვაებრაელებიმუშთაიდის ბაღიფერმენტებივარდების რევოლუციასილიციუმიმარჯნის რიფიშინაური ძაღლიაია-სოფიას ტაძარისაქართველოს ისტორიარუსეთის ისტორიალიკა ქავჟარაძეერთეულთა საერთაშორისო სისტემაინგლისიმთვარედიდგორის ბრძოლარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაბუდიზმილიმფოციტები69 (სექსუალური პოზა)ინგლისური ენასვანური ენასვია (მცენარე)აღმოსავლეთი საქართველოაბრეშუმის ჭიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ადამიანიფოლკლორიდაირამეგობრობაჰაერიქართული სამზარეულოისლანდიაირანირთველისიმონ Iკარლეს პუჩდემონიერთა ლიგაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადასავლეთ რომის იმპერიის დაცემატოლერანტობაჩონგურიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენანიკორწმინდის ტაძარიექსპრესიონიზმიფიოდორ დოსტოევსკიელდარის დაბლობიაბრეშუმის დიდი გზარითმაცოტნე დადიანიკულტურარუსული დამწერლობასაქართველოს გეოგრაფიაანბანიმცენარეებიბზობათავისუფლების მოედანი (თბილისი)ჰიმალაიზომიერი სარტყლები🡆 More