გიორგი ჩორჩანელი

გიორგი ჩორჩანელი — VIII-IX საუკუნეების დიდი აზნაური სამცხეში, ჩორჩანელების საგვარეულოს წარმომადგენელი.

გიორგი ჩორჩანელი
ზარზმის წარწერა: „ერისთავთ-ერისთავი გრიგოლ ჩორჩანელი“. ე. თაყაიშვილი, 1905 წ.

ბასილი ზარზმელი მას დიდ მთავარს უწოდებს. გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამცხეში ყველაზე ვრცელი და ერმრავალი იყო. ჰქონდა ტაძრები და სასახლეები ზანავსა და ჩორჩანში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), აქედან მოდის ჩორჩანელის გვარიც. მეზობელი ხევების მცირე თუ მსხვილი ფეოდალები გიორგი ჩორჩანელის ვასალები („საკუთარნი“, „წინაშემდგომელნი“) იყვნენ.

ქვრივმა და შვილმკვდარმა გიორგი ჩორჩანელმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას ლატავრს (სამცხის დიდი ფეოდალის მირიან ბაჰლაუნდის ქვრივს) და მის შვილებს — სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს. ამგვარად გაერთიანდა სამცხის ამ ორი დიდი ფეოდალური სახლის სამფლობელოები. გიორგი ჩორჩანელმა დიდძალი სიმდიდრე დაუტოვა ზარზმის მონასტერსაც, რომელიც მისი ხელშეწყობით ააშენეს სერაპიონ ზარზმელის მეთაურობით სამცხეში ჩასულმა ბერებმა.

გიორგის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის ატყდა შინაომი. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაკლაკს მისმა დისწულმა მამულის ნაწილი მოსთხოვა, ლაკლაკმა კი ის მოკლა. არეულობა მთელს სამცხეს მოედო და დასრულდა სამი წლის შემდეგ გიორგი მაწყვერელის ჩარევის შედეგად.

ლიტერატურა

Tags:

აზნაურისამცხეჩორჩანელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტაო-კლარჯეთიჯვაროსნული ლაშქრობებიზოდიაქოავაზაბრიუს ლიკავკასიონიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)რუსული დამწერლობავასილ ბარნოვიგონიოს ციხეკურდღელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისელინ დიონიელექტრული დენიტყემალიჰექტარიორგაზმიილორის ეკლესიანაწლავებივერცხლიდედამიწაავსტრალია (კონტინენტი)ქეთევან დედოფალიძაღლიჰარი პოტერი (პერსონაჟი)ოდისეამორზეს ანბანიკონსტანტინოპოლირონალდოფანდურისარკაზმიმარჯნის რიფიხელოვნებაჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატიქართული მითოლოგიაინდოეთიღორის სოლიტერიპაბლო პიკასორომიმყინვარწვერიფობიების სიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიკესანერიწაბარსელონაიოსებ სტალინიგარემოს დაბინძურებაგიორგი სააკაძეკონცეფციაწიგნი სიბრძნე სიცრუისაგერმანიავეფხვიდემეტრე Iრუსთავიშინაური ძაღლიმზესეფსისითბილისის მეტროპოლიტენიქანდაკებაპოლიმერებიმდინარემიხეილ სააკაშვილიყაზბეგის მუნიციპალიტეტიდისლექსიაკილიან მბაპეევერესტიჭინჭარიკაპადოკიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ქართული დამწერლობააია-ნაპათევზებითევზები (ასტროლოგია)კახა კალაძესოფლის მეურნეობაოპერავახტანგ I გორგასალისტოიციზმი🡆 More