გიორგი მაწყვერელი — აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით IX-X საუკუნეებში (პ.
ინგოროყვას აზრით, გიორგი მაწყვერელი VI საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 15 აპრილი (2 აპრილი). მოხსენებულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
გიორგი მაწყვერელი | |
---|---|
გარდაიცვალა | X |
ხსენების დღე | ახ. სტილით — 15 აპრილი (2 აპრილი) |
გიორგი მაწყვერელი ყოფილა შუარტყლის ხევიდან (კლარჯეთი), წარჩინებული ოჯახიშვილი. საეკლესიო აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში. იცნობდა მიქაელ პარეხელს და სერაპიონ ზარზმელს და დასწრებია ამ უკანასკნელის დაკრძალვას. სერაპიონის შესახებ შემდეგ ცნობები მიუწოდებია ბასილი ზარზმელისათვის. გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება და შინაომი იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“. კორნელი კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისთვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი მაწყვერელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.