ანატოლია

ანატოლია, მცირე აზია (თურქ.

(თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია). თურქული სიტყვა Anadolu ბერძნული ვერსიიდან არის გადმოღებული. ქვეყნის ამ ნაწილს ასევე ლათინურად უწოდებენ Asia Minor-ს.

ანატოლია
ანატოლიის ტრადიციული დეფინიცია თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე

ისტორია

აზიისა და ევროპის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანატოლია რამდენიმე ცივილიზაციის დასაბამი გახდა პრეისტორიული პერიოდიდან, ნეოლითური დასახლებებით Çatalhöyük (ნეოლითური თიხისწარმოება), Çayönü (თიხამდელი ნეოლითიდან), Nevali Cori (თიხამდელი ნეოლითი), Hacilar (ნეოლითური თიხისწარმოება), Göbekli Tepe (თიხამდელი ნეოლითი). ტროას დასახლება ნეოლითურ ხანაში იწყება და რკინის ხანაში გრძელდება. უდიდეს ცივილიზაციათაგან, რომელთაც აქ დასახლება ჰქონიათ ანდა დაუპყრიათ იყვნენ ხურიტები, ხათები, ხეთები, ჰუნები, კოლხები, იბერიელები, სკვითები, კიმერიელები, კელტები, ფრიგიელები, ლიდიელები, ლუვიელები, ბერძნები, რომაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, სპარსელები, არაბები, ქურთები, სელჯუკები და ოსმალები.

ჩვ. წ. III ათასწლეულში ანატოლიაში ფეხი მოიკიდეს ინდოევროპულმა ტომებმა (ლუკიელებმა, ნესიტებმა და სხვა). ჩვ. წ. II ათასწლეულში ანატოლია ხეთების სახელმწიფოში შედიოდა. ჩვ. წ. I ათასწლეულში აქ ფრიგიის სამეფო იყო. ანატოლია, ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოში, ხოლო ძვ. წ. II საუკუნეში შედიოდა რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში. XI საუკუნემდე ანატოლიაში ბიზანტია დომინირებდა, ხოლო XI საუკუნიდან ანატოლია სელჩუკებმა დაიპყრეს და აქტიურად დაიწყეს თურქული ტომების ჩასახლება. სელჩუკთა სახელმწიფოს (რუმის სასულთნოს) დაშლის შემდეგ XIV-XV საუკუნეებში ანატოლია დაიპყრეს თურქ-ოსმალებმა. ამ დროის ანატოლია ეწოდებოდა, როგორც მთელ მცირე აზიას, ისე ვილაიეთს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გ. გიორგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 431.
  • Badisches Landesmuseum Karlsruhe (Hrsg.): Die ältesten Monumente der Menschheit. Vor 12.000 Jahren in Anatolien. Konrad Theiss, Stuttgart 2007, ISBN 978-3-8062-2072-8.
  • Volker Eid: Im Land des Ararat. Völker und Kulturen im Osten Anatoliens. Wissenschaftliche Buchgesellschaft , Darmstadt 2006, ISBN 3-534-18206-5.
  • Michael Zick: Türkei. Wiege der Zivilisation, Konrad Theiss, Stuttgart 2008, ISBN 978-3-8062-2110-7.
  • Media-Cultura (Hrsg.), in Zusammenarbeit mit dem Badischen Landesmuseum Karlsruhe: Die ältesten Monumente der Menschheit. Vor 12.000 Jahren in Anatolien. Konrad Theiss, Stuttgart 2007, DVD-ROM.
  • Johann Gustav Droysen, Geschichte Alexanders des Großen, DVA 1955

Tags:

აზიაბერძნული ენათურქეთითურქული ენარუმელია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ილია IIერეკლე IIსაქართველოს მუნიციპალიტეტებივერძი (ასტროლოგია)შველიათენიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისიყვარულიელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიეიფელის კოშკიანტიკური ხანაბახტრიონი (პოემა)მზეფრინველებიმასონობაბარბიტურატებიკუბური მეტრიეროზიათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიაღმოსავლეთი საქართველოორნელა მუტიგრიგოლ ხანძთელიქაქუცა ჩოლოყაშვილიმერწყულინოქალაქევისანტიმეტრიუდაბნოანჩისხატიგოდერძი ჩოხელიამაზონის დაბლობიბაში-აჩუკივინსენტ ვან გოგიაფხაზეთიჩერნობილის კატასტროფაბიპოლარული აშლილობაჰაერის დაბინძურებაყირიმის ომიმენსტრუაციაევთანაზიალითონებივიქტორ დოლიძესაქართველო XVII საუკუნეშითერგდალეულებიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდავულკანიგამტარიპანეტონეღეროვანი უჯრედიდავით კაჭარავამარილებინივთიერებაგრიგოლ ორბელიანიზმნიზედამერკურივაჟა-ფშაველაიუპიტერიაღდგომაკუთხესაქართველოს ტერიტორიული მოწყობაპატარა უფლისწულიატმოსფერული წნევადიდგორის ბრძოლააკაკი წერეთელიმილიმეტრისაფრანგეთიყინწვისის მონასტერიმტირალას ეროვნული პარკიდანიაქართული ღვინოგანათლება საქართველოშიმონა ლიზაალმასისიმკვრივეფეხბურთიოკეანექართული ენაარასამთავრობო ორგანიზაციაალექსანდრე მაკედონელი🡆 More